თმის ცვენის სამკურნალო საშუალებები, რომლებიც აღიარებულია სხვადასხვა ქვეყნის ხალხურ მედიცინაში. » www.idealuri.ge
ჯანმრთელობა

თმის ცვენის სამკურნალო საშუალებები, რომლებიც აღიარებულია სხვადასხვა ქვეყნის ხალხურ მედიცინაში.

გააზიარეთ:

ჯანმრთელი, მოვლილი, ლამაზად დავარცხნილი თმა ხაზს უსვამს ადამიანის სილამაზეს.
იმისათვის, რომ სწორად მოვუაროთ თმას, საჭიროა მის შესახებ გარკვეული ცოდნა...
თავის კანის ნორმალური მდოგომარეობის დარღვევა (ზედმეტი სიმშრალე და ჭარბი ცხიმიანობა,
თმის უეცარი დაცვენა, ქერტლი და სხვა) ორგანიზმში მიმდინარე ზოგად ცვლილებებზე
მიუთითებს. თმის ცვენის მიზეზები მრავალია: მძიმე დაავადებების გადატანა, ქიმიური პრეპარატების,
საღებავების გამოყენება, ნერვული გაღიზიანება, მძიმე ოპერაცია, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა,
მშობიარობა, ჰორმონალური დარღვევა და სხვა.
თმის ცვენის საწინააღმდეგო საშუალებები
ღვია

  1. ღვიის ტოტები და არყის ხის ფოთლები შეურიეთ თანაბრი რაოდენობით და ადუღეთ 3 ლიტრ
    წყალში. შეფუთეთ ერთი საათით, რომ შეინარჩუნოს სითბო. ამ ნახარშით დაიბანეთ ან
    გადაივლეთ დაბანის შემდეგ. შესანიშნავი საშუალებაა თმის ძირების გასამაგრებლად.
    ხახვი
    2. აიღეთ საშუალო ზომის ხახვი და გაატარეთ. მიღებული ფაფა მოათავსეთ რამდენიმე ფენად
    დაკეცილ მარლაზე. შეიზილეთ თავის კანში და თავზე დაიხურეთ. რამდენიმე საათის შემდეგ
    თავი ჩამოიბანეთ. რამდენიმე პროცედურის შემდეგ ქრება ქერტლი, კანის ქავილი, თმები
    მაგრდება. აღდგება ბუნებრივი ფერი, თმები ხდება უფრი ელასტიური და რბილი.
    3. აიღეთ ერთი წილი სუფთა კონიაკი, 4 წილი ხახვის წვენი და 6 წილი ოროვანდის ფესვების
    სქელი ნახარში. შეიზილეთ თმის პირებში. შესანიშნავი საშუალებაა თმების გასამაგრებლად.
    ქაცვი
    4. ქაცვის ნაყოფისა და ფოთლების ნახარში გამოიყენება შინაგანად და გარეგანად, როგორც თმების
    გასამაგრებელი საშუალება გამელოტების დროს.
    2 სუფრის კოვზი ქაცვის ნაყოფსა და ფოთლებს დაასხით 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და
    გააჩერეთ 2-4 სთ მჭიდროდ დახურულ ჭურჭელში. შემდეგ გაწურეთ. მიიღეთ 150 მლ 2-ჯერ
    დღეში ჭამამდე დილით და საღამოს. ამასთანავე, შეიზილეთ თავის კანში ყოველდღიურად
    ძილის წინ.
    აბუსალათინის ზეთი
    5. აბუსალათინის ზეთი თანაბარი რაოდენობით შეურიეთ 96%-იან სპირტს. შეიზილეთ ეს ნარევი
    ბამბის ტამპონით თმის ძირებში. 3-4 სთ-ის შემდეგ თავი ჩამოიბანეთ ან საბავშვო ან
    ლანოლინის საპნით. ამის შემდეგ თმებზე გადაივლეთ "მჟავე" წყალი. წყლის "ამჟავება" ხდება
    შემდეგნაირად: თავზე გადასავლებ 1-1,5 ლიტრ თბილ წყალში შეურიეთ ლიმონის წვენი ან 2
    სუფრის კოვზი ძმარი.
    ოროვანდის ფესვი

6. 200 მლ წყალში ვხარშოთ 20 გრ. ოროვანდის ფესვი განახევრებამდე, ისე რომ ნახარშის
კონსისტენცია იყოს სქელი. შემდეგ ეს ნახარში, გაცხელების გზით, შევურიოთ ღორის მუცლის
ან ნუტრიის ქონს (ძალზე კარგია მაჩვის ქონიც). ეს მასა მოვათავსოთ ისეთ ჭურჭელში,
რომელსაც მჭიდროდ დავახურავთ თავს და კიდეებს ამოვქოლავთ ცომით, ამის შემდეგ ეს
ჭურჭელი მოვათავსოთ ღუმელში ძლიერ დაბალ ცეცხლზე რამდენიმე საათით. როცა ეს მასა
გაციებისას შესქელდება, გადმოვასხათ წყალი, თუ კი ის აქ არის. ეს მალამო უნიკალურია თმის
გასამაგრებლად და ზრდისთვის.
კიდევ უფრო უკეთესია ოროვანდის წვენის შეზელა კანში. ამოთხარეთ ფესვები, ძალიან
სწრაფად გარეცხეთ ცივი წყლით. ისევე სწრაფად უნდა გახეხოთ სახეზე და გამოწუროთ წვენი
ამას იმიტომ აკეთებენ სწრაფად, რომ გახეხილი ფესვის წვენი ძალიან სწრაფად "იჟანგება"
ჰაერზე და შავდება. შეიძლება ამ წვენის დაკონსერვებაც სპირტთან ერთად. ასეთი წვენის
ხმარების დროს ის აუცილებლად უნდა გააზავოთ წყალში თანაბარი რაოდენობით. არსებობს
კიდევ სხვა კარგი საშუალებებიც თმის ძირების გასამაგრებლად. აქ მოცემული რეცეპტურა
უფრო აღიარებულია სხვადასხვა ქვეყნის ხალხურ მედიცინაში.

ახალი ამბები

  • სომხეთი, საზღვრის დემარკაციის ფარგლებში, საქართველოსთვის სოფელ ჯილიზას დაბრუნებას გეგმავს. ინფორმაციას სომხური გაზეთი, „ჟოხოვურდი“ ავრცელებს. სოფელი ჯილიზა ორი ქვეყნის საზღვარზე, სომხეთის ლორის ოლქის ...
  • 9 ივნისს Cavea Plus-ზე სერიალი “უხილავი თამაში” იწყება. ახალი ფსიქილოგიური თრილერი მარი ბექაურის წიგნის ეკრანიზაციაა. მთავარ როლებში: გივიკო ბარათაშვილი, ნინა ლორთქიფანიძე, ნინო კასრაძე, ...
  • ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ, რომ აღდგომის წინა კვირაში მომხდარი საოცრებები – ეს ზენაარის მიერ მიცემული მინიშნებები იყო, რომელთა იგნორირება არაფრით არ შეიძლებოდა. არადა, საოცრებები ვნების კვირაში ...
  • Join the AC Milan Members Area and choose between 2 levels to get access to exclusive perks: https://bit.ly/JoinACMilan Buy the 24/25 Home kit https://acmi.land/HomeKit24-25_YT Buy the 24/25 Away ...
  • კატეგორიები

    ვინ მოიგებს ომს?

    ტეგების ღრუბელი