დაქალის შეყვარებულისგან დავორსულდი… » www.idealuri.ge
ქალი და მამაკაცი

დაქალის შეყვარებულისგან დავორსულდი…

გააზიარეთ:

ძალიან მრცხვენია ამ წერილის დაწერა, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს. ყოველთვის ერთგული და კარგი
მეგობარი ვიყავი, მაგრამ ხომ იცით, ადამიანს ეშმაკი რომ შეუჩნდება, არ მოასვენებს, სანამ
სისულელეს არ ჩაადენინებს. ისე მკაცრად გავკიცხავდი სხვას ასეთი საქციელისთვის, ქვასაც არ
დავინანებდი. მიკვირს, მე როგორ დამემართა ეს. მე და ია ბავშვობიდან ვმეგობრობდით, ძალიან
მიყვარდა, თუმცა ია გარეგნობით ჩემზე ბევრად უკეთესი იყო და გულის სიღრმეში, ცოტა არ იყოს,
გული მწყდებოდა ამაზე. ია მუდმივად ყურადღების ცენტრში იყო, დასდევდნენ, საჩუქრებს
უძღვნიდნენ, მის გამო მთელი უბანი აწრიალებული იყო. იას კი ეს აინუნშიც არ მოსდიოდა. ძალიან
კარგი გოგოა და თავშიც არ ჰქონია ავარდნილი. ზოგჯერ ამბობენ, ლამაზები შეუხედავებთან იმიტომ
მეგობრობენ, რომ პატივმოყვარეები არიან და მათ ფონზე უფრო ლამაზები გამოჩნდებიანო. მაგრამ,
იასგან ეს არასოდეს მიგრძნია. ძალიან მიხაროდა და მეამაყებოდა ასეთი მეგობარი. სადაც
წავიდოდით, მუდმივად ყურადღების ცენტრში იყო, ყველას მოსწონდა და აქებდა. ვერ ვიტყვი, რომ
უშნო ვარ, თუმცა არც კარგი მეთქმის. იას ფონზე ხომ სულმთლად ვიჩრდილებოდი. მოკლედ, ცოტა
არ იყოს, შური შემეპარა. ხომ იცით, ქალი როგორია, ყველას თვითონ უნდა, ყურადღების ცენტრში
იყოს. ჰოდა, ერთ ჟურნალში ასეთი რამ წავიკითხე: „აღფრთოვანებული ხართ მეგობრით და საკუთარ
თავს უკანა პლანზე აყენებთ? დროა, გამოხვიდეთ ლამაზი მეგობრის მომაბეზრებელი ჩრდილიდან,
თუნდაც ის თქვენი საუკეთესო მეგობარი იყოს”. ერთი სიტყვით, მაგრად „დავიგრუზე”, ვფიქრობდი,
ამდენ ხანს რა დებილი ვყოფილვარ-მეთქი.
ერთხელ სადღაც ვიყავით ერთად. ერთი ბიჭი მომეწონა, თანაც ძალიან. სულ ვცდილობდი,
სიმპათიური ბიჭებისთვის თვალი არ დამედგა. ვფიქრობდი, მაინც არ შემომხედავდნენ და გული
დამწყდებოდა. სულ ასე იყო, მომწონდა ის, ვისაც ვერ მივწვდებოდი. ის კი, ვისაც მოვწონდი, გულზე
არ მეხატებოდა. ბევრი რომ არ გავაგრძელო, მახოზე დავშტერდი. მთელი საღამო ვიჯექი და
დებილივით ვუყურებდი ჩუმ-ჩუმად. ათასნაირად ვეპრანჭე, ვეკეკლუცე, ვიცინოდი, ვერაფრით
მივიქციე მისი ყურადღება. უცებ ადგა და ჩვენკენ წამოვიდა, ჩვენს მაგიდასთან დაჯდა. მთელ საღამოს
იას ელაპარაკებოდა, ჩემთვის „სასიამოვნოას” მეტი არაფერი დასცდენია. იაც თვალებს უფახულებდა,
მოეწონა ეტყობა. მე თავი მოვიკალი, წავიდეთ წავიდეთ-მეთქი. გამოგვაცილა, იას ტელეფონის ნომერი
გამოართვა. მეც იასთან ავედი. იამ მახოზე ლაპარაკით ტვინი გამიბურღა და ვუთხარი, რა გული
გააწყალე, ხამივით იქცევი, ჩვეულებრივი ერთუჯრედიანი აყლაყუდაა-მეთქი. ეწყინა და მომახალა:
შენს აპოლონჩიკ თაყვანისმცემლებს მაინც არ სჯობიაო? გავბრაზდი, მაგრამ არაფერი მითქვამს.
ამის შემდეგ თავს ისე ვიჭერდი, თითქოს მახოს და იას ურთიერთობის უპირველესი მომხრე და
ხელისშემწყობი ვიყავი. რომ ხვდებოდნენ, ზოგჯერ მეც მათთან ერთად ვიყავი. თუმცა, მახო
მომწონდა და თავს ვერაფრით ვერეოდი. იას მიმართ ისეთი ბოღმა გავხდი, კარგად რომ
გამოიყურებოდა, გულზე ვსკდებოდი. ია გულუბრყვილოდ მემასხრებოდა ხოლმე, როდემდე უნდა 

