როგორ ვებრძოლოთ სტრესულ მდგომარეობას » www.idealuri.ge
რჩევები

როგორ ვებრძოლოთ სტრესულ მდგომარეობას

გააზიარეთ:

 

სტრესი – საყოველთაოდ ცნობილი მცნებაა. დედამიწაზე ძალიან ცოტა ადამიანი დარჩა, რომელიც არ იცნობს ამ მდგომარეობას.
სტრესი – ეს არის მოვლენათა მონაცვლეობა, რომელსაც ჩვენ აღვიქვამთ როგორც ჩვენი კეთილდღეობის საფრთხეს, რასაც დაძაბულობაში მოჰყავს ჩვენი ნერვული სისტემა, ეს კი თავისთავად იწვევს პრობლემებს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაში.
როდესაც ჩვენ ვცდილობთ გავუმკლავდეთ ცხოვრებისეულ პრობლემებს, ორგანიზმი აგრეთვე იმყოფება საბრძოლო მდგომარეობაში: თუკი ჩვენ ჩვენს თავს ხშირად ვუქმნით სტრესულ მდგომარეობას, მაშინ ორგანიზმი მუდმივად იმყოფება ,,საბრძოლო ვითარებაში”, რათა მოიგერიოს ,,მტერი” ნებისმიერ დროს. ამდაგვარი ორგანიზმის მდგომარეობა, მუდმივად იყოს საბრძოლო ვითარებაში იწვევს მასში ბიოქიმიურ ცვლილებებს, ეს კი ფიტავს იმუნურ სისტემას და ხდება მიზეზი სხვადასხვა დაავადებებისა. ფსიქიკასა და ფიზიკურ ორგანიზმს შორის არსებობს მჭიდრო კავშირი, ამიტომ ემოციონალური პრობლემები იწვევენ ორგანიზმის დაავადებას.

სიმპტომები:

სტრესის სიმპტომები – ეს არის იმის სიგნალი, რომ დროა რაღაცის შეცვლის (ან რაღაცა შეიცვალოს). ეს პირველი ნიშანია იმისა, რომ სავალდებულოა დავფიქრდეთ ჩვენს ქმედებებზე და მოვძებნოთ ცხოვრებისეულ სირთულეებთან ბრძოლის ვარიანტები.
ამ სიმპტომებს განეკუთვნება:
● მშფოთვარე მდგომარეობა
● უძილობა
● მარტოობისა და დაუცველობის შეგრძნება
● რაიმეს ან ვისამეს დაკარგვის შიში
● ხასიათის მკვეთრი ცვალებადობა
● დათრგუნვის შეგრძნება გაურკვეველი მიზეზით
● რაიმეს კეთების სურვილის არქონა

