თურმე პაწიას კბილებზე ზრუნვას პირველი კბილის ამოჭრისთანავე უნდა შევუდგეთ. კბილის მინანქარი ანადუღარ წყალში დასველებული დოლბანდით უნდა გავუწმინდოთ. დედამ დოლბანდი რამდენიმე ფენად უნდა დაიხვიოს საჩვენებელ თითზე, დაასველოს ანადუღარ წყალში და კიჭები სათითაოდ გაწმინდოს. არც ენა დაივიწყოთ, კიჭების წმენდა რომ მორჩებით დოლბანდი გამოცვალეთ და ენის წმენდას შეუდექით.
არსებობს სპეციალური ჯაგრისი მასაჟორიც, რომელიც 3 თვიდან 2 წლამდე ასაკის პატარებისათვის არის განკუთვნილი. ის ანტიალერგიული რეზინისგანაა დამზადებული და სათითურის ფორმა აქვს, ზედ კი რამდენიმე რკალად სილიკონის რბილი ჯაგრისებია განლაგებული. სათითური დედიკომ თითზე უნდა წამოიცვას და ბატარას კიჭები გაუპრიალოს. კიჭების ამოჭრის დროს, როცა პაწიას ქავილი აწუხებს, შეწითლებულ და დაბერილ ღრძილებზე სათითური ნაზად გადაუსვით, რომ ლორწოვანი არ დააზიანოთ და სისხლდენა არ გამოიწვიოთ.
ორ წლამდე პირის ღრუს გაწმენდა საკმარისია დღეში ერთხელ, ძილის წინ, ასაკის მომატებასთან ერთად პაწიას ჯაგრისის ხელში დაჭერა ასწავლეთ და საუზმის შემდეგაც მიაჩვიეთ კბილების წმენდას, შუალედური კვების შემდეგ კი წყალი გამოავლებინეთ.
ჯაგრისს ბავშვის კბილის ზომის შესაბამისი თავი უნდა ჰქონდეს, ხოლო კიდეები – მომრგვალებული, რათა ნაზი ლორწოვანი არ დაზიანდეს, ღერები სინთეტიკური სჯობს – ნატურალური მასალა ზედმეტად ფოროვანია, ამიტომ მასში ბაქტერიები იოლად იბუდებენ და მრავლდებიან.
ჯაგრისის ტარი განიერი, ხელში დასაჭერად მოსახერხებელი და ლამაზი უნდა იყოს.
ჯაგრისი სამ თვეში ერთხელ გამოცვალეთ.
ჯაგრისის შეძენისას ყურადღება მიაქციეთ შეფუთვას – მასზე ბავშვის ასაკი უნდა იყოს მითითებული.
კომენტარები
ახალი ამბები
კატეგორიები
- ავტო და მოტო0
- განათლება0
- თამაშები და გართობა0
- თვითგანვითარება0
- ტექნომანია0
- კულინარია0
- ცნობილი ადამიანები0
- რჩევები0
- ქალებისათვის0
- ელექტრონული წიგნები0
- ასტრონომია0
- ეს საინტერესოა0
- სპორტი და ფიტნესი0
- გასაოცარი ფაქტები0
- რელიგია და ფილოსოფია0
- მეცნიერება0
- ფსიქოლოგია0
- ფლორა და ფაუნა0
- ხელოვნება და ჰობი0
- ჯანმრთელობა0
- ლიტერატურა და პოეზია0
- ჩანახატები0
- ქალი და მამაკაცი0