როგორ მოვამზადოთ სხვა და სხვა სახის მილკშეიკი » www.idealuri.ge
კულინარია

როგორ მოვამზადოთ სხვა და სხვა სახის მილკშეიკი

გააზიარეთ:

 

მოდით ვისწავლოთ როგორ მზადდება გრილი და გემრიელი მარწყვის “მილკშეიკის” დესერტი. თქვენ შეგიძლიათ დატკბეთ მარწყვის მილკეშიკით თბილი ზაფხულის დღეებში ან ნებისმიერ დროს. საუკეთესო ნაწილი კი ის არის ამ რეცეპტში,რომ მხოლოდ რამოდენიმე წუთს გვართმევს არაჩვეულებრივი დესერტის მომზადება.

უბრალო მარწყვის მილკშეიკი:

  • 5 oz. გაყინული,დამტკბარი მარწყვი
  • 1 1/ 2 ჭიქა (350 მლ ) ცივი რძე
  • 1/2 პინტა (ტევადობის საწყაო = 0,57 ლიტრს)

ვანილის ნაყინი მარწყვისა და ბანანის მილკშეიკი:

  • 1 ან მეტი მწიფე ბანანი
  • 4 დიდი მარწყვი
  • 3/4 ჭიქა ვანილის ნაყინი
  • 1/2 ჭიქა რძე
  • 1/2 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი
  • ათქვეფილი კრემი

ნაღების მარწყვის მილკშეიკი:

  • 6 ჭიქა ახალი მარწყვი
  • 2 დაჭრილი მარწყვი მოსართავად (არა არის აუცილებელი).
  • 3-4 სუფრის კოვზი/ბურთულა მარწყვის ნაყინი
  • 1/4 ჭიქა ათქვეფილი კრემი
  • 1/3 ჭიქა რძე
  • 2 ჩაის კოვზი შაქარი
  • 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი

უბრალო მარწყვის მილკშეიკი:

მოათავსეთ ყველა ინგრედიენტი ბლენდერში . მოათავსეთ 5 წვეთი გაყინული, დამტკბარი მარწყი;1 1/2 ჭიქა (350 მლ ) ცივი რძე და 1/2 პინტა (ტევადობის საწყაო = 0,57 ლიტრს) ვანილის ნაყინი ბლენდერში. დააბლენდერეთ ინგრედიენტები მაღალ სიჩქარეზე 2-3 წუთის განმავლობაში. შეაზავეთ ინგრედიენტები სანამ არ მიიღებთ გრილ და თხელ ნაზავს. თუ გსურთ რომ თქვენი მილკშეიკი იყოს ოდნავ სქელი , შეგიძლიათ დააბლენდეროთ უფრო ცოტა ხანს. თუ გსურთ ,რომ იყოს უფრო გლუვი , მაშინ კი პირიქით ეს რეცეპტი არის 2 პორცია,მომზადების შემდეგ გადაანაწილეთი იგი 2 ჭიქაში.მიირთვით თქვენი მილკშეიკი სანამ იგი გრილია. 

მარწყვისა და ბანანის მილკშეიკი:

მოათავსეთ ყველა ინგრედიენტი ბლენდერში . იმისათვის, რომ მოამზადოთ მარწყვის ბანანის მილკშეიკი ,მოათავსეთ 1ზე მეტი მწიფე ბანანი, 4 დიდი მარწყვი, 3/4 ჭიქა ვანილის ნაყინი, 1/2 ჭიქა რძე და 1/2 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი ბლენდერში.დააბლენდერეთ ინგრედიენტები მაღალ სიმძლავრეზე სანამ მილკშეიკი გლუვი არ გახდება. ამას უნდა დაახლოებით 2-3 წუთი. ჩამოასხით მილკშეიკი ჭიქაში.გააფორმეთ იგი ცოტაოდენი ათქვეფილი კრემით. დააგემოვნეთ უგემრიელესი მილკშეიკი დაუყოვნებლივ მიუხედავად იმისა, რომ ლამაზია და შიძლება დაგენანოთ კიდეც დასალევად.

ნაღების მარწყვის მილკშეიკი:

მოათავსეთ ყველა ინგრედიენტი ბლენდერში .6 ჭიქა ახალი მარწყვი,3-4 სუფრის კოვზი/ბურთულა მარწყვის ნაყინი,1/4 ჭიქა ათქვეფილი კრემი,1/3 ჭიქა რძე,2 ჩაის კოვზი შაქარი და1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი. აბლენდერეთ ინგრედიენტები მაღალ სიმძლავრეზე 2-3 წუთის განმავლობაში.კარგად შურიეთ იქამდე სნამ გლუვ და თხელ სითხეს არ მიიღებთ. თუ გსურთ მილკშეიკი იყოს ცოტა თხელი , შეგიძლიათ დაამატოთ მეტი რძე.ჩამოასხით ის ჭიქაში. მილკშეიკი შგიძლიათ შეამკობთ ერთი ან ორი დაჭრილი მარწყვით.ისიამოვნეთ ამ ნაღების და მარწყვის სასმელით სანამ გრილია.

