ცხოვრება- მოძრაობაა მუდმივი აღმასვლით!
რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში თუ განზრახული გვაქვს ზრდა და განვითარება. ეს გზა, არ არის ადვილი გასავლელი და მხოლოდ, სიმამაცეს და დაუღალავ ძალისხმევას შეუძლია აგვიყვანოს მწვერვალზე. რაც უფრო მაღლა ავდივართ, მით მეტი სილამაზე იშლება ჩვენს თვალწინ.
დავიწყოთ აღმასვლა და შეუპოვრად გავაგრძელოთ სიარული. გარშემო ბევრი შეეცდება გადაგვაფიქრებინოს, დაგვიცვას მათთვის გაუგებარი გადაწყვეტილების მიღებისგან და დაგვაბრუნოს იმ კომფორტულ ზონაში სადაც ვიმყოფებოდით.
სწორედ ამ დროს, უნდა ვიპოვოთ საკუთარ თავში ძალები და გადავწყვიტოთ — ცხოვრებისეული გამოწვევები იქნება ყოველთვის, ამიტომ ყველაფრის მიუხედავად, ვიაროთ მიზნისკენ.
მოგზაური, აფრიკაში ყოფნისას შეესწრო, თუ როგორ ცდილობდ, აფრიკული პეპელა თავი დაეღწია ჭუპრისთვის, მას ზალიან შეეცოდა ეს ბუნების უმშვენიერესი ქმნილება და შეეცადა დანით, ოდნავ, ჩაეჭრა ჭუპრი. პეპელა ადვილად განთავისულდა, მაგრამ ამ დროს მან დაკარგა საოცარი ფერები. ბრძოლა რომელსაც ის ეწეოდა, იყო აუცილებელი ფერადოვნებისთვის.
არა თუ პეპელას, არამედ ჩვენთვისაც აუცილებელია ცხოვრებისეული სიძნელეები. იგი გვამზადებს შემდგომი მიღწევებისთვის. რაც ბევრს ვფიქრობთ სიძნელეებზე და პრობლემებზე, მით მეტად ჩაგვითრევს ის.( თუ როგორ დავძიოთ სინელეები და გადავლახოთ პრობლემები ამას შემდგომ თემებში განვიხილავთ).
მე ყოველთვის დიდ სიმოვნებას მგვრის, როცა ვხედავ პატარა ბავშვის პირველ ნაბიჯებს. როგორ ცდილობს ნაბიჯის გადადგმას, მიუხედავად იმისა რომ ეცემა ჯიუტად განაგრძნობს წამოდგომას.
დასანანია გაზრდასთან ერთად სად მიდის ეს შეუპოვრობა? ადამიანი იმდენად არ მარცხდება, რამდენადაც თავად ნებდება გერემოებებს. როცა ვაგებთ ზედიზედ ცხოვრებისეულ ბრძოლებს, შემდგომ გამოწვევას ჩვენ ვნებდებით დასაწყისშივე. საჭიროა დიდი ძალისხმევა იმისათვის, რომ აიღო პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე, შენს ცხოვრებაზე და გააკეთო მეტი ვიდრე ამას შენგან ელიან.
გააკეთო მეტი, ვიდრე ამას შენგან ელიან, აუცილებელი პირობაა წარმატების მისაღწევად.
„გააკეთე მეტი — უბრალოდ კი არ იარსებო, იცხოვრე.
გააკეთე მეტი — უბრალოდ კი არ შეეხო, შეიგრძენი.
გააკეთე მეტი — უბრალოდ კი ნუ კითხულობ, შეისრუტე.
გააკეთე მეტი — უბრალოდ კი ნუ უსმენ, შეისმინე, ყურიუგდე.
გააკეთე მეტი — უბრალოდ კი ნუ უყურებ, დაინახე.
გააკეთე მეტი — უბრალოდ კი ნუ ფიქრობ, იაზროვნე.
გააკეთე მეტი — უბრალოდ კი ნუ დაგეგმავ, იმოქმედე.
გააკეთე მეტი — უბრალოდ კი ნუ ლაქლაქებ, ილაპარაკე აზრიანად.“
ჩვენ ვერასოდეს ვერ მივხვდებით ჩვენს შესაძლებლობებს თუ არ გამოვეცლებით კომფორტულ ზონას. ადამიანის უმრავლესობა ჩამსხდრები არინ ჩვეულ გარემოში, სადაც მათ ყოფნა არ სურთ. ისინი კითხვაზე — » როგორ ხარ?» პასუხობენ : » ისე რა» , «რა ვქნა», «არა მიშავს». მათი დამახასიათებელი თვისებაა წუწუნი, მუდმივი უკმაყოფილება . ძაიან ხშირად, დრო გარბის ასეთ ყოფაში და ბევრი ვერც მიხვდება რა პოტენციალის მატერებელი იყო, რადგან მას არ ქონია მცდელობაც კი, ამოსულიყო თავისი «კომფორტული ზონიდან».
მიზნები სრულდება „კომფირტული ზონიდან“ გამოსვლით! სხვანაირად არა!
ამოძვერით, გამოდით, გაარღვიეთ თქვენი «კომფორტული ზონა«- ამით დაიწყება ცვლილებები ცხოვრებაში.
გისურვებთ წარმატებებს!
კომენტარები
ახალი ამბები
კატეგორიები
- ავტო და მოტო0
- განათლება0
- თამაშები და გართობა0
- თვითგანვითარება0
- ტექნომანია0
- კულინარია0
- ცნობილი ადამიანები0
- რჩევები0
- ქალებისათვის0
- ელექტრონული წიგნები0
- ასტრონომია0
- ეს საინტერესოა0
- სპორტი და ფიტნესი0
- გასაოცარი ფაქტები0
- რელიგია და ფილოსოფია0
- მეცნიერება0
- ფსიქოლოგია0
- ფლორა და ფაუნა0
- ხელოვნება და ჰობი0
- ჯანმრთელობა0
- ლიტერატურა და პოეზია0
- ჩანახატები0
- ქალი და მამაკაცი0