ადამიანები ხშირად უმალავენ ერთმანეთს ამბავს, ზოგჯერ განზრახ, ზოგჯერ კი საყვარელი ადამიანების დაცვის მიზნით. თუმცა ცხოვრებამ აჩვენა, რომ რაც უფრო მეტად ცდილობს ადამიანი საიდუმლოს შენახვას, მით უფრო მეტი ტყუილის თქმა უწევს. ამასთან, უმეტეს შემთხვევებში საიდუმლო, ადრე თუ გვიან, მაინც გაცხადებულა. BBC-ის ჟურნალისტი მარკ ტალი დაინტერესდა, კარგია თუ არა ყოველთვის სიმართლის თქმა და რა შემთხვევაშია გამართლებული საიდუმლოს დაცვა.
ფსიქოლოგთა აზრით, იმაზე ფიქრი, რომ საიდუმლოს ვინახავთ, ბედნიერების განცდაში გვიშლის ხელს, ზოგჯერ კი მან შეიძლება ჩვენი ფიზიკური ჯანმრთელობა დააზიანოს.
რა შემთხვევაშია გამართლებული საიდუმლოს დაცვა?
– თუ ეს საიდუმლო მხოლოდ თქვენ გეხებათ და არავის სხვას. მაგალითად თქვენი ჩვევები.
– როდესაც მეგობარი თავის საიდუმლოს განდობთ და გთხოვთ, რომ ის დაიცვათ.
– როდესაც საქმე ბიზნესს ეხება. ბევრი კომპანიის წარმატება სწორედ საიდუმლოს დაცვას უკავშირდება, რომელიც მას კონკურენტებთან შედარებით უპირატესობას ანიჭებს. ეს მხოლოდ კომპანიებს არ ეხება, არამედ იმ ადამიანებსაც, რომლებსაც კარიერული წინსვლა სურთ.
– როდესაც საკუთარი თავის დაცვა გსურთ. მნიშვნელოვანია, რომ მზად იყოთ იმ ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური ტრავმის შესახებ სასაუბროდ, რომლის მოყოლაც გინდათ. ეს არ შეეხება ფსიქოლოგთან ან ფსიქოთერაპევტთან კონსულტაციებს.
– თუ ეს საიდუმლო სიურპრიზია და ის დაბადების დღეს ან საჩუქარს უკავშირდება.
– საიდუმლო დასაცავია მოლაპარაკებების დაწყებით სტადიაზე. საერთაშორისო მოლაპარაკებების ადრეულ ეტაპებზე მნიშვნელოვანი საკითხები, მაგალითად, უსაფრთხოებასთან ან სამშვიდობო შეთანხმებასთან დაკავშირებით დეტალები, როგორც წესი დაცული და გასაიდუმლოებულია.
– უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ან ვინმეს დასაცავად. მეორე მსოფლიო ომის დროს, ადამიანები, რომლებიც სხვების დაცვას ცდილობდნენ, ბევრ საიდუმლოს ინახავდნენ.
საიდუმლოს დაცვა ასევე მნიშვნელოვანია, როდესაც საკითხი სახელმწიფო უსაფრთხოებას შეეხება.
კომენტარები
ახალი ამბები
კატეგორიები
- ავტო და მოტო0
- განათლება0
- თამაშები და გართობა0
- თვითგანვითარება0
- ტექნომანია0
- კულინარია0
- ცნობილი ადამიანები0
- რჩევები0
- ქალებისათვის0
- ელექტრონული წიგნები0
- ასტრონომია0
- ეს საინტერესოა0
- სპორტი და ფიტნესი0
- გასაოცარი ფაქტები0
- რელიგია და ფილოსოფია0
- მეცნიერება0
- ფსიქოლოგია0
- ფლორა და ფაუნა0
- ხელოვნება და ჰობი0
- ჯანმრთელობა0
- ლიტერატურა და პოეზია0
- ჩანახატები0
- ქალი და მამაკაცი0