თუ თმები ძალიან გეხვევათ, თქვენთვის კატეგორიულად აკრძალულია… იმისათვის, რომ უკანასკნელი ტენი არ დაუკარგოთ და მტვრევადი არ გახადოთ » www.idealuri.ge
ჯანმრთელობა

თუ თმები ძალიან გეხვევათ, თქვენთვის კატეგორიულად აკრძალულია… იმისათვის, რომ უკანასკნელი ტენი არ დაუკარგოთ და მტვრევადი არ გახადოთ

გააზიარეთ:

 

მე სწორი თმები მაქვს, აი ჩემ მეგობარ ირინას კი ძალიან ხვეული, თითქმის ხუჭუჭა. ყოველთვის ასეთ ვარცხნილობაზე ვოცნებობდი და პერიოდულად თმებს ბიგუდებით ვიხვევდი ან ღამით თმას ვიბწნიდი, რომ დილით ლამაზი ხვეულები მქონოდა. ირინას, კი პირიქით, ყოველთვის სწორი თმები სურდა. ყველაფერი იმიტომ, რომ ხვეული თმების მოვლა მარტივი არაა.

ხუჭუჭ თმას შეუძლია თქვენი გარეგნული მხარე გახადოს როგორც საინტერესო, ისე საბოლოოდ გაანადგუროს! ასეთი თმები ბოლოებში თხელი და მშრალია. ძალიან ხშირად გოგოები ვარცხნის დროს თმის ცვენის და ზრდის პროცესის შენელების პრობლემებს აწყდებიან.

ხვეული თმები ეს საჩუქარია, რომელიც განსაკუთრებულ მოვლას მოითხოვს. თუ ხვეულ თმას სათანადო ყურადღებას არ მიაქცევთ, ისინი გაჩეჩილ ნეჭას დაემსგავსება. თუმცა თუ მათ სწორად მოვუვლით, შესანიშნავ სტილს და ცოცხალ უნიკალურ იმიჯს მიიღებთ, რომელიც შეიძლება თქვენი სავიზიტო ბარათი გახდეს.

 

ჩვენ გადავწყვიტეთ ყველა ხვეული და ხუჭუჭა თმების მქონე ადამიანს დავეხმაროთ. ჩვენ მოგიმზადეთ რამდენიმე სასარგებლო რჩევა, ასევე თმის ლამინირების ნიღბის რეცეპტი, რომელსაც სახლშიც მარტივად დაამზადებთ. შედეგი სასიამოვნოდ გაგაოცებთ!

ხვეული თმის მოვლის საშუალებები

ხუჭუჭა თმის მოვლის პროცესი სწორი თმის მოვლისგან განსხვავდება. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ხუჭუჭა თმები თავისი სტრუქტურით უჯრედულ დონეზე განსხვავდება.

სწორ თმებში უჯრედების გამოყოფის პროცესი თანაბრად ვრცელდება. თმას სწორი ფორმა აქვს. ხვეული თმის შემთხვევაში გამოყოფა არათანაბრად ხდება (უჯრედები სხვადასხვა მხარეს სხვადასხვანაირი რაოდენობით ყალიბდება). ხვეული თმები ჯერ ერთი მიმართულებით იზრდება, შემდეგ მეორე, რის გამოც უჯრედები მონაცველობით თმის სხვადასხვა მხარეს ვითარდება.

თმის ღერო იღუნება. დამატენიანებელი, რომლებიც ბოლოებიდან მთელ სიგრძეზე ისმება თმის ძირამდე ვერ აღწევს, შედეგად ხუჭუჭა თმა უფრო მოღუნული, მტვრევადი ხდება გაყოფილი ბოლოებით. აი, ასე უმართლებთ ხუჭუჭა თმების პატრონებს!

1. ხვეული თმის ზრუნვის დაწყებისას, პირველ რიგში ყურადღება შამპუნის არჩევანს უნდა მიაქციოთ. შამპუნი ხვეული თმისთვის სხვებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. ასეთ შამპუნებში საკმაო რაოდენობის ზეთია (ჟოჟობას ზეთი, ნუშის ზეთი). ისინი თმის გაძლიერებას უწყობენ ხელს, კვებავენ თავის კანს და ცხიმის ჯირკვლის მუშაობას არეგულირებენ.

 

2. არავითარ შემთხვევაში არ უნდა აირჩიოთ შამპუნი, რომელიც თმას მოცულობას მიანიჭებს. მოცულობის მქონე შამპუნის წყალობით თმა ნამდვილი ცხვარივით გექნებათ. გარდა ამისა, სილიკონები, რომლებიც ასეთ საშუალებებში არის, თმას ტენს ართმევენ, კიდევ უფრო მტრევადს ხდიან.

3. შამპუნის გარდა, თქვენ გჭირდებათ დამატებითი საშუალება ბალზამის და კონდიციონერის სახით. ისინი თმის ხვეულებს გაასწორებს და სტატიკურ ეფექტს (თმა რომ არ დაიმუხტოს) გააქრობს. და გაყოფილი ბოლოებისგან დაგიცავთ.

4. ასევე ხუჭუჭა თმებს ხელს არ შეუშლის ისეთი პროცედურა, როგორიცაა ლამინირება.

 

ხუჭუჭა თმის ლამინირება სახლის პირობებში

ლამინირება თმის არა მხოლოდ გარეგნულ მხარეს აუმჯობესებს, არამედ აჯანსაღებს, მას უფრო დამყოლს და სწორს ხდის, უბრუნებს ბრწყინვალებას.

