როგორ გავამყაროთ მეგობრობა ქორწინებაში… » www.idealuri.ge
ქალი და მამაკაცი

როგორ გავამყაროთ მეგობრობა ქორწინებაში…

გააზიარეთ:

 

წარმატებული ქორწინებისთვის ყველაზე აუცილებელი ნამდვილი მეგობრობაა. პარტნიორები პირველ რიგში ყველაზე ახლო მეგობრები უნდა იყვნენ ერთმანეთისთვის, თუმცა თანაცხოვრების დროს ზოგჯერ რთულია რაღაცებზე თვალი დახუჭო და სწორედ ეს იწვევს პრობლემებს. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, როგორ გავამყაროთ მეგობრული ურთიერთობა:

 გახსოვდეთ მხოლოდ დადებითი – როდესაც რაღაცაზე გაბრაზდებით გაიხსენეთ თქვენი თაფლობისთვე, დრო, როდესაც ერთმანეთი მხოლოდ დადებითი კუთხით გყავდათ შეფასებული, გაიხსენეთ მომენტები, რომლებიც ერთად გაატარეთ მხიარულად და ეცადეთ ისინი აწმყოშიც გადმოიტანოთ.

 გამოხატეთ ინტერესი პარტნიორის მიმართ – აკეთებთ ერთად რაიმე სახალისოს? თუ არა, მაშინ ამის დროა. გარდა ამისა დაკავდით იმ საქმით, რაც თქვენს პარტნიორს სიამოვნებას ანიჭებს, უყურეთ მის საყვარელ ფილმს, წაიკითხეთ მისი საყვარელი წიგნი მასთან ერთად…

 აქციეთ ყოველდღიურობა პოზიტივად – გაინაწილეთ და ერთად აკეთეთ სახლის საქმე, ისაუბრეთ თქვენს მიზნებზე, გაუზიარეთ შეხედულებები.

 გიყვარდეთ უპირობოდ – რასაკვირველია, გამორიცხულია ერთმანეთში რაღაც უარყოფითი თვისება არ აღმოაჩინოთ, მაგრამ გიყვარდეთ პარტნიორი ამ ნაკლით, უპირობოდ.

 დაიჭირეთ მისი მხარე – არასოდეს თქვათ სხვასთან რაღაც მის საწინააღმდეგოდ, რადგან ეს მას მარტოსულობის შეგრძნებას გაუმძაფრებს.

ახალი ამბები

  • სომხეთი, საზღვრის დემარკაციის ფარგლებში, საქართველოსთვის სოფელ ჯილიზას დაბრუნებას გეგმავს. ინფორმაციას სომხური გაზეთი, „ჟოხოვურდი“ ავრცელებს. სოფელი ჯილიზა ორი ქვეყნის საზღვარზე, სომხეთის ლორის ოლქის ...
  • ტიტანიკი გამოიწერეთ ჩვენი არხი: https://goo.gl/eLYQVj მეორე არხი H1Ta : https://goo.gl/RLuxNu დონაციის ლინკი. https://streamlabs.com/h1ta (კოლაბორაცია/ბიზნესი/შეკითხები) ...
  • ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ, რომ აღდგომის წინა კვირაში მომხდარი საოცრებები – ეს ზენაარის მიერ მიცემული მინიშნებები იყო, რომელთა იგნორირება არაფრით არ შეიძლებოდა. არადა, საოცრებები ვნების კვირაში ...
  • The perfect ball handling, even while blindfolded The post Robert Lewandowski – I trickshot I appeared first on SKYSPORT.GE.
  • კატეგორიები

    ვინ მოიგებს ომს?

    ტეგების ღრუბელი