შენი ხასიათის არქიტექტორი » www.idealuri.ge
თვითგანვითარება

შენი ხასიათის არქიტექტორი

გააზიარეთ:

 

ფილმებში ან ფოტოებზე გინახავთ რა ლამაზია მზის სხივებში მოლივლივე ყინულის უზარმაზარი „ნაგლეჯი“ — აისბერგი.  თურმე, მის სილამაზეში იმალება საშიშროება.

აისბერგის თვალით უხილავი 90% მოქცეულია წყლის ქვეშ (გაიხსენეთ ტიტანიკი) და სწორედ  ამიტომაც, მასთან მიახლობა ხდება საშიში.

ადამიანების მსგავსება აისბერგთან ნიშანდობლივია. იმას რასაც ვხედავთ უცხო ადამიანში -ეს არის 10%.

პიროვნება — უფრო ღრმაა თავისი არსით და მისი „მთავარი“  იმალება, სწორედ იმ ზედაპირულობის ქვეშ, რასაც ის წარმოაჩენს.  ადამიანის ამ სიღრმისეულ ნაწილს შეუძლია ჩაძიროს  ან აიყვანოს ის ცხოვრების მწვერვალზე. (პრაქტიკულ ფსიქოლოგიის ტრენინგები მიმართულია, ადამიანის წარმატების განმაპირობებელ ფაქტორებზე).

აუცილებლია მეტი დრო  დაუთმოთ შინაგანი სამყაროს განვითარებას, რომელიც დაფარულია უცხო თვალისგან.

აუცილებელია გაცილებით მცირე დრო ხარჯოთ იმ საგნებსა და გარემოებებზე, რომლებიც ცხოვრებაში ნაკლებ მნიშვნელოვანია.

პიროვნების გარეგნული მხარე ვერასდროს იქნება, შინაგანზე მეტად მნიშვნელოვანი.

დაკვირვებიხართ როგორ აშენებენ მაღალ შენობებს. მშენებლებს სჭირდებათ თვეები მხოლოდ იმისთვის, რომ ჩაყარონ საძირკველი. კედლების ამოყვანაზე კი მიდის  ნაკლები დრო. როცა უყურებ მაღალ ნაგებობას ხვდები, რომ თვალით ხილული არ წარმოადგენს მთლიან არქიტექტურას. ნამდვილი სიმძლავრე  და ძალა  არის უხილავი, რომელმაც უნდა გაუძლოს მიწისძვრებს…

გახსოვთ ზღაპარი სამ გოჭზე?

ერთმა აიშენა სახლი თივისგან, მეორემ -ფიჩხისგან და მესამემ -აგურისგან. მოვიდა ბოროტი, ავი მგელი და ერთი სულის შებერვით დაანგრია ორი სახლი, გადარჩა მხოლოდ აგურის.

ანალოგიურად უნდა მოვიქცეთ, საკუთარი პიროვნების ფორმირებას. ბევრი დრო უნდა დავუთმოთ ხასიათს თვისებების ჩამიყალიბებას. ქარბუქები და მიწისძვრები ცხოვრებაში გარდაუვალია, ისევე როგორც ავი და ბოროტი მგლები.  მაშინ შეძლებთ სრულყოფილ  ცხოვრებას თუ თქვენი ფასეულობები იქნება დამყარებილი მძლავრ და ურყევ ხასიათზე, როგორც შენობა მყარ საძირკველზე.

ზოგი ფიქრობს, რომ ადამიანის ხასიათი ყალიბდება ბავშვობაში და მერე მის შეცვლა შეუძლებელია.  ეს, ასე არ არის.

ადამიანის ადრეულ ასაკში საფუძველი ეყრება და გამოიკვეთება მასში პიროვნული თვისებები, მაგრამ მოწიფულ ასაკში მან უნდა აიღოს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, თავისი პიროვნების განვითარებაზე და გააგრძელს ეს პროცესი მთელი შეგნებული ცხოვრება.

ზრდასრულ ადამიანს ვერავინ აიძულებს განავითაროს საკუთარი პიროვნება ან გახდეს მაღალი მორალური პრინციპების მატარებელი.

ეს არჩევანია და თქვენ ხართ, თქვენი ცხოვრების არქიტექტორი .

100 წლის წინ ევროპაში ცხოვრობდა პატარა ბიჭი, გვარად შიკლგრუბერი. მას არ ასწავლეს რა იყო კარგი და რა იყო ცუდი. ყოველ ჯერზე როცა ის  ხმამაღლა აცხადებდა თავის სურვილს გამხდარიყო მოძღვარი ან მხატვარი -დასცინოდნენ და აბუჩად იგდებდნენ. მას არ ჰქონდა მაგალითი სწორი მოქმედებების, ამიტომ ვერ შეიძინა ვერანაირუი ფასეულობა. რადგან თვლიდა, რომ არავის უყვარდა ოჯახში, გაიქცა სახლიდან. ის იყო ემოციურად დათრგუნული, მისი პიროვნული საძირკველი იყო მყიფე. მიუხედავად ყველაფრისა, ის გაიზარდა და გახდა დიდი კაცი რომელსაც ჰქონდა განუსაზღვრელი ძალაუფლება. მან შეიცვალა სახელი და ისტორიაში შევიდა როგორც ადოლფ ჰიტლერი.

