დილას როგორც დაიწყებ, მთელი დღეც ისე გაგრძელდება. სწორედ ამიტომ:
1. დილა დაგეგმე წინა ღამით
რატომ უნდა დაიწყო დღე არაორგანიზებულად? თუ წინა ღამით შეადგენ To do list-ს, გაიმზადებ სამსახურში წასაღებ საკვებს, მოიფიქრებ, რა ჩაიცვა და მოაწესრიგებ ტანისამოსს, მშვიდი დილა გარანტირებული გაქვს.
2. მიმართე 15-წუთიან მედიტაციას
სცადე მედიტაცია 15 წუთით. ზოგს შეიძლება შეეშინდეს, მედიტაციამ ძილი არ მოჰგვაროს, მაგრამ ჭეშმარიტი მედიტაცია ახდენს გონების სტიმულაციას და გაძლევს საშუალებას მოიცილო ნეგატიური ემოცია და უკუაგდო ხელისშემშლელი წვრილმანები, შესაბამისად კონცენტრირდე იმაზე, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია.
3. დაიწყე შთამაგონებელი ლიტერატურის კითხვით
ახალი ამბების მოსმენით თუ წაკითხვით დილის დაწყება შეცდომაა. სჯობს მოიმარაგო შთამაგონებელი ლიტერატურა, თუნდაც ანეგდოტების კრებული გონების სტიმულაციისათვის. პოზიტიური აზრები კი უზრუნველყოფს ენერგიულობას მთელი დღის მანძილზე.
4. თვალების გახელისას დაინახე ცინცხალი ყვავილები
თუ პირველს, რასაც გაღვიძებისას ხედავ, არის უღიმღამო კედელი ან უსახური ზამთრის ბაღია, შეგიძლია გამოასწორო ეს რამდენიმე კრიტიკული წუთი ჭრელი ფერების დახმარებით. კვლევების თანახმად ნათელი და მხიარული ფერები ამაღლებს ადამიანის განწყობას და ჰმატებს ენერგიას. ამიტომაც, შეარჩიე ყვავილების თაიგული რამდენიმე დღეში ერთხელ და მოათავსე იმ ადგილას, სადაც თვალის გახელისას შენი მზერა ფიქსირდება.
5. ყავა მწვანე ჩაით ჩაანაცვლე
ყავა კარგი სტიმულატორია, მაგრამ ხანდახან მას შეუძლია ზედმეტად აღაგზნოს და გააღიზიანოს მჟავა, რომელიც შეგიქმნის არაკომფორტულ განცდას მუცლის არეში. სცადე მწვანე ჩაი. ის აგრეთვე შეიცავს კოფეინს, რომელსაც ასე ითხოვს შენი ორგანიზმი, თუმცა, უფრო მცირე რაოდენობით და ამასთან, შენს ორგანიზმს ჯანსაღი ანტიოქსიდანტებითაც ამარაგებს.
6. დაკავდი იოგათი
ვარჯიში გასაღვიძებლად საუკეთესო საშუალებაა. ამ დროს თავს კარგად გრძნობ ორგანიზმის მიერ გამოყოფილი ენდორფინების დამსახურებით. იოგას დახმარებით შეგიძლია აკონტროლო სუნთქვა, გაამაგრო კუნთები და გამოიმუშავო ენერგია. შენი სხეული და გონება გარდაისახება ერთ მთლიანსა და სრულყოფილში, და მზად იქნები სამყაროს დასაპყრობად.
7. დაგეგმე იმედის მომცემი შეხვედრა გაიხსენე, დილით ენერგიის მოზღვავებით გეღვიძება, როცა დაგეგმილი გაქვს მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომელიც დაკავშირებულია ახალ შესაძლებლობებთან. თუ დილა სასიამოვნოდ და ნაყოფიერად დაიწყე, დღეც ამგვარად გაგრძელდება.