აზრთა სხვადასხვაობა » www.idealuri.ge
თამაშები და გართობა

აზრთა სხვადასხვაობა

გააზიარეთ:

 

რას ხედავენ სურათზე განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები?

 

  • ოპტიმისტი ფიქრობს, რომ ჭიქა ნახევრად სავსეა.

 

  • პესიმისტი ფიქრობს, რომ ჭიქა ნახევრად ცარიელია.

 

  • რეალისტი ფიქრობს, რომ ეს ჭიქაა, რომელშიც წყალი ასხია.

 

  • ინჟინერი ფიქრობს, რომ ჭიქა საჭირო ზომაზე ორჯერ დიდია.

 

  • იდეალისტი ფიქრობს, რომ ერთხელაც ისეთი წყალი, როგორიც ჭიქაშია, ულევი ენერგიის წყარო გახდება და ომები დასრულდება.

 

  • კაპიტალისტი ფიქრობს, რომ თუ მას შესაბამისად შეფუთავს და კარგ სახელს მოუფიქრებს, ფულს იშოვის.

 

  • კომუნისტი ფიქრობს, რომ ჭიქაში არსებული წყალი ყველას თანაბარი რაოდენობით ეკუთვნის.

 

  • შეთქმულების თეორიების მოყვარული ფიქრობს, რომ მთავრობამ წყალში ისეთი ნივთიერება გაურია, რაც ხალხის გაკონტროლებას გაუადვილებს.

 

  • სექსისტი ფიქრობს, რომ წყალი საკმარისი არაა, ამიტომ ჭიქა ცოლმა უნდა შეუვსოს.

 

  • ნიჰილისტი ფიქრობს, რომ არც წყალი არსებობს და არც თვითონ.

 

  • ალკოჰოლიკი ფიქრობს, რომ ჭიქაში არაყი ასხია და სასწრაფოდ უნდა შეისვას.

 

  • კრიტიკოსი ფიქრობს, რომ ჭიქა უშნო ფორმისაა.

 

  • ფილოსოფოსი ფიქრობს, რომ ურთიერთობა ჭიქასა და მასში არსებულ სითხეს შორის დაკვირვებით უნდა იქნას შესწავლილი.

 

  • ამერიკელი ფიქრობს, რომ წყალი უნდა დაიშაქროს და ოფიციანტმა დროზე მოუტანოს.

 

  • ცინიკოსს არც კი სჯერა, რომ ჭიქაში რამე ასხია.

 

  • კლეპტომანი ფიქრობს, ჩაეტევა თუ არა ჭიქა მის ჯიბეში.

 

  • ქრისტიანი ფიქრობს, რომ 2000 წლის წინ ასეთი წყალი ღვინოდ იქცა.

 

  • მუსლიმი ფიქრობს, რომ ჭიქა შეიძლება შეურაცხყოფდეს მის რელიგიას.

 

  • ფრიადოსანი ფიქრობს, რომ ჭიქაში არსებული სითხე არის H2O.

 

  • ველური ფიქრობს, რომ ეს გამჭვირვალე საგანი უბედურების მომტანია.

 

  • რასისტი ფიქრობს, რომ ჭიქას მის ქვეყანაში არაფერი ესაქმება.

 

  • მეამბოხე ფიქრობს, რომ ჭიქა უნდა დაიმსხვრეს.

 

  • ნარკომანი ფიქრობს, რომ ჭიქა ნიანგს ჰგავს.

 

  • ქერათმიანი ფიქრობს, რომ ჭიქა რაღაცით გავს იმას, დასალევად რომ იყენებენ ხოლმე.

ახალი ამბები

  • სომხეთი, საზღვრის დემარკაციის ფარგლებში, საქართველოსთვის სოფელ ჯილიზას დაბრუნებას გეგმავს. ინფორმაციას სომხური გაზეთი, „ჟოხოვურდი“ ავრცელებს. სოფელი ჯილიზა ორი ქვეყნის საზღვარზე, სომხეთის ლორის ოლქის ...
  • The post ბრაულსთარსი ლუკასთან ერთად appeared first on Mediumi.Ge.
  • დიდი ფასდაკლება ფოტო და ვიდეო მომსახურებაზე იჩქარეთ ადგილები შეზღუდულია დასაჯავშვნათ დაგვირეკეთ ან მოგვწერეთ 599336011 https://topwed.ge https://www.youtube.com/@topwed932/videos
  • In this video special on IPL 2022 Mega Auction, I have tried to pick Openers of all 10 teams that they most likely going to target in IPL 2022 Mega Auction. Topics covered in this video with detailed ...
  • კატეგორიები

    ვინ მოიგებს ომს?

    ტეგების ღრუბელი