მასალა:
სტაფილო - 2 ცალი
ჭარხალი - 1 ცალი
ვაშლი - 2 ცალი
ქათმის ხორცი - 0,5 კგ
მაიონეზი - 200 გრ
ნიორი - 2 კბილი
მწვანილი: ოხრახუში, ქინძი, კამა, მწვანე ხახვი.
მარილი გემოვნებით.
გასაფორმებლად: კვერცხი - 6 ცალი
პომიდორი - 3 ცალი
მომზადების წესი:
შევწვათ ქათმის ხორცი და დავჭრათ პატარა ნაჭრებად. მოვხარშოთ და გავფცქვნათ კვერცხები. სათითაოდ გავხეხოთ სტაფილო, ჭარხალი, ვაშლი (ერთმანეთს არ შევურიოთ).
დავჭრათ მწვანილი. გადმოვიღოთ მაიონეზი ისეთ ჭურჭელში, რომელშიც კარგად გავთქვიფავთ. მაიონეზს დავამატოთ გატარებული ნიორი და კარგად ავურიოთ.
ავიღოთ სალათისთვის საშუალო სიღრმის ჭურჭელი. მასში ერთ ფენად გავშალოთ ხორცი, მოვაყაროთ მარილი და წავუსვათ მაიონეზი. შემდეგ გახეხილი სტაფილო, ცოტა მარილი და მაიონეზი... ჭარხალი, ისევ მარილი და მაიონეზი, ვაშლი... მწვანილი და ა.შ ზემოდან მოვაყაროთ მწვანილი, 3 ცალი კვერცხი გამოვიყენოთ სოკოს ძირებად და ზემოდან დავახუროთ პომიდვრის ქუდები, გავუკეთოთ წინწკლები მაიონეზით. 3 ცალ კვერცხს მივცეთ კურდღლების ფორმა (როგორც სურათზეა ნაჩვენები) და სოკოების გვერდზე მოვათავსოთ.
ეს სალათა გემრიელი და სასარგებლოა და თქვენს მენიუში გამორჩეულ ადგილს დაიკავებს.
კომენტარები
ახალი ამბები
კატეგორიები
- ავტო და მოტო0
- განათლება0
- თამაშები და გართობა0
- თვითგანვითარება0
- ტექნომანია0
- კულინარია0
- ცნობილი ადამიანები0
- რჩევები0
- ქალებისათვის0
- ელექტრონული წიგნები0
- ასტრონომია0
- ეს საინტერესოა0
- სპორტი და ფიტნესი0
- გასაოცარი ფაქტები0
- რელიგია და ფილოსოფია0
- მეცნიერება0
- ფსიქოლოგია0
- ფლორა და ფაუნა0
- ხელოვნება და ჰობი0
- ჯანმრთელობა0
- ლიტერატურა და პოეზია0
- ჩანახატები0
- ქალი და მამაკაცი0