იტანტალო ეგრე, ერთი კარგი ბიჭი შენც „ააგდეო”. რა იცოდა, როგორ ნერვებს მიშლიდა მისი
სიტყვები. ერთხელ იმასაც მოვკარი ყური, მახო იას ეუბნებოდა – ჩემთან ეგ გოგო გამომწვევად იქცევა,
ხომ არ იცი, რა სჭირსო.
მოკლედ, თავს არ ვზოგავდი, რომ როგორმე მახოსთან, თუნდაც ერთხელ დაწოლის შანსი მქონოდა.
ბოლოს დარწმუნება დავუწყე, მახო სხვა გოგოებს ხვდება და მეც სხვა თვალით მიყურებს-მეთქი.
მახოს გამომწვევ და უხერხულ მესიჯებს ვწერდი სხვისი ნომრიდან. ბოლოს იმდენი მოვახერხე, რომ
მასთან დავწექი. არ დავიწყებ იმის მოყოლას, რა და როგორ მოხდა, უბრალოდ, სიტუაციით
ვისარგებლე. არ ვიცი, როგორ, მაგრამ ბოროტმა სურვილმა ამიტანა, ია გამემწარებინა. დავურეკე და
ვუთხარი, რაც მოხდა, თან დავაყოლე, მაგრად შეინახე შენი ქალიშვილობა-მეთქი. გაოგნებისგან
ცუდად გახდა, ყურმილი დამიკიდა… მერე გავიგე, რომ ორსულად ვიყავი. მეგობრებმა ზურგი
მაქციეს, მამა არ მელაპარაკება, ერთადერთი, დედას ვებრალები. მთელ უბანში თითით საჩვენებელი
გავხდი. მახოს და იას ვეზიზღები. არ ვიცი, როგორ მოვიქცე, ან როგორ გაგრძელდება ჩემი ცხოვრება.
მახო ბავშვის გამო ჩემზე არ დაქორწინდება და რომც დაქორწინდეს, ამას თავს ვერასოდეს ვაპატიებ.
თამთა, 25 წლის.
წყარო: ჟურნალი “თბილისელები”

ახალი ამბები

  • სომხეთი, საზღვრის დემარკაციის ფარგლებში, საქართველოსთვის სოფელ ჯილიზას დაბრუნებას გეგმავს. ინფორმაციას სომხური გაზეთი, „ჟოხოვურდი“ ავრცელებს. სოფელი ჯილიზა ორი ქვეყნის საზღვარზე, სომხეთის ლორის ოლქის ...
  • gadadi Linkze: https://www.lays.com.ge/home/gallery ნუცას გვერდის ლინიკი https://www.youtube.com/channel/UCDPynzEmoEG9f9Fi5d6Wukw შრეკის გვერდის ლინკი ...
  • დიდი ფასდაკლება ფოტო და ვიდეო მომსახურებაზე იჩქარეთ ადგილები შეზღუდულია დასაჯავშვნათ დაგვირეკეთ ან მოგვწერეთ 599336011 https://topwed.ge https://www.youtube.com/@topwed932/videos
  • This IPL player is a YOUTUBER! | Riyan Parag Rajasthan Royals IPL 2022 | @riyanparagg2508 Did you know Riyan Parag, a young IPL player from Rajasthan Royals RR, is also a YouTuber. Riyan Parag ...
  • კატეგორიები

    ვინ მოიგებს ომს?

    ტეგების ღრუბელი