ტელესკოპი არ ადიდებს ობიექტების გამოსახულებას, როგორც ბევრს ჰგონია, არამედ მათგან წამოსულ სინათლეს აგროვებს. რაც უფრო დიდია ტელესკოპის სინათლის შემკრები მთავარი ელემენტის (ლინზა ან სარკე) დიამეტრი, მით მეტ სინათლეს აგროვებს იგი. მნიშვნელოვანია, რომ სწორედ შეგროვილი სხივების საერთო რაოდენობაზეა დამოკიდებული დანახულის დეტალიზაცის დონე, იქნება ეს შორეული ლანდშაფტი თუ სატურნის რგოლები. გადიდება, ანუ ტელესკოპის ძალაც მნიშვნელოვანი მონაცემია, თუმცა ობიექტების დეტალიზაციაზე ის დიდ გავლენას ვერ ახდენს.
რაც უფრო დიდია შუქშემკრები ელემენტი, მით მეტია გამოსახულების სიმკვეთრე და დეტალიზაცია. ადამიანის თვალიც ზუსტად ასეა მოწყობილი, თუმცა თვალის ბუნებრივი ლინზის ზომა გაცილებით მცირეა ნებისმიერი დაბალი სიმძლავრის ტელესკოპის ლინზაზე. რაიმე ობიექტიდან არეკლილი სინათლე ყველა მიმართულებით ვრცელდება, ტელესკოპი კი ამ ანარეკლს აგროვებს და ერთ წერტილში მიმართავს.
რეფრაქტორი
არსებობს სამი ძირითადი ტიპის ტელესკოპი – ლინზიანი, სარკიანი და სარკე-ლინზიანი ტელესკოპი.
სინათლის სხივების გარდამტეხი ტელესკოპი, ანუ რეფრაქტორი. სინათლის მთავარი შემკრები ელემენტი ამ შემთხვევაში არის ლინზა (გამადიდებელი). ლინზების დიამეტრი შეზღუდულია (ყველაზე დიდი 101 სმ.), რადგან სქელი ლინზა თვითონვე შთანთქავს ძალიან ბევრ სინათლეს.
რეფლექტორი
ყველაზე გავრცელებულია ჩაზნექილ სარკიანი ტელესკოპი, ანუ რეფლექტორი. ის პოპულარულია მოყვარულთა შორისაც, რადგან არ არის ძვირი. ეს არის ამრეკლი ტელესკოპი, მასში სინათლის შეგროვება და გამოსახულების ფორმირება ხდება ჩაზნექილი მთავარი სარკით, ხოლო მეორედი პატარა კი შეგროვილ სინათლეს თვალისკენ მიმართავს. სარკიანი ტელესკოპებით შესაძლებელია კვლევების ჩატარება ინფრაწითელ დიაპაზონშიც. ამ დიაპაზონში იმუშავებს მომავალში (2021 წ. ?) ჯეიმს ვების სახელობის კოსმოსური ტელესკოპიც. ეს გამოსხივება ადვილად გადის კოსმოსური ნესლეულების სქელ ფენებში და მათ უკან დამალული ობიექტების დანახვის საშუალებას გვაძლევს.
“ჯეიმს ვების” მთავარი სარკე არ არის მთლიანი, ის მცირე სარკეებისაგან (18 ცალი) შედგება და მათი საერთო დიამეტრი 6,5 მეტრი იქნება.
რადიო ტელესკოპი
რადიოტელესკოპის მუშაობის პრინციპიც იგივეა. თუმცა ამრეკლი რკინის ზედაპირი გაცილებით დიდია, ვიდრე ოპტიკური ტელესკოპის სარკე ან ლინზა. მსოფლიოში ყველაზე დიდი რადიო ტელესკოპის დიამეტრი 500 მეტრია (ჩინეთი), მეორე ადგილოსანი კი არესიბოს რადიოტელესკოპი იყო (პუარტერიკო) – 300 მეტრი.
არესიბოს ტელესკოპი თავისი ზომის გამო, ჩამქრალი ვულკანის კრატერშია უძრავად ჩამონტაჟებული, მისი რომელიმე ობიექტისკენ მიმართვა შეუძლებელია. ის დედამიწასთან ერთად ტრიალებს და იქედან იღებს სიგნალს, საითკენაცაა მიბრუნებული იმ დროისთვის დედამიწა (ამ ტელესკოპზე მუშაობდა პროგრამა SETI-ც, არამიწიერი ცივილიზაციებისაგან გამოგზავნილი სიგნალების ძებნა).
ინტერფერომეტრი
ბრუნვის პრობლემის გადაწყვეტა ე.წ. ინტერფერომეტრი ტელესკოპის საშუალებით მოხერხდა. ასეთი ტელესკოპი მრავალი ერთნაირი პატარა რეფლექტორისგან შედგება, რომლებიც ერთ საერთო მიმღებთან არის მიერთებული. რეფლექტორების ზუსტ შებრუნებას კომპიუტერი აკონტროლებს.
არსებობს აგრეთვე რენტგენის (ყველაზე ცნობილი კოსმოსური ობსერვატორია “ჩანდრა“), გამა, რელიქტური (cobe, wmap, “პლანკი“) გამოსხივებისა და ნეიტრინული (მიწისქვეშა) ობსერვატორიებიც. ასევე, გრავიტაციული ტალღების ლაზერული ინტერფერომეტრიის ობსერვატორიები – LIGO (აშშ), VIRGO (საფრანგეთი, იტალია), KAGRA (იაპონია).
კომენტარები
ახალი ამბები
კატეგორიები
- ავტო და მოტო0
- განათლება0
- თამაშები და გართობა0
- თვითგანვითარება0
- ტექნომანია0
- კულინარია0
- ცნობილი ადამიანები0
- რჩევები0
- ქალებისათვის0
- ელექტრონული წიგნები0
- ასტრონომია0
- ეს საინტერესოა0
- სპორტი და ფიტნესი0
- გასაოცარი ფაქტები0
- რელიგია და ფილოსოფია0
- მეცნიერება0
- ფსიქოლოგია0
- ფლორა და ფაუნა0
- ხელოვნება და ჰობი0
- ჯანმრთელობა0
- ლიტერატურა და პოეზია0
- ჩანახატები0
- ქალი და მამაკაცი0