ხმელთაშუა ზღვის დიეტა ერთ – ერთი ყველაზე პოპულარული დიეტაა, რადგან ითვლება, რომ იგი ახანგრძლივებს სიცოცხლეს, მინიმუმამდე დაჰყავს გულის დაავადებებისა და კიბოს განვითარების რისკი, ამცირებს მავნე ქოლესტერინის დონეს სისხლში. რეალურად ეს არის არა უბრალოდ დიეტა, არამედ ცხოვრების წესი. მკვლევარებმა მიაქციეს ყურადღება, რომ ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნების მცხოვრებნი გაცილებით ჯანმრთელნი არიან და ნაკლებად აწუხებთ სიმსუქნე, ვიდრე მათ ჩრდილოელ მეზობლებს.
მიუხედავა დ ნაციონალური სამზარეულოების მრავალფეროვნებისა, შეგვიძლია გამოვყოთ ამ დიეტის საერთო საფუძვლები:
წითელი ხორცი იხმარება სულ რამდენიმეჯერ თვეში და მცირე რაოდენობით; თევზი და ქათმის (1-2 ბ ო კ ა ლ ი მ ა მ ა კ ა ც ე ბ ი ს ა თ ვ ი ს, 1 ბ ო კ ა ლ ი ქ ა ლ ე ბ ი ს ა თ ვ ი ს); ფიზიკური აქტივობა ყოველდღიურად.
ხმელთაშუა ზღვის დიეტის ძირითადი წესები ყველაზე უკეთ გამოისახება ცხრილი – პირამიდას სახით:
ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნების მცხოვრებთათვის ტიპიურია შემდეგი პროდუქტები:
ზეითუნის ზეთი, რომელიც უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ხმელთაშუა ზღვის დიეტის. იგი არის ძლიერი ანტიოქსიდანტი და შეიცავს ბევრ ვიტამინს.
ზეთისხილი გამოიყენება მრავალ კერძებში და განსაკუთრებით სასარგებლოა კუჭნაწლავის სისტემისათვის.
ხახვი იხმარება სალათებში და კერძების მოსამზადებლად. იგი ამცირებს ქოლესტერინის და შაქრის დონეს სისხლში.
ნიორი ფართოდ გამოიყენება საკვებში, რაც დადებითად აისახება გულის მუშაობაზე, აქვეითებს წნევას.
პომიდორი მიღებულია ნედლი, შემწვარი და გამომშრალიც კი. ითვლება, რომ იგი აფერხებს კიბოს უჯრედების განვითარებას.
თევზი და ზღვის პროდუქტები მდიდარია და შეიცავს “ომეგა 3” – ის ცხიმოვან მჟავებს, რომლებიც შეუცვლელია ადამიანის ორგანიზმის ნორმალური ფუნ ქციონირებისათვის.
არომატული ბალახეული, როგორიცაა დაფნის ფოთოლი, როზმარინი, ოხრახუში, პიტნა და სხვა, ხელსუწყობს საკვების ათვისებას, ვინაიდან ასტიმულირებს ნერწყვის გამოყოფას.
ნიგოზი და მცენარეთა თესლეული მდიდარია მონოუჯერი ცხიმებით, “ომეგა 3” ცხიმოვანი მჟავებ ით, ცილებით და ვიტამინებით. გოგრისა და მზესუმზირას თესლი გამოიყენება სალათებში, ნუში თევზეულის კერძებში, ნიგოზი ხორცეულში.
პური და მარცვლეული გამოიყენება ყოველდღიურად. საყურადღებოა, რომ პური და მაკარონის ნაწარმი მზადდება მაგარი ჯიშის ხორბლის და ქატოს მეშვეობით. ფაფეული კი ასრულებს არა გარნირ ის, არამედ ძირითადი კერძის როლს.
ყველი და იოგურტი ორგანიზმს ამარაგებს ადვილად ასათვისებელი ცილებით, რძემჟავა ბაქტერიები კი ზრუნავენ კუჭნაწლავის მიკროფლორის სიჯანსაღეზე.
ხმელთაშუა ზღვის დიეტის დაცვით თქვენ ვერ დაიკლებთ წონაში სწრაფად, ეს არცაა მისი ძირით ადი მიზანი. დიეტის არსი იმალება მის სარგებლიანობაში.
კომენტარები
ახალი ამბები
კატეგორიები
- ავტო და მოტო0
- განათლება0
- თამაშები და გართობა0
- თვითგანვითარება0
- ტექნომანია0
- კულინარია0
- ცნობილი ადამიანები0
- რჩევები0
- ქალებისათვის0
- ელექტრონული წიგნები0
- ასტრონომია0
- ეს საინტერესოა0
- სპორტი და ფიტნესი0
- გასაოცარი ფაქტები0
- რელიგია და ფილოსოფია0
- მეცნიერება0
- ფსიქოლოგია0
- ფლორა და ფაუნა0
- ხელოვნება და ჰობი0
- ჯანმრთელობა0
- ლიტერატურა და პოეზია0
- ჩანახატები0
- ქალი და მამაკაცი0