62 წლის, ყოფილი მედიცინის მუშაკი ვარ, ამიტომ გადავწყვიტე თირკმელებისთვის ჩემივე რეცეპტით მემკურნალა. შედეგმა გაამართლა » www.idealuri.ge
ჯანმრთელობა

62 წლის, ყოფილი მედიცინის მუშაკი ვარ, ამიტომ გადავწყვიტე თირკმელებისთვის ჩემივე რეცეპტით მემკურნალა. შედეგმა გაამართლა

გააზიარეთ:

62 წლის ვარ, ყოფილი მედიცინის მუშაკი. პენსიაზე გასვლის შემდეგ ქალაქგარეთ, ჩემს აგარაკზე
გადავსახლდი და პატარა მეურნეობაც წამოვიწყე. ძალიან მომწონს ბუნებსთან ურთიერთობა, არაფერი
ისე არ მაწყნარებს, როგორც ჩემს ნაკვეთში ფუსფუსი. ბოლო ხანს ჩემი იდილია თირკმლების ტკივილმა
დაარღვია. ექიმების მიერ გამოწერილი წამლები დროთა განმავლობაში აღარ მშველოდა და ტკივილი
ისევ მეწყებოდა. ბოლოს გადავწყვიტე, მზესუმზირას ფოთლები მეცადა. აღარც კი მახსოვს, ვინ მომცა ეს
რეცეპტი. ადრეც გამეგო, რომ მზესუმზირის ფესვებს სამკურნალო თვისებები ჰქონდა, მაგრამ
ფოთლებიც თუ წამალი იყო, არ ვიცოდი. მზესუმზირას ფოთლები შუა ზაფხულში უნდა დაკრიფოთ.
სასურველია, თუ ამას დილით ადრე, გამთენიისას გააკეთებთ. ფოთლები უნდა დააქუცმაცოთ ხელით და არა დანით. 1 სადილის კოვზი დაქუცმაცებულ ნედლეულს
დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ 10 წუთით და დალიეთ.
ასე ვსვამდი დღეში 3-ჯერ 1 თვის განმავლობაში, არც ერთი დღე არ ჩამიგდია. ტკივილებმა
თანდათან იკლო და წელშიც გავიმართე.   თირკმელებს კარტოფილიც შველის
აიღეთ ორი ცალი საღი კარტოფილი და საგულდაგულოდ გარეცხეთ. ძალიან ფრთხილად მოაცილეთ
კანი, გაჭერით შუაზე და ხარშეთ, სანამ კარგად არ დარბილდება. ნახარში გადაასხით ჭურჭელში და
მიიღეთ ნახევარ-ნახევარი ჭიქა დღეში 2-3-ჯერ, ჭამის წინ. 

ახალი ამბები

  • სომხეთი, საზღვრის დემარკაციის ფარგლებში, საქართველოსთვის სოფელ ჯილიზას დაბრუნებას გეგმავს. ინფორმაციას სომხური გაზეთი, „ჟოხოვურდი“ ავრცელებს. სოფელი ჯილიზა ორი ქვეყნის საზღვარზე, სომხეთის ლორის ოლქის ...
  • The post ვისი ნახვა გაგიხარდა ყველაზე მეტად ,,უხილავ თამაშში”? @cavea+ #22გრადუსი #უხილავითამაში #გართობა appeared first on Mediumi.Ge.
  • ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ, რომ აღდგომის წინა კვირაში მომხდარი საოცრებები – ეს ზენაარის მიერ მიცემული მინიშნებები იყო, რომელთა იგნორირება არაფრით არ შეიძლებოდა. არადა, საოცრებები ვნების კვირაში ...
  • #livescore #cricketlive #livestream Kolkata vs Rajasthan , IPL 2025 5th Match Live| Today Cricket Match Live | KKR vs RR | KKR Batting Preview By Shahid : Rajasthan Royals (RR) and Kolkata Knight ...
  • კატეგორიები

    ვინ მოიგებს ომს?

    ტეგების ღრუბელი