როცა ამერიკელები 1977 წელს კოსმოსში უშვებდნენ Voyager 1-ს და მის ტყუპისცალ Voyager 2-ს, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მათი მოწყობილობის დიდი ნაწილი 33 წლის მერეც იმუშავებდა, ხოლო აპარატები კი შეძლებდნენ კიდევ უფრო შორს, ვარსკვლავთშორის სივრცისკენ მოძრაობის გაგრძელებას მონაცემების გადმოცემის შეუწყვეტლად. Voyager 1-დან ხომ სიგნალი დედამიწამდე 16 საათსა და 7 წუთში მოდის.
ვოიაჯერები ისე გაუშვეს, რომ მათ შეძლებოდათ ოთხი პლანეტის შესწავლაც. იუპიტერი, სატურნი, ურანი და ნეპტუნი, მათი თანამგზავრების და რგოლების კვლევა აპარატების მთავარი ამოცანა იყო. ამის მერეც მეცნიერებს არ შეუწყვეტიათ ზონდებთან მუშაობა, აპარატურა წესრიგში იყო, ენერგიით კი მათ იზოტოპური გენერატორები 2020 წლამდე მოამარაგებენ. ანუ დედამიწელებს აქვთ შანსი მიიღონ მონაცემები მზის სისტემის გარე, გალაქტიკური სივრციდან(ილუსტრაცია NASA/JPL).
ამჟამად ორივე აპარატი იმყოფება რეგიონში, რომელსაც ჰელიოსფერული მანტია ეწოდება(heliosheth). ეს არის ადგილი, სადაც მზის ქარი მუხრუჭდება, მოძრაობა კი ტურბულენტურია(დუღილისმაგვარი). მასში აპარატები შევიდნენ 2004 და 2007 წლებში შესაბამისად, იმყოფებოდნენ რა ამ დროს 94 და 84 ასტრონომული ერთეულით დაშორებულნი მზიდან(რაც დარტყმითი ტალღის უსწორმასწორო საზღვრებზე მიუთითებს).ჰელიოსფერული მანტია – მზის სისტემის “კარიბჭე”. კოსმოსური მასშტაბებით თუ ვიმსჯელებთ ზონდებს არც თუ ისე დიდი დრო დარჩათ ჰელიოპაუზადან გასასვლელად – საზღვრიდან, რომელიც ჩვენ სისტემას ვარსკვლავთშორის სივრცისგან გამოყოფს, იქ უკვე მზე ვეღარ ბატონობს, არამედ ვარსკვლავური ქარი და შესაბამისად გალაქტიკური მაგნიტური ველი.
თუმცა Voyager 1-მა უკვე დააფიქსირა გარემოში მნიშვნელოვანი ცვლილებები. მზის ქარი, რომელიც მთელი მისიის განმავლობაში მნათობიდან ზონდების მოძრაობის მიმართულებით “ქროდა”(სხვა და სხვა ტემპით ადგილებში), ახლა უკვე აღარ მოძრაობს გარე საზღვრისკენ. მისი სიჩქარე ამ მიმართულებით ნულს გაუტოლდა.
ამის მაგივრად მზის ქარის შემადგენელი ნაწილაკები პერპენდიკულარულად მოძრაობენ და გვერდებისკენ გარბიან, საბოლოოდ ფორმირდება გიგანტური კომეტისმაგვარი კუდი. ეს უკანასკნელი მზის გალაქტიკის ცენტრის გარშემო მოძრაობის გამო ჩნდება(შეგახსენებთ, რომ ვოიაჯერები ამ თავისებური “კომეტის” თავისკენ მიფრინავენ).
ვოიაჯერები გახდნენ რიგით მესამე და მეოთხე აპარატები მათ შორის, რომლებიც ყველა პლანეტის ორბიტებს იქეთ გავიდნენ. პირველი ორი იყო Pioneer 10(ფოტოზე) da pioneer 11. თუმცა ვოიაჯერები ახლაც გადმოცემენ ინფორმაციას, უკანასკნელი კონტაქტი პიონერებთან კი შესაბამისად 2003 და 1995 წლებში მოხდა.
რაც შეეხება მზიდან და დედამიწიდან დაშორებას, პირველმა ნომერმა ვოიაჯერმა ყველას აჯობა, თუმცა ის ამ ოთხეულიდან სულ ბოლოს გაუშვეს(ილუსტრაცია NASA Ames Resarch Center).
