ზოგიერთ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში 13 იანვრის ღამეს (14 იანვარს) არაოფიციალურად აღინიშნება ძველით ახალი წელი დღესასწაული, რომელიც გამოწვეულია ქრონოლოგიის ცვლილებით.
ძველით ახალი წლის აღნიშვნის ტრადიცია დაკავშირებულია ორ კალენდარულ სისტემას შორის განსხვავებასთან. ერთია იულიუსის “ძველი სტილის” კალენდარი, მეორე კი გრიგორიანული ”ახალი სტილის” – რომლითაც ცხოვრობენ თანამედროვე ადამიანები.
ამ განსხვავებამ XX ‑ XXI საუკუნისათვის შეადგინა 13 დღე-ღამე, ამიტომაც ახალი წელი ძველი სტილით აღინიშნება 13 დან 14 იანვრის ღამეს იმ ქვეყნებში, სადაც მართმადიდებლური ეკლესია კვლავ იულიუსის კალენდრით სარგებლობს. პრაქტიკულად ყველა ევროპული სახელმწიფო გრიგორიანულ კალენდარზე გადავიდა ჯერ კიდევ XVIII საუკუნეში.
რუსეთში ცვლილება მოხდა 1918 წლიდან. ვინაიდან თანამედროვე ახალი წელი ემთხვევა მარხვის პერიოდს, იმ ქვეყნებში სადაც მართმადიდებლური ეკლესია იყენებს იულიუსის კალენდარს, მორწმუნე ადამიანებს ძველით ახალი წელი აძლევს საშუალებას იზეიმონ ახალი წლის დადგომა, როდესაც მარხვა უკვე დასრულებულია.
კომენტარები
ახალი ამბები
კატეგორიები
- ავტო და მოტო0
- განათლება0
- თამაშები და გართობა0
- თვითგანვითარება0
- ტექნომანია0
- კულინარია0
- ცნობილი ადამიანები0
- რჩევები0
- ქალებისათვის0
- ელექტრონული წიგნები0
- ასტრონომია0
- ეს საინტერესოა0
- სპორტი და ფიტნესი0
- გასაოცარი ფაქტები0
- რელიგია და ფილოსოფია0
- მეცნიერება0
- ფსიქოლოგია0
- ფლორა და ფაუნა0
- ხელოვნება და ჰობი0
- ჯანმრთელობა0
- ლიტერატურა და პოეზია0
- ჩანახატები0
- ქალი და მამაკაცი0