ნამდვილად ჯადოსნური საშუალებაა, რომელიც ძალიან დაზიანებულ თმასაც სიცოცხლეს დაუბრუნებს. თუმცა ეს პროცედურა საკმაოდ ძვირი ღირს. ვინც, ოჯახის ბიუჯეტზე ეკონომიას აკეთებს, ამასთან სურს კარგად გამოიყურებოდეს, სახლის პირობებში ჟელატინით ლამინირების პროცესი გამოადგებათ.

 

ჟელატინი სახლში ყველა დიასახლისს ალბათ აქვს, თუმცა არ არსებობს შემთხვევაში მისი შეძენა სირთულეს არ წარმოადგენს. პროდუქტი ძვირი არ ღირს, სწორედ ამიტომ ნებისმიერი ქალის ჯიბე გაწვდება. ლამინირების პროცესი დიდ დროს არ მოითხოვს.

ჟელატინით ლამინირების ეფექტით ყველას გამოადგება გამონაკლისის გარეშე. უკუჩვენება არ ყოფილა. ჟელატინი თმის ბევრ პრობლემას მოგაშორებთ: დაზიანებული გაყოფილი ბოლოები, თხელი და მტვრევადი ხვეულები. ასევე თმას სიძლიერეს და ბწყინვალებას მიანიჭებს.

მასალები:

  • 1 გ ჟელატინი
  • 3 ს.კ. ოდნავ გრილი ადუღებული წყალი
  • 1/2 ს.კ. თმის ბალზამი
  • 1 ჩ.კ. ლიმონის წვენი
  • მომზადება:

    1. ჟელატინი კომფორტულ ჭურჭელში გადმოასხით, დაუმატეთ ოდნავ გაგრილებული მდუღარე წყალი და კარგად აურიეთ. ჭურჭელს თავსახური დაახურეთ და 20 წუთით გასაბერვებლად გააჩერეთ. თუ ამის შემდეგ ბურთულები დარჩება, ნარევი გააცხელეთ, რომ მთლიანად გაიხსნას.

    ეცადეთ ნარევი ადუღებამდე არ მიიყვანოთ, რადგან ასეთ შემთხვევაში ჟელატინი თავის თვისებას კარგავს და სწრაფად იწვება.

    2. მიღებულ ნარევს თმის ბალზამი დაუმატეთ, რომელსაც თმის დაბანის დროს ჩვეულებრივ იყენებთ. თუ ძალიან თხევადი მასა გამოვიდა, დაუმატეთ მცირე რაოდენობით ბალზამი, თუმცა გადაჭარბება არ ღირს, წინააღმდეგ შემთხვევაში სასურველ ეფექტს ვერ მიაღწევთ.

    3. თმები შამპუნით ჩამოიბანეთ, შემდეგ პირსახოცით შეიმშრალეთ ისე, რომ თმა ოდნავ სველი დარჩეს. ახლა თმაზე მიღებული ნარევი თამამად წაისვით.

     

    4. თავი საკვები ცელოფნით ან პოლიეთილენის პარკით შეიხვიეთ და ზემოდან სპეციალური ქუდი ან პირსახოცი შემოიხვიეთ.

    უფრო კარგი ეფექტისთვის თმა ფენით 15 წუთის განმავლობაში გააცხელეთ. ასე ლანიმატორი თმის ფორებში შეაღწევს. თუმცა გაცხელება აუცილებელი არაა.

    5. გახურების შემდეგ თმა ნარევში კიდევ ნახევარი საათით გაიჩერეთ, შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ჟელატინი თმას ადვილად მოშორდება, ეფექტის გასამყარებლად შეგიძლიათ ლიმონის წვენში გახსნილი წყალი (1 ჩ/კ 1 ლ წყალზე) შეისხუროთ.

    6. მოცემული პროპორციები მოკლე თმაზე არის გათვალისწინებული. გრძელი ხვეული თმის მქონე პატრონებმა რაოდენობა უნდა გაზარდონ. მომზადების დროს უნდა გაითვალისწინოთ, რომ ერთ ნაწილ ჟელატინს 3 ნაწილი სითხე ემატება (შემადგენლობისგან დამოუკიდებლად). 

    ხუჭუჭა თმები – ეს საჩუქარია! სწორედ ასეთი დამოკიდებულება უნდა გქონდეთ თმების მიმართ. საერთოდ არაა საჭირო ყოველდღე ფენით თმის დასწორება. ცოტაოდენი ძალისხმევა თქვენი ხვეული თმები დამყოლი და ბრწყინვალე გახდება.

    არ დაგავიწყდეთ ეს სტატია მეგობრებს  გაუზიარეთ. შესაძლოა მათთვის ეს თემა საინტერესო იყოს!

ახალი ამბები

  • სომხეთი, საზღვრის დემარკაციის ფარგლებში, საქართველოსთვის სოფელ ჯილიზას დაბრუნებას გეგმავს. ინფორმაციას სომხური გაზეთი, „ჟოხოვურდი“ ავრცელებს. სოფელი ჯილიზა ორი ქვეყნის საზღვარზე, სომხეთის ლორის ოლქის ...
  • ტიტანიკი გამოიწერეთ ჩვენი არხი: https://goo.gl/eLYQVj მეორე არხი H1Ta : https://goo.gl/RLuxNu დონაციის ლინკი. https://streamlabs.com/h1ta (კოლაბორაცია/ბიზნესი/შეკითხები) ...
  • ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ, რომ აღდგომის წინა კვირაში მომხდარი საოცრებები – ეს ზენაარის მიერ მიცემული მინიშნებები იყო, რომელთა იგნორირება არაფრით არ შეიძლებოდა. არადა, საოცრებები ვნების კვირაში ...
  • The perfect ball handling, even while blindfolded The post Robert Lewandowski – I trickshot I appeared first on SKYSPORT.GE.
  • კატეგორიები

    ვინ მოიგებს ომს?

    ტეგების ღრუბელი