ბანანის მილქშეიქის რეცეპტი:

2 ცალი ბანანი 6 ცალი ყინულის ნატეხი 5 ჭიქა რძე 1/2 ჭიქა შაქარი მომზადების წესი: გაფცქვენით ბანანი, დაჭერით და მოათავსეთ ბლენდერში ყინულის ნატეხებთან, შაქართან და რძესთან ერთად. ამუშავეთ ბლენდერი 2 წუთის განმავლობაში, სანამ ყინული უმცირეს ნაწილაკებად არ დაიშლება. გადაანაწილეთ სასმელი 5-6 ჭიქაში. გემრიელად მიირთვით!

ყავის მილკშეიკი იგივე ყავარძის კოქტეილი:

ინგრედიენტები ( 2 პორცია):

  • გაციებული შავი ძლიერი ყავა( ესპრესო ან ყავის მადუღარაში მოხარშული ყავა გათვლილი 70 გრ ყავა 1 ლიტრ წყალზე)–200 მლ
  •  2 კვერცხი ( კარგად ათქვეფილი)
  • ცივი რძე –450 მლ
  • ნაღები–100 მლ
  • შაქარი –1 სუფრის კოვზი
  • ვანილის ან ნუშის ესენცია–რამდენიმე წვეთი

აღნიშნული ინგრედიენტები დააბლენდერეთ ერთად და კოქტეილიც მზადაა! კოქტეილს შეგიძლიათ მოაყაროთ ნუშის პეჩენია.

და საბოლოოდ შოკოლადის მილკშეიკის რეცეპტი. ეს მილკშეიკი არის უნიკალური მკურნალი შოკოჰოლიკებისათვის.

ინგრედიენტები:

  • ერთი ან ორი სუფრის კოვზი/ბურთულა შოკოლადის ნაყინი.
  • 8 უნცია = 240 მილი ლიტრი რძე
  • შოკოლადის ჯოხები
  • 2 ცალი დატეხილი შოკოლადის ორცხობილა
  • ათქვეფილი კრემი
  • შოკოლადის სოუსი

მომზადების წესი:

ჩაასხით 8უნცია (240მილი ლიტრი) რძე ბლენდერში.დაამატეთ შოკოლადის ნაყინი,1 ბურთულა საკმარისია,მაგრამ თუ გინდათ მომაზადეთ 2 ბურთულით ეს თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდდებული. ჩაუმატეთ 2 ცალი დაფრხვნილი/დატეხილი შოკოლადის ორცხობილა. დარწმუნდით რომ ნატეხები საკმაოდ პატარაა,რათა მარტივი იყოს დასაბლენდერებლად. შურიეთ დანარჩენი ჩამოთვლილი ინგრედიენტები.დააბლენდერეთ ინგრედიენტები სანამ არ მიიღებთ გლუვ მასას.გამორთეთ ბლენდერი დაახლოებით 3 წუთის შემდეგ. ჩამოასხით სასმელი ჭიქებში.მოასხით მილკშეიკს ათქვეფილი კრემი და შოკოლადის სოუსი (გემოვნებით).გააფორმეთ დესერტი შოკოლადის ჯოხებით და გემრიელად მიირთვით.

იმედია გამოგადგებათ ეს რეცეპტები. გაგრილდით და გაილამაზეთ გაზაფხულისა თუ ზაფხულის თბილი დღეები. წარმატებებს გისურვებთ!

ახალი ამბები

  • სომხეთი, საზღვრის დემარკაციის ფარგლებში, საქართველოსთვის სოფელ ჯილიზას დაბრუნებას გეგმავს. ინფორმაციას სომხური გაზეთი, „ჟოხოვურდი“ ავრცელებს. სოფელი ჯილიზა ორი ქვეყნის საზღვარზე, სომხეთის ლორის ოლქის ...
  • The post NIKa TMG ის დაუდონატეს 100 დოლარი!!! appeared first on Mediumi.Ge.
  • ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ, რომ აღდგომის წინა კვირაში მომხდარი საოცრებები – ეს ზენაარის მიერ მიცემული მინიშნებები იყო, რომელთა იგნორირება არაფრით არ შეიძლებოდა. არადა, საოცრებები ვნების კვირაში ...
  • Do you speak the language of #cricket? We speak the language of your choice. Watch VIVO IPL on Hotstar at https://bit.ly/30S1KCG Subscribe now at just $19.99/month and enjoy VIVO IPL 2019 in 6 ...
  • კატეგორიები

    ვინ მოიგებს ომს?

    ტეგების ღრუბელი