ვაკუუმ პარკი ეს არის პარკი, რომელიც დაგეხმარებათ ადგილის დაზოგვაში როგორც გარდერობში, ასევე სათავსოში, ვაკუუმ პარკის საშუალებით ტანსაცმელს, თეთრეულს, ბალიშებსა, საბნებს და ა.შ შეინახავთ უფრო კომპაქტურად და უსაფრთხოდ ვიდრე ამას აქამდე აკეთებდით, რადგან ვააკუუმ პარკში შენახულ ნივთებს არ ემუქრება არც რომელიმე მწერისაგან დაღრღნა ან რაიმე სახის ბუნებრივი პირობებისაგან დაზიანება (დანესტიანება, გარკვეული სახის სუნიანობა და ა.შ).
ვაკუუმ პარკის დანიშნულებაა ამა თუ იმ ნივთის მოცულობის შემცირებაა. ვაკუუმ პარკს, ხშირად იყენებენ ბარგის ჩალაგების დროს როდესც სამოგზაუროდ აპირებენ წასვლას და ჩემოდანში სასურველ ტანსაცმელს ვერ ატევენ (ეს რა თქმა უნდა ძირითადად ქალებს ეხებათ), ასევე ვაკუუმ პარკების გამოყენება ეფექტურია რემონტის დროს, რათა თავიდან ავიცილოთ მათი დაბინძურება და გაფუჭება.
ვაკუუმ პარკის მოხმარება ძალიან მარტივია სწორად ამის შესახებ დავწერთ დეტალურად ამ სტატიაში.
გაასწორეთ ვაკუუმ პარკი ორივე ხელით და დარწმუნდით, რომ გასასრიალებელი სუპერ ჩამკეტი ელვა მწყობრშია;
გახსენით ვაკუუმ პარკი და მოათავსეთ ის თქვენთვის მოსახერხებელ ადგილზე, ესეთი შეიძება იყოს, საწოლი, დივანი, მაგიდა, იატაკი ან სხვა ნებისმიერი;
მოამზადეთ ის ნივთები რომლის ჩადებასაც აპირებთ ვაკუუმ პარკში, არ აქვს მნიშვნელობა ეს არის ბალიში, საბანი, ტანსაცმელი თუ სხვა ნებისმიერი რამ;
ყველა ის ნივთი რომლის ჩადებასაც აპირებთ ვაკუუმ პარკში დაკეცეთ შეძლებისდაგვარად რათა რაც შეიძლება მცირე ადგილი დაიკავოს ამ ნივთმა ვაკუუმ პარკში;
ჩააწყვეთ სასურველი ნივთები ვაკუუმ ჩანთაში, მაგრამ ნუ გადაავსებთ მას, რათა შემდეგ თავიდან აიცილოთ გართულკებები, სჯობს ერთი ორი ნაჭრით ნაკლები ჩადოთ და უსაფრთხოდ იყოს ვაკუუმ პარკში განთავსებული ნივთები ვიდრე გადაავსოთ და რამოდენიმე ხნის შემდეგ გაიბეროს ვაკუუმ ჩანთა;
ამის შემდგომ ჩაკეტეთ გასასრიალებელი სუპერ ჩამკეტი ელვა და მაინც გადაამოწმეთ კიდევ ერთხელ ხომ ყველაფერი წესრიგშია;
ამის შემდგომ მოხსნით სარქველს მიაერთებთ მასზე სპეციალურ ჰაერის ამომტუმბავს ან უბრალოდ მტვერსასრუტს და ამოტუმბავთ ჰაერს, ჰაერის მთლიანად გამოდევნის შემდეგ ისევ დახურავთ სარქველს და ნივთებიც შესანახად მზად არის.
კომენტარები
ახალი ამბები
კატეგორიები
- ავტო და მოტო0
- განათლება0
- თამაშები და გართობა0
- თვითგანვითარება0
- ტექნომანია0
- კულინარია0
- ცნობილი ადამიანები0
- რჩევები0
- ქალებისათვის0
- ელექტრონული წიგნები0
- ასტრონომია0
- ეს საინტერესოა0
- სპორტი და ფიტნესი0
- გასაოცარი ფაქტები0
- რელიგია და ფილოსოფია0
- მეცნიერება0
- ფსიქოლოგია0
- ფლორა და ფაუნა0
- ხელოვნება და ჰობი0
- ჯანმრთელობა0
- ლიტერატურა და პოეზია0
- ჩანახატები0
- ქალი და მამაკაცი0