მონუმენტი დიდი ზომის მასშტაბურ ძეგლს ეწოდება. მონუმენტური მხატვრობაც დიდი ზომის ფერწერულ ძეგლს გულისხმობს, რომელიც, როგორც წესი, არქიტექტურასთან, კედელთანაა დაკავშირებული, ანუ კედელზე სრულდება, იხატება. აქედან მოდის ფერწერის ამ სახეობის სახელწოდება – კედლის მხატვრობა. ფერწერის ეს სახეობა ერთ-ერთი უძველესია და ფართოდ იყო გავრცელებული სხვადასხვა ეპოქაში, მათ შორის ძველ სამყაროში (ეგვიპტე, საბერძნეთი. თუმცა, არცერთ ძველბერძნულ ნიმუშს ჩვენამდე არ მოუღწევია და მათ სესახებ მხოლოდ ანტიკურ ავტორთა ცნობებიდან ვიგებთ).
მონუმენტური მხატვრობის ნიიმუშების შექმნისას ძველი ოსტატები მრავალ მხატვრულ ხერხსა თუ მეთოდ სმიმართავდნენ. მაგ., ძველი ეგვიპტელები კედელზე ფიგურის გამოსახვისას ე.წ. ბადეს იყენებდნენ. ისინი წინასწარ დახატულ მცირე ზომის გამოსახულებას კვადრატებად ანაწევრებდნენ. უფრო დიდი ზომის კვადრატებისგან შემდგარი ბადით იფარებოდა მოსახატი კედელიც. კედელზე გამოსახულების გადატანისას შესაბამის კვადრატებში ჩასმული მისი ცალკეული ნაწილები პროპორციულად იზრდებოდა. ამგვარი ბადის სშუალებით სასურველი გამოსახულება ზუსტად გადაჰქონდათ კედელზე. ეს ხერხი მოგვიანებითაც ხშირად გამოიყენებოდა კედლის მხატვრობაში.
კომენტარები
ახალი ამბები
კატეგორიები
- ავტო და მოტო0
- განათლება0
- თამაშები და გართობა0
- თვითგანვითარება0
- ტექნომანია0
- კულინარია0
- ცნობილი ადამიანები0
- რჩევები0
- ქალებისათვის0
- ელექტრონული წიგნები0
- ასტრონომია0
- ეს საინტერესოა0
- სპორტი და ფიტნესი0
- გასაოცარი ფაქტები0
- რელიგია და ფილოსოფია0
- მეცნიერება0
- ფსიქოლოგია0
- ფლორა და ფაუნა0
- ხელოვნება და ჰობი0
- ჯანმრთელობა0
- ლიტერატურა და პოეზია0
- ჩანახატები0
- ქალი და მამაკაცი0