ხალხი ხშირად აკავშირებს ერთმანეთთან წარმატებას დილით ადრე ადგომასთან. ბლოგერი ეროზა ეიხი უკვე 2 წელია 6 საათზე დგება. ის ფიქრობს, რომ ამ ყველაფერმა მისი ცხოვრება შეცვალა. აი 6 მიზეზიც, რომელიც ავტორის თქმით, მოტივაციას მოგცემთ ადგეთ ადრე.
1. თქვენ გაგიჩნდებათ იმის დრო, რომ საკუთარ თავში გაერკვეთ
ბევრი ადამიანი წარმატებას უბრალოდ იმიტომ ვერ აღწევს, რომ მათ არ ყოფნით დრო მოახდინონ ფოკუსირება. თუ თქვენი დილა არ იწყება საკუთარ თავში გარკვევით, რაზე მოახდინონ კონცენტრირება პირველ რიგში, მაშინ ალბათ საერთოდ არ გაგახსენდებათ თქვენი დიდი სამომავლო გეგმები მთელი დღის განმავლობაში.
როგორც ცნობილია სწორედ დღის პირველ ნახევარში მუშაობს ჩვენი ტვინი ყველაზე ეფექტურად. გამოიყენეთ ეს დრო იმისთვის, რომ თქვენი ცხოვრება გააკონტროლოთ გონებით და არა ემოციებით.
2. თქვენ გაგიჩნდებათ იმის დრო, რომ დაგეგმოთ დღე
“ტოროლებს” შეუძლიათ დაგეგმონ მთელი დღე სამსახურში წასვლამდე, რაც უფრო ადრეა შედგენილი თქვენი გეგმა, მით უფრო ეფექტურად და პროდუქტიულად დახარჯავთ თქვენს დროს.
წინა საღამოს მომდევნო დღის დაგეგმვა – არაპროდუქტიულია. სისულელეა შეადგინო გეგმა, მაშინ როცა თქვენი ტვინი თითქმის გათიშულია და მხოლოდ ერთზე ფიქრობს – დასვენება.
3. დილა — არაჩვეულებრივი დროა იმისთვის, რომ იმუშაო საკუთარ თავზე
ვინ თქვა, რომ სამსახურში მაშინვე უნდა გავარდეთ, როგორც კი გაიღვიძებთ? ამავდროულად უმრავლესობა წუწუნებს იმაზე, რომ მათ დრო არ ყოფნით ოჯახისთვის, გართობისთვის ან ვარჯიშისთვის.
თუ თქვენ დაიწყებთ დილით 6-ზე ადგომას, თქვენ კიდევ რამდენიმე საათი გექნებათ სამუშაოს დაწყებამდე, შეგიძია ივარჯიშო. როდესაც დილით ვარჯიშობთ, თქვენი ორგანიზმი გამოყოფს ენდორფინებს. ეს ჰორმონები გამოიდევნება აქტიური ფიზიკური დატვირთვისას და გვაძლევს მხიარულების და ეიფორიის შეგრძნებას. ენდორფინებით “დატენვა” დილით, სრულებით შეიძლება გეყოთ იმისთვის, რომ იყოთ ენერგიული და მხიარული მთელი სამუშაო დღის განმავლობაში.
4. დაიწყებთ დილით საუზმობას
თქვენ მთელი ცხოვრების განმავლობაში გესმით, რომ სადილი – ეს არის ყველაზე მნიშვნელობანი საკვები დღის განმავლობაში. თუ სამუშაოს დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე გაიღვიძებთ, მაშინ ნამდვილად ვერ შეძლებთ მის გამოტოვებას.
ჰოპკინს-ბლუმბერგის სამეცნიერო სკოლამ დაადგინა, რომ დილით სრულყოფილად სადილობა არის უმნიშვნელოვანესი ჩვენი ჯანმრთელობისთვის. დაახლოებით ისევე როგორც თქვენი ავტომობილისთვის საწვავი, რომ იაროს, თქვენს ორგანიზმსაც ჭირდება, რომ სრულყოფილად იფუნქციონიროს.
5. ასე აკეთებს უამრავი წარმატებული ადამიანი!
New York Magazine-მა თავის სტატიაში კეს დორსიზე, Twitter-ის დამფუძნებელი, უყვებოდა მკითხველს, რომ ის დღეს 5:30-ზე იწყებს. დორსი დროს სამსახურის დაწყებამდე იყენებს მედიტაციისთვის და 10 კილომეტრის გასარბენად.
ტიმ კუკი, Apple-ს გენერალური დირექტორი, იწყებს პარტნიორების მაილებზე პასუხის გაცემას დილის 4:30 საათზე.
რიჩარდ ბრენსონი, Virgin Group-ის დამფუძნებელი, ასევე დილით ადგომის დიდი მოყვარულია. ერთ-ერთ ინტერვიუში ის გამოტყდა, რომ დგება 5:45 საათზე და მაშინვე იწყებს მუშაობას. თავიდან რამდენიმე წუთით ჯდება კომპიუტერთან და მერე სადილობს.
6. თქვენ ყველასთან შედარებით ორი ნაბიჯით წინ იქნებით
დილით ადრე ადგომის ჩვევა, როგორც მეცნიერები აჩვენებენ, შეიძლება დაგეხმაროთ თქვენი კრეატიული უნარების აღმოჩენაში. ამასთან მოგემატებათ თავდაჯერებულობა: თქვენ იწყებთ მუშაობას მაშინ, როცა კონკურენტებს ძინავთ.
ჩემი ყველა სამუშაო პრობლემას დილით 8 საათამდე ვწყვიტავ. ეს ჩვევა მეხმარება ვიცხოვრო დანარჩენი დღე ენეგიით სავსემ და ვალდებულებების გარეშე, რადგან ეს უკვე დილით გავაკეთე. პრობლემების დილით ადრე გადაწყვეტა გეხმარებათ მოიხსნათ სტრესი.
და კიდევ. თუ თქვენ შეძლებთ ადგეთ ჩვეულებრივზე ორსაათნახევრით ადრე, მაშინ გაგიჩნდებათ 150 წუთი უპირატესობა. ეს კვირაში 17 საათია, და 70 საათზე მეტი – თვეში. 840 საათი წელიწადში. არჩევანი თქვენზეა.
კომენტარები
ახალი ამბები
კატეგორიები
- ავტო და მოტო0
- განათლება0
- თამაშები და გართობა0
- თვითგანვითარება0
- ტექნომანია0
- კულინარია0
- ცნობილი ადამიანები0
- რჩევები0
- ქალებისათვის0
- ელექტრონული წიგნები0
- ასტრონომია0
- ეს საინტერესოა0
- სპორტი და ფიტნესი0
- გასაოცარი ფაქტები0
- რელიგია და ფილოსოფია0
- მეცნიერება0
- ფსიქოლოგია0
- ფლორა და ფაუნა0
- ხელოვნება და ჰობი0
- ჯანმრთელობა0
- ლიტერატურა და პოეზია0
- ჩანახატები0
- ქალი და მამაკაცი0