როგორ გავხადოთ ჩვენი ტუჩები უფრო მიმზიდველი ? » www.idealuri.ge
ქალებისათვის

როგორ გავხადოთ ჩვენი ტუჩები უფრო მიმზიდველი ?

გააზიარეთ:

 

ყველა ქალს აქვს სურვილი, ჰქონდეს ლამაზი და მიმზიდველი ტუჩები, რადგან ტუჩის ფორმა და ვიზუალი არის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ნიშანი ქალის სილამაზის და მიმზიდველობისა. ბევრი ცდილობს სხვადასხვა მეთოდებით მიაღწიოს ამას. აქედან ერთ-ერთი პლასტიკური საშუალებაა ან ტუჩში გელის შეშვება ნემსის საშუალებით, ეს ბოლო ყველაზე პოპულარულია.
იმისთვის, რომ გვქონდეს ლამაზი და მიმზიდველი ტუჩები საჭიროა ვიცოდეთ, როგორ მოვუაროთ მას.
ტუჩებს, როგორც კანს, ასევე ესაჭიროება ვიტამინები, ნიღბები, მასაჟი და მხოლოდ ტუჩსაცხი ამას ვერ მოაგვარებს.აქ შემოგთავაზებთ სხვადასხვა საშუალებას, რაც თქვენს ტუჩებს უფრო მიმზიდველს და ნაზს გახდის.

ნიღბები ტუჩებისთვის.

1. 1/2 ჩაის კოვზი ცხიმიანი კეფირი, 1 ჩაის კოვზი ნაღები შერეული ხაჭოსთან. დაიდეთ ტუჩებზე სქელ ფენად, გაიჩერეთ 10-15 წუთის განმავლობაში. ჩამოიბანეთ თბილი წყლით და წაისვით ვაზელინი ან ჰიგიენური ტუჩსაცხი.

2. მშრალი ტუჩებისთვის არსებობს ყველაზე მარტივი ნიღაბი. თაფლს სქელ ფენად დაიდებთ ტუჩებზე, გაიჩერებთ 10-15 წუთი, შემდეგ კი ფრთხილად მოიცილებთ კბილებით.

3. ნებისმიერი ხილი, რაც გაქვთ სახლში. გახეხეთ დაამატეთ 1 ჩაის კოვზი ნაღების კარაქი, დაიდეთ ტუჩებზე გაიჩერეთ 15 წუთი და ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ეს ნიღაბი კარგად ატენიანებს, არბილებს ტუჩის კანს და ხდის მას მიმზიდველს.

4. 1 ჩაის კოვზი არაჟანი, 2-3 წვეთი ლიმნის წვენი, 2-3 წვეთი მცენარეული ზეთი, დაიდეთ სქელ ფენად ტუჩზე და გაიჩერეთ 20 წუთი. ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

ვარჯიში ტუჩებისთვის

გაიკეთეთ მასაჟი კბილის ჯაგრისით, წრიული მოძრაობებით მოახდინეთ ტუჩების მასირება, შემდეგ კი მოიბანეთ თბილი წყლით. ეს ახდენს სისხლის მიმოქცევის რეგულარიზაციას და ტუჩები არის ყოველთვის წითელი.

ეს ვარჯიში კი მოცულობას მატებს ტუჩებს, უნდა გააკეთოთ ყოველდღე 5-10 წუთით და ყველა მოძრეობა უნდა გაიმეოროთ 5- 6 ჯერ.

1. დახურეთ პირი, ზედა ტუჩი თითებით გაწიეთ წინ და გააჩერეთ ცოტა ხნით ცხვირთან, შემდეგ კი მოდუნდით.

2. ჩაისუნთქეთ პირით დიდი რაოდენობით ჰაერი და გამოუშვით ისევ პირით.

3. რაც შეგიძლიათ მაღლა აწიეთ ზედა ტუჩი და გააჩერეთ ცოტა ხანს.

4. ოდნავ გახსენით პირი და კუთხეებში აწიეთ ტუჩი ისე, რომ გამოჩნდეს კბილები.

5. დადექით სარკესთან და ორი წუთი იმღერეთ ყველა ასობგერა.

6. რამდენიმე წამით მაგრად მოკუმეთ ტუჩები და დაძაბეთ, შემდეგ მოდუნდით და გაიღიმეთ.

7. თუ შეგიძლიათ სტვენა გააკეთეთ ეს ხშირად.

ტუჩების გალამაზება მაკიაჟის საშუალებით.

იმისთვის, რომ ტუჩსაცხი დიდხანს შენარჩუნდეს ტუჩებზე, ჯერ ტონალური კრემ უნდა წაისვათ. კონტურული ფანქარით მიეცით ტუჩს სასურველი ფორმა. შემდეგ კი წაისვით ტუჩსაცხი.იმ შემთხვევაში, თუ პომადა ბევრია გადაცდება კუთხეებს. ამისთვის აიღეთ სალფეთქი და დატოვეთ კოცნა, ასე ტუჩიდან მოგშორდებათ ზედმეტი ფენა.

თხელი ტუჩებისთვის, უნდა აირჩიოთ ტუჩსაცხზე მუქი ფერის კონტურული ფანქარი და მისცეთ ტუჩს სასურველი ფორმა.

მუქი კანის ფერის ქალებს უხდებათ მკვეთრი ფერის პომადა, ხოლო ქალებს ღია ფერებში უხდებათ ნათელი ნაზი ფერის პომადა. თუ სწორად შეარჩევთ ფერს და სწორად გაიკეთებთ მაკიაჟს, თქვენი ტუჩები ყოველთვის მიმზიდველი და ლამაზი იქნება.

ახალი ამბები

  • სომხეთი, საზღვრის დემარკაციის ფარგლებში, საქართველოსთვის სოფელ ჯილიზას დაბრუნებას გეგმავს. ინფორმაციას სომხური გაზეთი, „ჟოხოვურდი“ ავრცელებს. სოფელი ჯილიზა ორი ქვეყნის საზღვარზე, სომხეთის ლორის ოლქის ...
  • The post Call of cthulhu : #1 სერია ‘შეშლილი დეტექტივი’ appeared first on Mediumi.Ge.
  • დიდი ფასდაკლება ფოტო და ვიდეო მომსახურებაზე იჩქარეთ ადგილები შეზღუდულია დასაჯავშვნათ დაგვირეკეთ ან მოგვწერეთ 599336011 https://topwed.ge https://www.youtube.com/@topwed932/videos
  • Get the best Dream11 prediction for the Kolkata vs Delhi match! Check out our Dream11 team for today’s match and maximize your chances of winning big. Join our telegram channel ...
  • კატეგორიები

    ვინ მოიგებს ომს?

    ტეგების ღრუბელი