დაბალი თვითშეფასება ზიანს აყენებს ყველას: ქალებსაც და კაცებსაც. საკუთარ თავში დაურწმუნებელი ადამიანები თავს ძალიან უბედურად გრძნობენ.
დაბალი თვითშეფასების მიზეზები შეიძლება სხვადასხვაგვარი იყოს: მშობლების არასაკმარისი მზრუნველობა ბავშვობაში, უიღბლობათა ჯაჭვი, გარეგნობასთან დაკავშირებული პრობლემები, ჯანმრთელობა და ფინანსური სირთულეები.
ყოველთვის, როდესაც თავს უძლურად, სევდიანად იგრძნობთ, შეეცადეთ შეცვალოთ საკუთარი მდგომარეობა ერთი მარტივი ხერხის გამოყენებით. ასე იქცევიან ფრანგი ქალები - ყოველთვის კმაყოფილი თავისი ცხოვრებით, მომხიბვლელები და დამოუკიდებლები.
1. საიდუმლო ჰობი
გამოუყავით დრო საკუთარ თავს და იპოვეთ საიდუმლო საქმე, რომელიც ენერგიას შეგმატებთ და დაგეხმარებათ გააგრძელოთ ცხოვრება სახეზე ღიმილით. თქვენი საიდუმლო ჰობი არავის გაუმხილოთ! ის თქვენი პირადი საიდუმლო უნდა იყოს.
ეს შეიძლება იყოს: წიგნის კითხვა უჩვეულო ადგილას, იოგა, აუზი, სეირნობა მარტო, ლამაზ ადგილებში და სხვ... ზოგჯერ, სიჩუმეში წოლა და სასიამოვნო მომენტების გახსენება საუკეთესო წამალია ნერვული აშლილობის დროს.
2. ლამაზი საგნები
ლამაზი საგნები განწყობას ცვლის. ძვირფასი საცვალი, ფაიფურის ჭიქა ან ნებისმიერი ლამაზი ნივთი ხასიათს გაგიუმჯობესებთ. ნუ დაელოდებით განსაკუთრებულ შემთხვევას, ასეთი ნივთები ყოველდღიურად გამოიყენეთ. თვითშეფასების კოეფიციენტი, განსაკუთრებით ქალებში მცირდება იმის გამოც, რომ ჩვენ შევეჩვიეთ ყოველდღიურ ცხოვრებაში ულამაზო საგნების გამოყენებას.
3. ასიამოვნეთ სხვებს
თუ არ გინდათ შთააგონოთ საკუთარი თავი, ასიამოვნეთ სხვებს! ეს თქვენს ცხოვრებას გაცილებით უკეთესს გახდის. ხშირად ხდება, რომ ადამიანები საკუთარ „მეს“ კარგავენ. ცდილობენ სხვას დაემსგავსონ და საკუთარ პერსონას ივიწყებენ. არასოდეს დაივიწყოთ საკუთარი ინტერესები! იზრუნეთ იმაზე, რომ საკუთარი საქმე, ჰობი და გასართობი გქონდეთ. რაც უფრო მეტად დააფასებთ საკუთარ უნიკალურობას, მით მეტი შანსია, რომ სრულფასოვანი და ბედნიერი ცხოვრება გქონდეთ. ეცადეთ ყველაფერში ბალანსი დაიცვათ.
და ბოლოს, ძალიან მნიშვნელოვანია, შეიყვაროთ საკუთარი თავი და შეაფასოთ ის ღირსეულად!
კომენტარები
ახალი ამბები
კატეგორიები
- ავტო და მოტო0
- განათლება0
- თამაშები და გართობა0
- თვითგანვითარება0
- ტექნომანია0
- კულინარია0
- ცნობილი ადამიანები0
- რჩევები0
- ქალებისათვის0
- ელექტრონული წიგნები0
- ასტრონომია0
- ეს საინტერესოა0
- სპორტი და ფიტნესი0
- გასაოცარი ფაქტები0
- რელიგია და ფილოსოფია0
- მეცნიერება0
- ფსიქოლოგია0
- ფლორა და ფაუნა0
- ხელოვნება და ჰობი0
- ჯანმრთელობა0
- ლიტერატურა და პოეზია0
- ჩანახატები0
- ქალი და მამაკაცი0