ჰიტლერი იყო ნიჭიერი ბევრ რამეში, განსაკუთრებით  — კომუნიკაციაში. ის იყო ძალიან პატივმიყვარე, ბუნებრივად ქარიზმატული მაგრამ საბოლოო ჯამში, მისი პიროვნების გიგანტურმა ნაკლმა, მიიყვანა მილიონობით ადამიანი გარდაუვალ სიკვდილამდე.

 

როცა კითხულობ ისტორიულ ლიტერატურას, ყოველთვის არის ერთი რამ რაც აერთიანებთ  ბორიტ ადამიანებს — იყვნენ ნიჭიერები, მიზანსწრაფულები, შეეძლოთ სხვების მოხიბლვა და მასების მოზიდვა. ისინი პერიოდულად სჩადიოდნენ საგმირო საქმეებსაც, რითაც მოჰყავდა ხალხი აღფრთოვანებაში,  მაგრამ მათი სურვილები არ ცდებოდა მათ ინტერესებს.  ხასიათში ნაკლს ისინი მიჰყავდა შინაგან წინაამღდეგობებთან და დამანგრეველ ქმედებებთან.

ნიჭი და ქარიზმა როცა ერწყმება წარმატებას, მყარი ცხოვრებისეული ფასეულობების გარეშე — ის ხდება საშიში ტანდემი არა მარტო თავად პიროვნებისთვის, არამედ უთვალავი ადამიანისთვის.

შეიძლება წაიკითხოთ ათასობით წიგნი, დაიცვათ ხარისხი, მართოთ ქვეყანა ან უბრალოდ იყოთ ჩვეულებრივი მოსამსახურე ჩვეულებრივ სამსახურში. ეს ყველაფერი, ძლიერი პიროვნული ხასიათის და სწორი ფასეულობების გარეშეც, მაგრამ ყოველივე იქნება ზედაპირული და ვერ გაუძლებს ცხოვრებისეულ გამოწვევებს.

იმისათვის რომ აღზარდოთ ნამდვილი პიროვნება თავში, უნადა ჩამოაყალიბოთ გარკვეული ჩვევები. ეს არის პროცესი, გათვლილი მთელ ცხოვრებაზე. პირადად, მუდმივად დავდივარ ტრენინგებზე — შინ თუ გარეთ და ეს ცხოვრების წესად მექცა. ეს მაძლევს, წარმატებული ადამიანების გვერდით ზრდის, განვითრების, წინსვლის საშუალებას.

ძლიერი პიროვნება არ ყალიბდება შემთხვევით ან დროთა  განმავლობაში. უნდა გავაკეთოთ შეგნებული არჩევანი — ვიხარშოთ ერთფეროვნებაში, სერიალების ყურებაში, საკუთარ პრობლემებზე წუწუნში ან ვხდებით ძლერი, მისაბაძი…

როგორ მოვახერხოთ ეს?

საიდუმლო  იმალება გამონათქვამში რომელიც ერთ-ერთ სემინარზე მოვისმინე და  იქცა ჩემი ცხოვრების წესად:

 

„დათესე აზრი — მოიწიე მოქმედება“

„დათესე მოქმედება — მოიწიე ჩვევა“

„დათესე ჩვევა — მოიწიე პიროვნება“

„დათესე პიროვნება — მოიწიე ბედი“

 

პიროვნება — ეს არის ჯამი მისი აზრების და ჩვევების, რომელიც ფორმირდებოდა დიდი ხნის მანძილზე — დღიდან-დღემდე, წლიდან-წლამდე!

ჩვენს შესაძლებლობებს, ინდივიდუალიზმს, შინაგან ძალას, მოტივაციას, ნიჭს და შეუპოვრობას შეუძლია აგვიყვანოს დიდ სიმაღლეებზე, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ პიროვნულ ფასეულობებს შეუძლია გაგვაჩეროს ამ სიმაღლეზე.

ამ თემით მინდოდა მეთქვა, რომ ჩვენი ხასითის ფორმირება ჩვენსავე ხელშია.  ეს ყველას, უკლებლივ ყველას შეუძლია. მხოლოდ  ერთი პირობით, თუ ჩვენ ვიქნებით გახსნილი და მზად ახლის მისაღებად.

მადლობa, რომ დარჩით ჩემთან…

ახალი ამბები

  • სომხეთი, საზღვრის დემარკაციის ფარგლებში, საქართველოსთვის სოფელ ჯილიზას დაბრუნებას გეგმავს. ინფორმაციას სომხური გაზეთი, „ჟოხოვურდი“ ავრცელებს. სოფელი ჯილიზა ორი ქვეყნის საზღვარზე, სომხეთის ლორის ოლქის ...
  • 9 ივნისს Cavea Plus-ზე სერიალი “უხილავი თამაში” იწყება. ახალი ფსიქილოგიური თრილერი მარი ბექაურის წიგნის ეკრანიზაციაა. მთავარ როლებში: გივიკო ბარათაშვილი, ნინა ლორთქიფანიძე, ნინო კასრაძე, ...
  • ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ, რომ აღდგომის წინა კვირაში მომხდარი საოცრებები – ეს ზენაარის მიერ მიცემული მინიშნებები იყო, რომელთა იგნორირება არაფრით არ შეიძლებოდა. არადა, საოცრებები ვნების კვირაში ...
  • Ipl 2025 all 10 teams new jersey….! #lpi #shorts #ytshorts #shortsfeed #cricket #trendingshorts in this video is changing the ipl 2025 all 10 team new jersey DISCLAIMER :- Copyright Disclaimer ...
  • კატეგორიები

    ვინ მოიგებს ომს?

    ტეგების ღრუბელი