გამონათქვამები მამაკაცებზე:
= ყველაზე რთული პროფესია არის კაცობა.
= სურვილში შეიცნობა კაცის რაობა.
= კაცი ყოველთვის ცდილობს უარყოს ის, რისი დამტკიცებაც არ შეუძლია.
= ზოგიერთი კაცის ცხოვრება უნიჭო მწერლის რომანსა ჰგავს, ჩაათავებ და იტყვი: ნეტავი არ წამეკითხაო.
= ყოველ კაცსა აქვს მთვარესავით გაუნათებელი მხარე, რომელსაც არავის აჩვენებს.
= ჭკვიანი კაცი ხშირად ჩქარობს, მაგრამ ნაჩქარევად არაფერს აკეთებს.
= ერთი ზედმეტი ქმედება და თქვენ მამა ხართ.
= ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა იმისათვის, რომ ის დიეტებზე, ცუდ ხასიათზე და ძუნწ მამაკაცებზე დახარჯო.
= მამაკაცის სიყვარული სამი ფორმით გამოიხატება: ის ხალხის თანდასწრებით აჟღერებს თავის უფლებებს თქვენზე; გიცავთ და უზრუნველგყობთ.
= თუ მამაკაცი არ ცდილობს ოცნებების ასრულებას, თუ არაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ჩამოყალიბდეს, თუ ვინ არის ის, რას აკეთებს და რამდენს გამოიმუშავებს, ის განწირულია.
= მამაკაცები მაშინაც „კი“-ს გიპასუხებენ, თუ აქვთ შესაძლებლობა, რომ უარი თქვან.
= მამაკაცებთან ურთიერთობისას მიიღეთ ისინი ისეთად, როგორებიც არიან და არა ისეთები, როგორებიც გინდათ რომ დაინახოთ.
= გახსოვდეთ: თუ თქვენ მიზეზი ხართ იმისა, რომ მამაკაცმა თავის რომელიმე მავნე ჩვევაზე უარი თქვას, თქვენვე იქნებით მომავალში ჩვევის დაბრუნების მიზეზიც.
= თუკი მამაკაცის გულში რაიმე თანდაყოლილი გრძნობა არსებობს, ეს გახლავთ სიამაყე. მამაკაცს ეამაყება ის მფარველობა, რასაც იგი ყოველ წუთს უწევს სუსტ არსებას.
= იშვიათადაა კაცი ისეთ კარგ ხასიათზე, როგორც მაშინ, როცა თავის თავზე ლაპარაკობს.
= სილამაზე იმისთვის გვჭირდება, რომ მამაკაცებს ვუყვარდეთ, სისულელე კი იმისთვის, რომ ისინი გვიყვარდეს.
= სასაცილოა, მაგრამ მამაკაცების უმრავლესობა ამაყობს ორი რამით, რაც ნებისმიერ მათგანს შეუძლია: გამოთრობით და შვილების ჩასახვის უნარით.
= კაცები საათებს ჰგვანან – ყოველდღე უნდა მომართო.
= ჩვენ, მამაკაცებს ის ქალები რომ გვყავდეს ცოლებად, რომლებსაც ვიმსახურებთ, რა ცუდად იქნებოდა ჩვენი საქმე.
კომენტარები
ახალი ამბები
კატეგორიები
- ავტო და მოტო0
- განათლება0
- თამაშები და გართობა0
- თვითგანვითარება0
- ტექნომანია0
- კულინარია0
- ცნობილი ადამიანები0
- რჩევები0
- ქალებისათვის0
- ელექტრონული წიგნები0
- ასტრონომია0
- ეს საინტერესოა0
- სპორტი და ფიტნესი0
- გასაოცარი ფაქტები0
- რელიგია და ფილოსოფია0
- მეცნიერება0
- ფსიქოლოგია0
- ფლორა და ფაუნა0
- ხელოვნება და ჰობი0
- ჯანმრთელობა0
- ლიტერატურა და პოეზია0
- ჩანახატები0
- ქალი და მამაკაცი0