რატომ არ ვარდება დედამიწა მზეზე? » www.idealuri.ge
ასტრონომია

რატომ არ ვარდება დედამიწა მზეზე?

გააზიარეთ:

 

მართებული იქნება თუ ვიტყვით, რომ დედამიწა ყოველთვის მზეზე ვარდება, თუმცა ვერა და ვერ ახერხებს ამას. აგერ უკვე 5 მილიარდი წელია ის განუწყვეტლად მოძრაობს თავის ორბიტაზე, ამ მოძრაობაში ერთმანეთთან არის შერწყმული განუწყვეტელი მზისკენ ვარდნა და მოძრაობა(რომელიც დედამიწამ “მემკვიდრეობით მიიღი თვითონ მზის სიტემის ჩამოყალიბების ადრეულ ეტაპზე) მნათობის საწინააღმდეგო მიმრთულებით, ასეთი წონასწორობის გამო საშუალო მანძილი დედამიწიდან მზემდე თითქმის არ იცვლება.

 დედამიწა ორბიტაზე 30 კმ/წმ. სიჩქარით მოძრაობს, ამასობაში მან გაირა 50 000 სინათლის წლის ტოლი მანძილი(1 ს.წ.=10¹³ კმ.) დანარჩენმა პლანეტებმა მერკურისა და ვენერას გამოკლებით, აღნიშნულზე მცირე მანძილი გაიარეს, რადგან მათი სიჩქარე უფრო მცირეა(უფრო შორს არიან მზიდან).

დედამიწა აგრეთვე მონაწილეობს მზის სისტემის საერთო მოძრაობაში  და სხვა ვარსკვლავებთან ერთად ბრუნავს გალაქტიკის ცენტრის გარშემო. ამ მოძრაობაში მან უკვე 4 მილიონი სინათლის წლის მანძილი დაფარა.
ის, რომ ამდენი ხნის მერე დედამიწის სიჩქარე და მანძილი მზემდე არ შეიცვალა, აიხსნება რამდენიმე მიზეზით.
1.      მზის მასა და მიზიდულობის ძალა თითქმის არ შეცვლილა;
2.      არიან რა მზეზე ძალიან პატარები მასით, სისტემის დანარჩენმა პლანეტებმა ვერ შეძლეს დედამიწის გადაგდება ტრაექტორიიდან თავიანთი მიზიდულობის ძალებით.
3.      სხვა ვარსკვლავებამდე მანძილები იმდენად დიდია, რომ გალაქტიკაში მოძრაობის დროს რომელიმე მათგანთან მიახლოება უმნიშვნელო ზეგავლენას ახდენს მზის სისტემაზე.
4.      დედამიწა მოძრაობს ვაკუუმში, ამიტომ არ არსებობს გარემო, რომელთანაც ხახუნი გამოიწვევდა სიჩქარის შემცირებას. ამ ვაკუუმის შექმნაზეც მზემ “იზრუნა”. თავისი მძლავრი სინათლით და მზის ქარით გააძევა სისტემის კიდებისკენ მტვერი, ნეიტრალური და იონიზირებული გაზები.

 ამ პროცესის სისწორეში რომ დავრწმუნდეთ, საკმარისია დავაკვირდეთ კომეტების კუდებს. ეს კუდები, როგორც ყოველთვის, მიმართულია მზის საწინააღმდეგო მხარეს, ანუ საითაც უბერავს მაგნიტური ქარი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს ქარი პრაქტიკულად ვერანაირ ზეგავლენას ვერ ახდენს დედამიწის და პლანეტების მოძრაობაზე.

ახალი ამბები

  • სომხეთი, საზღვრის დემარკაციის ფარგლებში, საქართველოსთვის სოფელ ჯილიზას დაბრუნებას გეგმავს. ინფორმაციას სომხური გაზეთი, „ჟოხოვურდი“ ავრცელებს. სოფელი ჯილიზა ორი ქვეყნის საზღვარზე, სომხეთის ლორის ოლქის ...
  • ტიტანიკი გამოიწერეთ ჩვენი არხი: https://goo.gl/eLYQVj მეორე არხი H1Ta : https://goo.gl/RLuxNu დონაციის ლინკი. https://streamlabs.com/h1ta (კოლაბორაცია/ბიზნესი/შეკითხები) ...
  • ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ, რომ აღდგომის წინა კვირაში მომხდარი საოცრებები – ეს ზენაარის მიერ მიცემული მინიშნებები იყო, რომელთა იგნორირება არაფრით არ შეიძლებოდა. არადა, საოცრებები ვნების კვირაში ...
  • The perfect ball handling, even while blindfolded The post Robert Lewandowski – I trickshot I appeared first on SKYSPORT.GE.
  • კატეგორიები

    ვინ მოიგებს ომს?

    ტეგების ღრუბელი