თუ სახლი ახლახანს გაარემონტე და ძალიან ბევრი შპალერი შემოგრჩა, ან თუნდაც უბრალოდ გსურს შენი სახლის დეკორს მეტი მრავალფეროვნება შესძინო, მაშინ გადახედე ჩვენს მორიგ DIY იდეებს.
ელეგანტური უჯრა
გაალამაზე სამზარეულოს, საძინებლის თუ აბაზანის უჯრები. ამისთვის მაკრატელი და კარგი აზომვა დაგჭირდება. მეტი სილამაზისთვის, შპალერი გვერდებზეც გადააკარი.
მოდური კიბეები
კლასიკური ეფექტისთვის გამოიყენე ერთი და იგივე შპალერი თითოეული კიბისთვის, ხოლო თუ უფრო ორიგინალური ორნამენტების მიღება გსურს, კოორდინირებული შპალერი გამოიყენე.
ვინტაჟური მაცივარი
თუ შენს მოდურ სამზარეულოს მდარე ფერის მაცივარი სულაც არ უხდება, გაალამაზე ის ინტერიერის შესაფერისი შპალერით. იმისთვის, რომ დარწმუნდე რამდენად კარგია შენი არჩევანი, სანამ საბოლოოდ გადააკრავდე ჯერ მაგნიტებით დაამაგრე და რამდენიმე დღე დატოვე, რომ თვალი შეეჩვიოს.
გაახალისე ჟურნალის მაგიდა
თუ გსურს, მისაღები ოთახის მაგიდა ოდნავ წაახალისო ისე, რომ ბევრი ფული არ დახარჯო, მაშინ გადააფარე შპალერი მაგიდას და დააფარე მინა. როდესაც ერთი სახის შპალერი მოგბეზრდება, გამოცვალე!
შპალერი როგორც სურათი
თუ რომელიმე კედელის გამოკვეთა გინდა, მაგრამ ვალდებულების აღების გეშინია, შენი შერჩეული შპალერი ჩარჩოში ჩასვი და როგორც ფოტო, ისე ჩამოკიდე.
გაალამაზე წიგნების თარო
ძველმოდური წიგნების თაროები შეგიძლია შპალერით გამოაცოცხლო. თუმცა დაიმახსოვრე, რომ წიგნებით ძალიან არ გამოტენო, წინააღმდეგ შემთხვევაში შენი გალამაზებული თარო სულ დაიფარება.
ლამაზი ჭაღი
თუ შენი ოთახის ჭაღი მოგბეზრდა და ახალსაც ვერ ყიდულობ, გადააკარი ოთახის შესაფერისი შპალერი და შემატე სიახლე შენს საძინებელს. თუმცა სანამ ბოლომდე გადააკრავ დარწმუნდი, რომ სინათლე საკმარისი იქნება ოთახის გასანათებლად.
სულ ახალი სკამი
მიუხედავად იმისა, რომ ამის გაკეთება სერიოზულ მუშაობას მოითხოვს, ფაქტი ერთია – მსგავსი სკამი არავის ექნება. იმისთვის, რომ ოდნავ მაინც გაიადვილო საქმე, სკამს ბრტყელი ზედაპირი უნდა ჰქონდეს და არაა აუცილებელი მთლიანად შეფუთო შპალერით. დასაჯდომის გალამაზებაც კი საკმარისია სულ სხვა ეფექტის მისაღებად.
კომენტარები
ახალი ამბები
კატეგორიები
- ავტო და მოტო0
- განათლება0
- თამაშები და გართობა0
- თვითგანვითარება0
- ტექნომანია0
- კულინარია0
- ცნობილი ადამიანები0
- რჩევები0
- ქალებისათვის0
- ელექტრონული წიგნები0
- ასტრონომია0
- ეს საინტერესოა0
- სპორტი და ფიტნესი0
- გასაოცარი ფაქტები0
- რელიგია და ფილოსოფია0
- მეცნიერება0
- ფსიქოლოგია0
- ფლორა და ფაუნა0
- ხელოვნება და ჰობი0
- ჯანმრთელობა0
- ლიტერატურა და პოეზია0
- ჩანახატები0
- ქალი და მამაკაცი0