სტრესის წყაროები

სტრესთან ბრძოლა იწყება მისი წყაროს დადგენიდან. იგი შეიძლება იყოს ან გარეგანი, ან შინაგანი, ანუ უფრო სწორად რომ ვთქვათ ფსიქოლოგიური. სტრესის გარეგანი ფაქტორები – ეს არის არასასიამოვნო მოვლენები ჩვენს გარემომცველ სამყაროში: ფინანსური პრობლემები, განცდები რაღაც მოვლენების წინ, კონფლიქტები, ცვალებადობა, მუდმივი აჩქარება, ხანგრძლივი მარტოობა, წარუმატებელი მცდელობა გააკეთო ბევრი რამ დროის მოკლე შუალედში, ჯანსაღი ცხოვრების წესის დარღვევა და კიდევ ბევრი რამ. საკვირველია, მაგრამ პოზიტიურმა ცვლილებებმაც ცხოვრებაში, როგორიცაა სამსახურში დაწინაურება, საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, შეიძლება გამოიწვიონ სტრესული მდგომარეობა, ვინაიდან ორგანიზმს ესაჭიროება დრო ადაპტაციისთვის.
სტრესის ფსიქოლოგიურ წყაროებს განეკუთვნება დესტრუქციული აზრები. მაგალითად, მიზნის მიუღწევლობა საკუთარი თავის რწმენის უქონლობის ან არასაკმარისი ცოდნის და უნარისა, ყველაფერ ამას მივყავართ აზრამდე: ,,მსურს, მაგრამ არ შემიძლია”. შესაბამისად, მიზანი მიუღწევადია და მოთხოვნილება დაუკმაყოფილებელი. ან მუდმივი აჩქარების შეგრძნება: ,,ჯერ კიდევ ამდენი რამ არის გასაკეთებელი! და როგორ მოვასწრო ეს ყველაფერი?” ან ზედმეტი მოთხოვნილება საკუთარი თავისადმი. მცდელობა შეესატყვისებოდე რაღაც იდეალს.
სტრესის წყაროების გამოვლენა სავალდებულოა, რათა ისინი ვაკონტროლოთ. პირველი ნაბიჯი შეიძლება იყოს ყოველივეს დაფიქსირება (დაწერა), რაც წარმოადგენს სტრესის მიზეზს. ჩანაწერი ეხმარება პრობლემის გაცნობიერებას და სტრესოგენული დონის გარკვევას. ჩანაწერის გულდასმით გაანალიზებისას შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ზოგიერთი წყარო საერთოდ არ არსებობს, ისინი მოჩვენებითია, გამოგონილი, ზოგიერთი ადვილად მოსაცილებელი, ხოლო ზოგიერთთან კი საჭიროა მუშაობა.

როგორ დავძლიოთ სტრესი

სტრესთან ბრძოლის ბევრი რჩევა დაფუძნებულია საყოველთაოდ ცნობილ და მარტივ პრინციპებზე. აი ზოგიერთი მათგანი:

ანტისტრესული სავარჯიშოები
ერთ-ერთ ანტისტრესულ სავარჯიშოს ეწოდება ,,თავშესაფარი”. საჭიროა გულში წარმოვიდგინოთ წყნარი კუთხე, სადაც შეიძლება ,,წასვლა”, რათა განვმარტოვდეთ. ასეთი კუთხე შეიძლება იყოს სახლი ზღვის პირზე, მთის მწვერვალი, ქოხი ტყეში ან სხვა პლანეტა. მთავარია, სანამ იქ იმყოფებით თქვენ უნდა დაწყნარდეთ და ძალა მოიკრიბოთ. რეალურ სამყაროში დასაბრუნებლად თქვენ უბრალოდ უნდა გაახილოთ თვალები.
სავარჯიშო ,,ღიმილი” მდგომარეობს იმაში, რომ 10-15 წუთის განმავლობაში იჯდეთ მოდუნებულ მდგომარეობაში აუცილებლად ღიმილით სახეზე. თუკი ასე დიდხანს ღიმილის შენარჩუნება სახეზე გაგიჭირდებათ, მაშინ დრო ნელ-ნელა უნდა გაზარდოთ. ამ სავარჯიშოს აზრი იმაშია, რომ ტვინი აღიქვამს სახის კუნთების ამ მოძრაობას როგორც სიგნალს, თითქოს თქვენ ბედნიერი და კმაყოფილი ხართ, და უგზავნის ორგანიზმს ჰარმონიის სიგნალებს. ყველა იოგის პრაქტიკით დაკავებულმა იცის წესი, რომ ქვემოთ დაშვებული ტუჩის კუთხეები თრგუნავენ ყოველივე საციცოცხლო ფუნქციებს, ხოლო ზემოთ აწეული კი პირიქით – სტიმულს აძლევენ.

