დაიმსგავსეთ პარტნიორი… » www.idealuri.ge
ქალი და მამაკაცი

დაიმსგავსეთ პარტნიორი…

გააზიარეთ:

 

თითქმის ყველა ადამიანი ფიქრობს, რომ აზრი არ აქვს სცადოთ პარტნიორის შეცვლა, რადგან ეს შედეგს მაინც არ მოიტანს. ამაში არის გარკვეული სიმართლე, თუმცა ადამიანის ქცევაზე გავლენის მოხდენა რეალურად შესაძლებელია, გააჩნია მიდგომას. არსებობს რამდენიმე მარტივი გზა იმისთვის, რომ პარტნიორი თქვენს ხასიათს მოარგოთ:

გაარკვიეთ მისი ქცევის მიზეზი – მაგალითად, თქვენი პარტნიორი ყოველ საღამოს სვამს და  მეგობრებთან ერთად ერთობა, რაც თქვენ გაღიზიანებთ. თუ ამ დროს დაიწყებთ კამათს ეს ყველაფერი თქვენს ურთიერთობას საფრთხეს შეუქმნის. სჯობს დაელაპარაკოთ და გაარკვიოთ მიზეზი რის გამოც ამას აკეთებს. როდესაც დაინახავს თანადგომას აუცილებლად შეცვლის ქცევას.

 სწორად მიეცით რჩევა – როდესაც ადამიანი რაღაცას არასწორად აკეთებს, თქვენ კი მას გამუდმებით ახალ რჩევებს აძლევთ ეს მასში პროტესტს იწვევს. ეცადეთ უბრალოდ გაარკვიოთ მისი ქცევის მიზეზი და ძალიან მშვიდად აუხსნათ როგორ მიგაჩნიათ სწორად.

 აჩვენეთ მაგალითი – თუ თქვენ არ მოგწონთ პარტნიორის საქციელი, თუმცა თქვენ თავად არ იქცევით უკეთ შეუძლებელია მასზე გავლენა მოახდინოთ. აჩვენეთ მაგალითი, როგორი უნდა იყოს. თუმცა სიტყვებით ნურაფერს მიანიშნებთ.

დააწესეთ ბარიერი – თუ მისი რომელიმე საქციელი თქვენთვის არა მხოლოდ გამაღიზიანებელი, არამედ საზიანოცაა ამ დროს სიმკაცრეა საჭირო, უბრალოდ დაუწესეთ ბარიერი. აგრძნობინეთ, რომ მისი საქციელი თქვენთვის მისაღები არ არის.

ეცადეთ შეცვალოთ საკუთარი თავი- ადამიანისთვის უკეთესობისკენ შეცვლის გზაზე არაფერია იმაზე მეტად მამოტივირებელი, ვიდრე მეორე ადამიანის შესაბამისი მაგალითი. როდესაც ის ხედავს, რომ თქვენ თავად გამუდმებით ცდილობთ შეიცვალოთ უკეთესობისკენ, თავადაც მოინდომებს ამის გაკეთებას.

ახალი ამბები

  • სომხეთი, საზღვრის დემარკაციის ფარგლებში, საქართველოსთვის სოფელ ჯილიზას დაბრუნებას გეგმავს. ინფორმაციას სომხური გაზეთი, „ჟოხოვურდი“ ავრცელებს. სოფელი ჯილიზა ორი ქვეყნის საზღვარზე, სომხეთის ლორის ოლქის ...
  • ტიტანიკი გამოიწერეთ ჩვენი არხი: https://goo.gl/eLYQVj მეორე არხი H1Ta : https://goo.gl/RLuxNu დონაციის ლინკი. https://streamlabs.com/h1ta (კოლაბორაცია/ბიზნესი/შეკითხები) ...
  • ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ, რომ აღდგომის წინა კვირაში მომხდარი საოცრებები – ეს ზენაარის მიერ მიცემული მინიშნებები იყო, რომელთა იგნორირება არაფრით არ შეიძლებოდა. არადა, საოცრებები ვნების კვირაში ...
  • The perfect ball handling, even while blindfolded The post Robert Lewandowski – I trickshot I appeared first on SKYSPORT.GE.
  • კატეგორიები

    ვინ მოიგებს ომს?

    ტეგების ღრუბელი