ამ ქვეყნად არაფერია ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვანი, სწორედ ამიტომ მას დაცვა სჭირდება. ვარჯიში და სწორი კვება აუცილებლად უნდა იყოს ჩვენი ცხოვრების წესი. ახლა ცოტა უფრო დაწვრილებით სწორ კვებაზე.
ეს სტატია არ ეხება არანაირ დიეტას, ის უბრალოდ დაგვეხმარება გავიგოთ თუ როგორ უნდა ვიკვებოთ სწორად.
მრავალწლიანი გამოკვლევების შედეგად მეცნიერებმა დაასკვენს, რომ ადამიანის ყოველდღიური მოთხოვნილება ენერგიაზე უნდა დაკმაყოფილდეს 50% ნახშირწყლებით, 15% ცილებით და 35% ცხიმებით. ამიტომ კვების რაციონის შერჩევის დროს ყურადღება უნდა მიექცეს საკვებ პროდუქტში, ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების %-ულ შემცველობას.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ კვების რაციონის შედგენის დროს გათვალისწნებული იყოს საკვები პროდუქტების საერთო ენერგეტიკული ღირებულება. თუ გვეცოდინება სხვადასხვა პროფესიის ადამიანი რამდენ ენერგიას ხარჯავს დღეღამეში, შესაძლებელი იქნება მათთვის კვების რაციონის შედგენა.
წვის პროცესში ყველაზე მეტი ენერგია ნახშირწყლებიდან გამოიყოფა.
წარმოგიდგენთ პროდუქტებს, რომელბიც მდიდარია ნახშირწყლებით (100 გრამ საკვებ პროდუქტში) და მათ ენერგეტიკულ ღირებულებას (კკალ-ებში).
ნახშირწყლები ენერგეტიკული ღირებულება
ჭვავის პური 39.3 230
ხორბლის პური 56 250
ბრინჯი 77,7 360
კარტოფილი 18,5 80
კვების რაციონის გათვალისწინებისას უკეთესია თუ დილას მივიღებთ ცილებს ეს შეიძლება იყოს: ყველი, ლორი, საქონლის ხორცი (საშუალო ცხიმიანობით), მოხარშული კვერცხი და ა.შ
როგორც ყველა ადამიანი მეც გირჩევდით მოერიდოთ ქუჩაში ან ისეთ ადგილებში კვებას სადაც საკვები ერთსა და იმავე ცხიმში იწვება. ყოველთვის უკეთესია თუ თან გვექნება სახლში გამზადებული საკვები.
გახსოვდეთ ! როცა სკოლაში ან სამსახურში ენერგიის ნაკლებობას იგრძნობთ, ამის ძირითადი მიზეზი ის არის, რომ ორგანიზმში ნახშირწყლები გამოილია და წვა აღარ მიმდინარეობს. ამ დროს საუკეთესო ვარიანტია შოკოლადის ან კარტოფილის ღვეზელის (გამომცხვარი) საკვებად მიღება, რა თქმა უნდა ეს თქვენ არ დაგასვენებთ, მაგრამ თქვენს ორგანიზმს კვლავ დაუბრუნდება აქიტიურად მუშაობის უნარი.
კომენტარები
ახალი ამბები
კატეგორიები
- ავტო და მოტო0
- განათლება0
- თამაშები და გართობა0
- თვითგანვითარება0
- ტექნომანია0
- კულინარია0
- ცნობილი ადამიანები0
- რჩევები0
- ქალებისათვის0
- ელექტრონული წიგნები0
- ასტრონომია0
- ეს საინტერესოა0
- სპორტი და ფიტნესი0
- გასაოცარი ფაქტები0
- რელიგია და ფილოსოფია0
- მეცნიერება0
- ფსიქოლოგია0
- ფლორა და ფაუნა0
- ხელოვნება და ჰობი0
- ჯანმრთელობა0
- ლიტერატურა და პოეზია0
- ჩანახატები0
- ქალი და მამაკაცი0
ჩვენი
საინტერესო

ანა კარენინა

ანაბრის გახსნა

დაქალის შეყვარებულისგან დავორსულდი…

როგორ ავიმაღლოთ პოტენცია ნატურალური