მოქმედების გეგმის შედგენა
რაღა თქმა უნდა ადამიანს უჭირს გრძნობების გაკონტროლება, მაგრამ ქმედებების კონტროლი კი შესაძლებელია. ქცევის შეცვლასთან ერთად იცვლება აზრიც და გრძნობაც. მაგალითად, თუკი შეუძლებელი გახდა რაიმეს გაკეთება, სინანულის და ცუდათ ყოფნის მაგივრად საჭიროა აქტიური გეგმის შემუშავება, რომელიც საშუალებას მოგცემს გააკეთო ეს შემდეგში. აქტიური ქმედებები ცვლიან ემოციებს და ქმნიან სხვაგვარ დამოკიდებულებას მიზნისადმი.

დროის ორგანიზების შესწავლა
მრავალი საყოველთაო სტრესი დაკავშირებულია მრავალრიცხოვანი ამოცანების დაყენებასთან, ხოლო დროის არასწორი გამოყენების გამო ამ ამოცანათა ნაწილი გადაუჭრელი რჩება. დღეღამეში 24 საათი თითქოს ცოტაა, მაგრამ 8760 სთ. წელიწადში – უკვე რაღაცაა. და ამ დროის გამოყენება შეიძლება სხვადასხვაგვარად. დროის გონივრული გამოყენება – დაბალანსირებული ცხოვრების პირობაა, მაშასადამე კეთილდღეობაც.

მედიტაცია
მედიტაცია გვეხმარება შევაჩეროთ ფიქრთა ტალღა თავში და მოვადუნოთ სხეული. მედიტაციის უამრავი ხერხი არსებობს. თითოეული ადამიანი თვითონ წყვეტს სად და როგორ გააკეთოს ეს. სულაც არ არის სავალდებულო ლოტუსის პოზაში ჯდომა აღმოსავლურ სამოსში, როგორც ეს ბევრს ჰგონია. მედიტირება შეიძლება დილით სირბილისას, ან პარკში სეირნობისას. საკმარისია რაიმე ერთ აზრზე ან შეგრძნებაზე კონცენტრირება. მედიტაციის საშუალებით შეიძლება ჩამოვიშოროთ ფსიქოლოგიური დაღლილობა, ამგვარად გავიუმჯობესოთ ძილი, ავიმაღლოთ განწყობა, მოვიპოვოთ სიმშვიდე.

ეძებეთ იუმორი ყოველდღიურ ცხოვრებაში, ხშირად გაიღიმეთ და იცინეთ
ის, ვინც ახერხებს რთულ სიტუაციაში ხუმრობას, სხვებზე უკეთ დაძლევს სტრესულ მდგომარეობას. ზოგჯერ იუმორი გვეხმარება სხვაგვარად შევხედოთ შექმნილ სიტუაციას და სწრაფად გადავჭრათ პრობლემა. იუმორს, ღიმილს და სიცილს გამაჯანსაღებელი ეფექტი აქვს ორგანიზმისთვის, რომელიც იმყოფება სტრესულ მდგომარეობაში.

ახალი ამბები

  • სომხეთი, საზღვრის დემარკაციის ფარგლებში, საქართველოსთვის სოფელ ჯილიზას დაბრუნებას გეგმავს. ინფორმაციას სომხური გაზეთი, „ჟოხოვურდი“ ავრცელებს. სოფელი ჯილიზა ორი ქვეყნის საზღვარზე, სომხეთის ლორის ოლქის ...
  • ტიტანიკი გამოიწერეთ ჩვენი არხი: https://goo.gl/eLYQVj მეორე არხი H1Ta : https://goo.gl/RLuxNu დონაციის ლინკი. https://streamlabs.com/h1ta (კოლაბორაცია/ბიზნესი/შეკითხები) ...
  • ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ, რომ აღდგომის წინა კვირაში მომხდარი საოცრებები – ეს ზენაარის მიერ მიცემული მინიშნებები იყო, რომელთა იგნორირება არაფრით არ შეიძლებოდა. არადა, საოცრებები ვნების კვირაში ...
  • The perfect ball handling, even while blindfolded The post Robert Lewandowski – I trickshot I appeared first on SKYSPORT.GE.
  • კატეგორიები

    ვინ მოიგებს ომს?

    ტეგების ღრუბელი