ანორექსია-კვებითი ქცევის მოშლა » www.idealuri.ge
ჯანმრთელობა

ანორექსია-კვებითი ქცევის მოშლა

გააზიარეთ:

 

ანორექსია ბოლო საუკუნეების ერთ ერთი მტკივნეული პრობლემაა.  ანორექსია ეს არის კვებითი ქცევის მნიშვნელოვანი მოშლა.  ეს ვერაგი დაავადება ძირითადად  ნერვული აშლილობის ფონზე ვითარდება.

ანოექსიით დაავადებულ ადამიანს, წონის მატების პანიკური შიში აქვს. თუმცა შეიძლება იგი ზომაზე გამხდარიც კი იყოს. იგი ზიზღითაა განწყობილი საკვების მიმართ.  ჭამს ძალიან ცოტას და მაინც სავსე მუცლის შეგრძნება აწუხებს. განუწყვეტლივ ითვლის მიღებულ კალორიებს, თავდაუზოგავად ვარჯიშობს მათ დასაწვავად და ვერც კი ამჩნევს როგორ რჩება ძვალი და კანი.

ანორექსია სულ უფრო და უფრო იკიდებს ფეხს და გამუდმებით იკლებს დაავადებულთა ასაკობრივი ზღვარი. დღეს უკვე იგი თინეიჯერების პრობლემად იქცა. პარადოქსია, მაგრამ დღეს უფრო მეტ ადამიანს აწუხებს ეს პრობლემა და რატომღაც, უფრო ნაკლებს საუბრობენ მასზე.

როგორ ხდებიან ანორექსიის მსხვერპლნი?

ანორექსია ხშირად წონის დასაკლებ დიეტებს მოსდევს. სიგამხდრის კულტი ახალგაზრდა გოგონებს აიძულებს ყველაფრის ფასად მოიკლონ ზედმეტი კილოგრამები.  არათავდაჯერებულობა და გარეგნობის კომპლექსი ფსიქოლოგიურ ტრამვას იწვევს და ადამიანს თავი მახინჯი და მსუქანი ჰგონია.

დიეტის დაცვისას ისე ,,გაერთობა,, ხოლმე წონის კლებით, რომ ავიწყდება, რომ უკვე ჩამოსცდა ნორმალური წონის ზღვარს. იგი ასეთი გამხდარი არასოდეს ყოფილა, მაგრამ თავი მაინც ყველაზე მსუქანი ჰგონია.

ანორექსიით დაავადებულები,  ნორმალურ წონაზე 15%-ით  ნაკლებს იწონიან და ეს რიცხი თანდათან იმატებს და შესაძლებებლია ეს ადამიანის გარდაცვალებით დასრულდეს.

ანორექსიის თანმდევი პრობლემებია, მენსტრუალური ციკლის შეწყვეტა, გაუცხოება და ადამიანებთან კონტაქტის სუვილის გაქრობა, დეპრესია, გონებრივი და ფიზიკური ჰიპერაქტიულობა, რაც საბოლოო ძალების აბსოლიტურ გამოცლას იწვევს.

ანორექსია განკურნებადია და სწორი ფსიქოლოგიური და ფიზიკური მკურნალობის შემდეგ, ადამიანი კვლავ უბრუნდება სრულფასოვან ცხოვრებას.

ცნობისათვის, კვებითი ქცევის მოშლას უჩიოდნენ ისეთი ცნობილი პიროვნებები, როგორებიც არიან: პრინცესა დაიანა, ოდრი ჰეპბერნი, ჯანეტ ჯეკსონი, ოპრა უინფრი და თქვენ წარმოიდგინეთ, ელტონ ჯონიც კი. თუმცა, მათ მოინდომეს და დაამარცხეს სენი.

გოგონებო, პრობლემა ზედმეტ წონაში კი არა, თქვენს თავშია. შეიყვარეთ თქვენი სხეული ისეთი, როგორიც არის და შემდეგ სცადეთ მისი გალამაზება. თუ თქვენ შეიზიზღებთ ზედმეტ კილოგრამებს და დაიწყებთ საკუთარი თავისა და სხეულის გვემას, ეს ყოველთვის არასასურველი შედეგით დასრულდება.

გახსოვდეთ, თუ თავად არ შეიყვარებთ თავს, უსამართლობა იქნება სხვას აიძულთ ეს გააკეთოს. ასე რომ, გიყვარდეთ საკუთარი თავი, გაუფრთხილდით მას და არ დაგავიწყდეთ, რომ სიგამხდრე სილამაზის ერთადერთი ნიშანი არ არის და მამაკაცებს მრგვალი ფორმებიც ხიბლავთ.

ახალი ამბები

  • სომხეთი, საზღვრის დემარკაციის ფარგლებში, საქართველოსთვის სოფელ ჯილიზას დაბრუნებას გეგმავს. ინფორმაციას სომხური გაზეთი, „ჟოხოვურდი“ ავრცელებს. სოფელი ჯილიზა ორი ქვეყნის საზღვარზე, სომხეთის ლორის ოლქის ...
  • 9 ივნისს Cavea Plus-ზე სერიალი “უხილავი თამაში” იწყება. ახალი ფსიქილოგიური თრილერი მარი ბექაურის წიგნის ეკრანიზაციაა. მთავარ როლებში: გივიკო ბარათაშვილი, ნინა ლორთქიფანიძე, ნინო კასრაძე, ...
  • ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ, რომ აღდგომის წინა კვირაში მომხდარი საოცრებები – ეს ზენაარის მიერ მიცემული მინიშნებები იყო, რომელთა იგნორირება არაფრით არ შეიძლებოდა. არადა, საოცრებები ვნების კვირაში ...
  • Ipl 2025 all 10 teams new jersey….! #lpi #shorts #ytshorts #shortsfeed #cricket #trendingshorts in this video is changing the ipl 2025 all 10 team new jersey DISCLAIMER :- Copyright Disclaimer ...
  • კატეგორიები

    ვინ მოიგებს ომს?

    ტეგების ღრუბელი