პირველად Voyager 1-მა მზის ქარში რადიკალური ცვლილებები ჯერ კიდევ ამა წლის ივნისში დააფიქსირა. “მეცნიერებმა იცოდნენ მზის ქარის შესაძლო ცვლილებების შესახებ და მოიცადეს კიდევ ოთხი თვე რათა ბოლომდე დარწმუნებულიყვნენ იმაში, რომ ქარი მართლაც ნულამდე შემცირდა”- იტყობინება ნასას პრეს-რელიზი.
აღსანიშნავია, რომ პლანეტებთან ახლოს მზის ქარის სიჩქარე რამდენიმე ასეულ მეტრს აღწევს წამში(თუ ათვლის წერტილად მზეს ავიღებთ). დარტყმითი ტალღის საზღვრის მერე მისი სიჩქარე 100კმ.წმ-მდე დაეცა, 2007 წელს Voyager 1-მა 60კმ/წმ. დააფიქსირა, შემდეგ 20კმ/წმ, 2010-ის ზაფხულში კი ნული.
1990 წლის თებერვალში Voyager 1 პლუტონის ორბიტას გასცდა. იმყოფებოდა რა მზიდან 6 მილიარდი კილომეტრის მანძილზე და 32 გრადუსით მაღლა ეკლიპტიკის სიბრტყის მიმართ(მზისა და დედამიწის შემაერთებელი წარმოსახვითი სიბრტყე), მან გადაიღო მზის სისტემის პირველი პორტრეტი.
ყველა პლანეტის გადაღება ვერ მოხერხდა – მერკური ასეთი მანძილიდან მზესთან ძალიან ახლოს იყო, მარსს კი თხელი ნახვარმთვარის ფორმა ჰქონდა. მთავარია რომ ობიექტივში მოყვა ძალიან სუსტი ცისფერი წერტილი – ეს იყო დედამიწა.
1990 წლის უნიკალური კადრები. ექვსი გადიდებული სურათი(მარცხნიდან მარჯვნივ): ვენერა, დედამიწა და იუპიტერი, ასევე სატურნი, ურანი და ნეპტუნი. ეს უკანასკნელნი წაგრძელებულნი არიან, რადგან აპარატი შემოტრიალდა 15 წამიანი ექსპოზიციის დროს.
ზოლი დედამიწის გარშემო – ეს გაბნეული მზის სინათლეა(თვითონ მნათობი ძალიან ახლოს იყო კადრთან და კინაღამ მოყა ობიექტივში). დედამიწამ და ვენერამ მგრძნობიარე მატრიცაზე ერთ პიქსელზე მცირე ადგილი დაიკავეს და ძლივს გამოდნენ ფოტოზე, გიგანტური იუპიტერისა და სატურნისგან განსხვვებით. ქვემოთ: ეს მოზაიკა მეცნიერებმა ათი კადრისგან შექმნეს, რომლებიც ვოიაჯერმა მზის სისტემის პორტრეტის გადაღების დროს გააკეთა(ფოტო NASA/JPL).
საინტერესოა როგორ გამოიყურება მზის სისტემა ახლა, კიდევ უფრო შორი მანძილიდან, სადაც ვოიაჯერი იმყოფება(სამწუხაროდ, ენერგიის დაზოგვის გამო ფოტო კამერა გამორთულია). მალე ეს ზონდი საერთოდ დატოვებს მზის სისტემას.
როცა ვოიაჯერები გაუშვეს, კოსმოსური საუკუნე სულ რაღაც 20 წელს ითვლიდა და არ არსებობდა არანაირი ვარაუდი იმისა, რომ აპარატები ასე დიდ ხანს იმუშავებდნენ. თავიდან არავინ იცოდა თუ რა მანძილზე იყო კიდევ საჭირო წინ წაწევა მზის სისტემის კიდეზე გასასვლელად. ახლა კი ცნობილია, რომ ეს ისტორიული მომენტი 4-5 წელიწადში დადგება.
კომენტარები
ახალი ამბები
კატეგორიები
- ავტო და მოტო0
- განათლება0
- თამაშები და გართობა0
- თვითგანვითარება0
- ტექნომანია0
- კულინარია0
- ცნობილი ადამიანები0
- რჩევები0
- ქალებისათვის0
- ელექტრონული წიგნები0
- ასტრონომია0
- ეს საინტერესოა0
- სპორტი და ფიტნესი0
- გასაოცარი ფაქტები0
- რელიგია და ფილოსოფია0
- მეცნიერება0
- ფსიქოლოგია0
- ფლორა და ფაუნა0
- ხელოვნება და ჰობი0
- ჯანმრთელობა0
- ლიტერატურა და პოეზია0
- ჩანახატები0
- ქალი და მამაკაცი0