ამ პოსტში გაგაცნობთ ხუთ პროგრამას, რომლებიც თქვენი პერსონალური კომპიუტერის ოპტიმალურ მუშაობას შეუწყობს ხელს. აღნიშნული პოსტი სასარგებლო იქნება მათთვისაც ვისაც უყენია ანტივირუსი, რადგან კომპიუტერი შესაძლოა მაინც დაზიანდეს, სხვადასხვა პროგრამული შეცდომების გამო. ამასთანავე, ამ პროგრამების საშუალებით თქვენ შეძლებთ კომპიუტერში უხილავი ნაგვის წაშლას.
1.CCleaner (უფასოა) არის შესანიშნავი პროგრამა. მე პირადად მას ვიყენებ. ჩემი რჩევა იქნება, რომ იგი კვირაში ერთხელ გამოიყენოთ. ამ პროგრამის საშუალებით ხდება Cookie ჩანაწერების და სლოტების გასუფთავება. ასევე ადგილის განთავისუფლება კომპიუტერში. იგი ასევე რეგისტრსაც ასუფთავებს.
2.Free Error Cleaner (უფასოა) არანაკლებ კარგი პროგრამა, რომელიც კომპიუტერს შეცდომების გამოსწორებაში ეხმარება, რათა მან უკეთ იმუშაოს. აგიხსნით, თუ რატომ არის კარგი ამ პროგრამის გამოყენება: მისი დახმარებით კომპიუტერში პროცესები და შეცდომები სწორდება, ამის ხარჯზე კი ოპერატიულ მეხსიერებას ნაკლები დატვირთვა ადგება. გამოიყენეთ ეს პროგრამა ორ კვირაში ერთხელ.
3.PC Cleaner (უფასოა) აღნიშნული პროგრამა უკვე ნახსენები პროგრამის – CCleaner-ის მსგავსია. თუმცა ეს ორი პროგრამა გარკვეული ფუნქციებით მაინც განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ ორივე პროგრამა უფასოა გავრცელებაში.
4.PCkeeper (ფასიანია) ამ პროგრამის საშუალებით შეძლებთ პროგრამის წაშლის შემდეგ დარჩენილი ფაილების სრულიად ამოშლას თქვენი კომპიუტერიდან, შესაბამისად ამ პროგრამის გამოყენების შემდეგ უსარგებლო ფაილები და დოკუმენტები კომპიუტერში აღარ დარჩება.
5.CleanMyPC (ფასიანია) – ამ პროგრამას გააჩნია ბევრი ფუნქცია. ისეთები, როგორიცაა შეცდომების გამოსწორება, იმ ადგილის განთავისუფლება, რომელიც ტყუილად არის დაკავებული და ა.შ მოკლედ, ხელს უწყობს თქვენი კომპიუტერის სწრაფად და შეუფერხებლად მუშაობას.
ეს პროგრამები ერთ–ერთ წამყვან პროგრამებად ითვლებიან აღნიშნულ დარგში და საწყის ეტაპზე სრულიად დააკმაყოფილებს თქვენ და თქვენი კომპიუტერის მოთხოვნებს.
კომენტარები
ახალი ამბები
კატეგორიები
- ავტო და მოტო0
- განათლება0
- თამაშები და გართობა0
- თვითგანვითარება0
- ტექნომანია0
- კულინარია0
- ცნობილი ადამიანები0
- რჩევები0
- ქალებისათვის0
- ელექტრონული წიგნები0
- ასტრონომია0
- ეს საინტერესოა0
- სპორტი და ფიტნესი0
- გასაოცარი ფაქტები0
- რელიგია და ფილოსოფია0
- მეცნიერება0
- ფსიქოლოგია0
- ფლორა და ფაუნა0
- ხელოვნება და ჰობი0
- ჯანმრთელობა0
- ლიტერატურა და პოეზია0
- ჩანახატები0
- ქალი და მამაკაცი0