პოზიტივი. გადართვა ნეგატივიდან პოზიტივზე » www.idealuri.ge
თვითგანვითარება

პოზიტივი. გადართვა ნეგატივიდან პოზიტივზე

გააზიარეთ:

 

სპორტსმენს ტურნირში მონაწილეობის შედეგად, პრიზის სახით გადასცეს სოლიდური თანხა, . შეჯიბრების დამთავრების შემდეგ, როდესაც ჯდებოდა მანქანაში, მას მიუახლოვდა  ქალბატონი, რომელმაც შეატყობინა, რომ მის შვილს, რომელიც იწვა სავადმყოფოში ესჭირდებოდა გადაუდებელი ოპერაცია. ოპერაცია მოითხოვდა დიდ თანხებს, რისი გადახდის საშუალებაც ქალს არ ჰქონდა. სპორცმენმა, გულთან მიიტანა, განიცადა ეს ამბავი და დაუფიქრებლად გადასცა საპრიზო თანხა. რამოდენიმე დგის შემდეგ, როცა მეგობრები ისევ შეიკრიფნენ სავარჯიშოდ, სპორტსმენმა თავს გადამხდარი ისტორია.  გამოთქვა წუხილი, რომ არ შეეკითხა ქალს საავადმყოფოს კოორდინატები, რათა გაეგო  ბავშვის მდგომარეობა. მეგომრებმა უთხრეს: — ნუთუ შენც გაები ამ მახეში, ალბათ, ეს ის ქალია, რომელმაც სხვა დროსაც ჩაიდინა მსგავსი რამ. შენ, სამწუხაროდ გახდი თაღლითის მსხვერპლი. — გამოდის, არავითარი ავადმყოფი ბავშვი არ არის?

-რასაკვირველია, არა.

— რა კარგია, ეს ყველაზე კარგი ამბავია,  რაც დღეს შევიტყვე.

ისტორია, ძალიან მომეწონა. მომეწონა სპორტსმენის ხედვა. მისი რექცია გავდა, ბავშვის რექციას ნეგატივზე. აბსოლუტურად სხვა ფასეულობებით.

იბადებიან თუ არა, ადამიანები დადებითი ფსიქოლოგიუი ან უარყოფითი ფსიქოლოგიური განწყობით?

რატომ არიან ერთნი პოზიტიურები როცა ზოგიერთები, ვერც კი ამჩნევენ გარშემო ვერანაირ კარგს?

ადამინები ასეთები არ იბადებიან.

როგორც მოქანდაკე სკურპულოზურად მუშაობს ქანდაკებაზე, სწორედ ასე აყალიბებს ადამიანი თავის დამოკიდებულებას -პიროვნების, საგნის და მოვლენის მიმართ. ეს პროცესი ძირითადად, ხანგრძლივი დროის მანძილზე გაუთვითცნობიერებლად მიმდინარეობს.  ყველაფერი შინაგან სამყაროში იმალება.

მე პირადად, თავის დროზე აღმოვჩნდი ნეგატიური აზროვნების ხაფანდში და დიდი დრო დამჭირდა დამოკიდებულებების გადასართავად. ვისწავლე სხვა კუთხით შემეხედა საგნებისთვის და მოვლენებისთვის. ვთქვა ჭიქაზე, რომ ნახევრად სავსეა და არა ცარიელი, ეს საკუთარ თავზე მუშაობის შედეგია.

თუ ადამიანს აქვს სურვილი შეიცვალოს აზროვნება, ჩაანაცვლოს ნეგტივი პოზიტივით, საჭიროა გარკვეული პერიოდი იმუშაოს თავზე, სანამ დადებითი განწყობა ჩვევაში არ გადავა.  არსებობენ ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს ეძახინ «რეალისტებს» (მეც ვიყავი მათ რიგში), მუდმივად წუწუნებენ, აკრიტიკებენ, უკმაყოფილოები არიან ყველასი და ყველაფრის. ეს არაბუნებრივი მოვლენაა!

აზრობრივი გადართვა ნეგატივიდან პოზიტივზე უბრალო და მარტივი პროცესია, ამას სჭირდება მხოლოდ და მხოლოდ ადამიანის მზაობა და ნება მოახდინოს საკუთარ თავში ცვლილებები. მოვიყვან რამოდნიმე მაგალითს.

გავიხსენოთ ჩვენი რომელიმე ნეგატიური აზრი( ბუზღუნი, წუწუნი) და გადავიყვანოთ ის დადებით ასპექტში.

