როგორ იკვებება ბაქტერია? » www.idealuri.ge
ეს საინტერესოა

როგორ იკვებება ბაქტერია?

გააზიარეთ:

 

კვების ნირის მიხედვით ბაქტერიები მეტად მრავალფეროვანია. არსებობს ავტოტროფული და ჰეტეროტროფული ბაქტერიები. ავტოტროფებს მიეკუთვნება ბაქტერიები, რომლებსაც აქვთ ქლოროფილი და აწარმოებენ ფოტოსინთეზს. ჰეტეროტროფულ ბაქტერიებს მიეკუთვნება: საპროფიტები და პარაზიტები.

ბაქტერიული პროცესები ჩვენს ყოფა-ცხოვრებაში ძალიან ხშირად გვხვდება. მაგალითად, რძისგან – მაწვნის, არაჟნის, კარაქის, კეფირის, ხაჭოს მიღება ბაქტერიების ცხოველქმედების შედეგია.

ასევე ბაქტერიული მოქმედების შედეგია ღვინის, ძმრის, შამპანურის და ა.შ. დამზადება. ამ პროცესებში მონაწილეობს რძემჟავა, ძმარმჟავა და სპირტული დუღილის ბაქტერიები.

ლპობის ბაქტერიების მიერ გამოწვეული პროცესი ხშირად ძლიერ სასარგებლოა, მაგ: ბუნებაში ლპობის ბაქტერიების მიერ მკვდარი ორგანიზმების დაშლის შედეგად წარმოიქმნება ნეშომპალა.

ბუნებისათვის სასარგებლო ლპობის პროცესი უკიდურესად არასასურველია ყოფა-ცხოვრებაში (მაგ: ხორცის პროდუქტების გაფუჭება). ლპობის ბაქტერიებისაგან დასაცავად პროდუცტებს აშრობენ, ამარილებენ, აკონსერვებენ, მაცივარში ინახავენ.

პარაზიტი ბაქტერიები იწვევს ისეთ საშიშ დაავადებებს, როგორიცაა ბოტულიზმი, ფილტვების ანთება, დიფტერია და სხვა.

ახალი ამბები

  • მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში განათლების სისტემა სწრაფად იცვლება. თუ ადრე მთავარი აქცენტი ინფორმაციის დამახსოვრებაზე კეთდებოდა, დღეს სკოლები უფრო მეტად ავითარებენ კრიტიკულ აზროვნებას, პრობლემების ...
  • XML error: at line 0
  • XML error: at line 0
  • კატეგორიები

    ვინ მოიგებს ომს?

    ტეგების ღრუბელი