  • თქვენი უფროსი, დღეს მთელი დღე ყვიროდა, საშინლად იქცეოდა. გადავიყვანოთ დადებით  ასპექტში- მე მადლობელი ვარ , განგების, რომ ვაკეთებ საყვარელ საქმეს. ჩემი უფროსისს წყალობით მივხვდი, თუ როგორი მომთმენი ვარ. მან დამანახა — როგორ არ უნდა მოვექცე სხვებს.
  • გაგანთავისუფლეს სამსახურიდან. დადებითი- ბოლოს და ბოლოს გამოგიჩნდათ დრო მოძებნოთ, უფრო მაღალანაზღაურებადი სამსახური. გაქვთ დრო მოეფეროთ საყვარელ ადამიანებს.
  • ქმარი დაბრუნდა სახლში გაბრაზებული და უნებლიედ «ცხელ გულზე» გეუხეშათ. რა თმა უნდა, გეწყინათ. გავიხსენოთ პოზიტივი. შესაბამისად — მადლობა ღმერთს რომ გყავთ ქმარი, რომელიც ასე გიყვართ. ახლა წარომიდგინეთ — რამდენი შემოგნატრით თქვენ. რამდენი ოცნებობს თავის მეორე ნახევარზე.

პიზიტიური აზრების ჩამოასაყალიბებლად დაგეხმარებათ ქვემოთ ჩამოთვლილი პუნქტები.

  1. დააკვირდით საკუთარ თავს რაზე წუწუნებთ, რაზე გაქვთ უარყოფითი რექცია.
  2. ნუ წუხართ და ნუ წუწუნებთ წარსულზე, უკვე მომხდარ ფაქტზე. იმაზე, რისი შეცვლაც უკვე გვიანია. მოუსმინეთ შინაგან დილოგს. ჩათვალეთ რომ ეს თქვენი ტესტია.
  3. დამშვიდდით და მიიღეთ გარემოებები ისეთი, როგორიც არის. გინდათ ეს თქვენ თუ არა, „დედამიწა მაინც მრგვალია და ის მაინც ბრუნავს“. რაც უფრო მალე შეეგუებით ამ აზრს, მით მალე გაგიადვილდებათ და შეგეცვლებათ ხედვა.
  4. უპოვეთ პოზიტივი წუწუნს და უარყოფით დამოკიდებულებას. იყავით მადლიერნი. იპოვეთ იმედის სხივი. ბოლოს და ბოლოს, ის მაინც გაგიხარდეთ, რომ ცოცხალი ხართ. ეს ხომ სასწაულია! იყავით ყურადღებით » მედალს ორი მხარე აქვს», ყველაფერში შეიძლება დადებითის დანახვა.

იმედი მაქვს,ზემოთ ჩამოთვლილი დაგეხმარებათ ნეგატივთან ბრძოლაში. იმუშავეთ ყოველ დღე, ყოველ წუთს საკუთარ დამოკიდებულებებზე და შეხედულებებზე. შეცვალეთ საკუთარი თავი და შეიცვლება თქვენს გარშემო  გარემო, რის შედეგად გახდებით მეტად ბედნიერნი, ვიდრე ხართ დღეს. გარდასახვის საიდუმლო, იმალება თქვენში!

მადლობთ რომ ბოლომდე დარჩით ჩემთან.

ახალი ამბები

  • სომხეთი, საზღვრის დემარკაციის ფარგლებში, საქართველოსთვის სოფელ ჯილიზას დაბრუნებას გეგმავს. ინფორმაციას სომხური გაზეთი, „ჟოხოვურდი“ ავრცელებს. სოფელი ჯილიზა ორი ქვეყნის საზღვარზე, სომხეთის ლორის ოლქის ...
  • ტიტანიკი გამოიწერეთ ჩვენი არხი: https://goo.gl/eLYQVj მეორე არხი H1Ta : https://goo.gl/RLuxNu დონაციის ლინკი. https://streamlabs.com/h1ta (კოლაბორაცია/ბიზნესი/შეკითხები) ...
  • ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ, რომ აღდგომის წინა კვირაში მომხდარი საოცრებები – ეს ზენაარის მიერ მიცემული მინიშნებები იყო, რომელთა იგნორირება არაფრით არ შეიძლებოდა. არადა, საოცრებები ვნების კვირაში ...
  • The perfect ball handling, even while blindfolded The post Robert Lewandowski – I trickshot I appeared first on SKYSPORT.GE.
  • კატეგორიები

    ვინ მოიგებს ომს?

    ტეგების ღრუბელი