ცხოვრებაში რაღაცები ლოგიკის ზღვარს ცდება. რეალურად სიმართლე ხშირად არალოგიკური, პარადოქსული და უცნაურია.
მოდი დავფიქრდეთ…
-
რაც უფრო ვცდილობთ ვინმეს თავი მოვაწონოთ, უფრო ნაკლებად გამოგვდის.
და რაც უფრო ვციდლობთ შთაბეჭდილების მოხდებას, უფრო უფერულები ვჩანვართ ხოლმე. გადამეტებული მცდელობები არავის უყვარს. სიმართლე კი ისაა, რომ თუ ჩვენ თავებს ისეთებს მივიღებთ და შევიყვარებთ, როგორებიც ვართ, არაფრის მცდელობა არ დაგვჭირდება, ისეთები ვიქნებით, როგორებიც ვართ. ბუნებრიობა კი უფრო მომხიბლავია ხოლმე.
-
რაც უფრო გვჭირდება დახმარება, მით უფრო რთულია მისი მიღება.
მოდით, ასეთი სიტუაცია წარმოვიდგინოთ:
ქუჩაში ორი სხვადასხვა ადამიანი გაჩერებთ, ერთი უსახლკარო ადამიანია, მეორე კი – ბილ გეითსი. ორივე 100 დოლარს გთხოვთ.
იმის შანსი რომ 100 დოლარი ბილ გეითსს მისცეთ უფრო დიდია და ამას კვლევებიც ადასტურებს.
რადგან ვიცით, რომ მას არ სჭირდება, უფრო მარტივად ვიმეტებთ მისთვის. უსამართლო ჩანს, მაგრამ ცხოვრების რეალობა ასეთია. თავადაც დააკვირდით.
ყველაზე მარტივი გოგოს გაცნობა მაშინაა, როცა უკვე გყავს პარტნიორი.
ყველაზე მარტივი სამუშაოს მოძებნა მაშინაა, როცა უკვე დასაქმებული ხართ.
ყველაზე მარტივად სესხს მაშინ მიიღებთ, როცა ის არ გჭირდებათ.
-
Catch-22
ჯოზეფ ჰელერმაც გვითხრა და ისედაც ვიცოდით.
სამსახურში მისაღებად გამოცდილებას გვთხოვენ. გამოცდილებას კი ვერ ვიღებთ, რადგან სამსახურში არ გვიღებენ.
ეს უფრო თანამედროვეობის უსამართლო პარადოქსია…
-
რაც მეტჯერ არ გამოგვივა, მეტად გაიზრდება ჩვენი წარმატების შანსი.
ცუკერბერგმა გვითხრა, სწრაფად იმოძრავეთ და გზად ყველაფერი დალეწეთ, თუ არა და საკმარისად სწრაფები არ ყოფილხართო. თუ წარმატება გინდათ, სწრაფად დამარცხდითო.
მარცხებით იმას ვგებულობთ, რა ამართლებს და რა არა, რა გამოგვადგება და რა არა. მარტო მარცხიც არ გვეყოფა, მთავარია შეცდომებით ვისწავლოთ და იგივე აღარ გავიმეოროთ.
ზოგს მარცხის ეშინია და ამის გამო მცდელობასაც ივიწყებენ. თუ არ ვცდით, ვერც ვერასდროს გავიგებთ გამოგვივიდოდა თუ არა, ის შანსი რომ გამოგვეყენებინა.
მარცხის კი არა გამოუყენებელი შესაძლებლობების გვეშინოდეს, სჯობს. გაფლანგული დროის და გაფლანგული ნიჭის. დე ნირომაც ხო გვითხრა “ბრონქსულ ამბავში” გაფლანგული ნიჭი ყველაზე დიდი უბედურებააო. მას მაინც დავუჯეროთ…
-
რაც მეტს ვსწავლობთ, მით უფრო ვხვდებით თუ რა ცოტა ვიცით.
სოკრატე ზუსტად ამას გვეუბნებოდა. რაც მეტ რამეს ვგებულობთ, უფრო მეტი კითხვები გვიჩნდება. ჩვენი მიკროსამყაროც ფართოვდება და სიცარიელეები ჩნდება, რომელიც ახალი ცოდნით უნდა შეივსოს…
“ჩვენ არაფერი ვიცით. ჩვენი ცოდნა სკოლის მასალით შემოიფარგლება და საგნების რეალურ ბუნებას ვერასდროს შევიცნობთ.” – ასე ფიქრობდა აინშტაინი, თუმცა დღეს მრავლად გვყავს ყველაფრისმცოდნეები… ალბათ მის დროში ყველას დაჩრდილული ეყოლებოდა ალბერტი.
მხოლოდ იდიოტები ფიქრობენ, რომ ყველაფერი იციან. ის რომ, სხვებზე მეტი ცოდნა გაქვთ, არაფერს ნიშნავს. უბრალოდ არსებობენ ადამიანები, რომლებიც დანარჩენებზე ნაკლებად უგნურები არიან.
“მე ყველაზე ბრძენი ადამიანი ვარ ამ ქვეყანაზე, რადგან მხოლოდ ერთი რამ ვიცი, რომ არაფერი არ ვიცი.” -სოკრატე.
-
ბედნიერების ძიებაში უფრო უბედურები ვხდებით.
ბედნიერება თუ გინდათ, ნუ ცდილობთ თავის მოჩვენებას.
უბედურების ერთერთი მთავარი მიზეზი, ბედნიერებისკენ სწრაფვაა.
ბედნიერებას ვერ იპოვით. ის არც ნივთია და არც ადგილი.
ბედნიერება უბრალოდ მდგომარეობაა და ის მაშინ მოდის როცა ვეგუებით იმას რაც არის.
იგივე პრინციპით, რაც მეტად გვეშინია სიკვდილის, მეტად გვირთულდება ცხოვრებით სიამოვნების მიღება.
-
რაც უფრო კომუნიკაბელურები ვხდებით, მით უფრო მარტოსულად ვგრძნობთ თავს.
სამწუხაროა მაგრამ, გართობა სულიერად ვერ გვავსებს ხოლმე. ურთიერთობა მომენტალურ ბედნიერების განცდას გვანიჭებს ხოლმე, თუმცა მერე ვხვდებით როგორი მარტოსულები ვართ.
ალბათ იმიტომ, რომ ბედნიერებას სხვებში ვერ იპოვი, მარტო დავიბადეთ და მარტო მოვკვდებით. ჯერ საკუთარ თავთან უნდა მოვაგვაროთ რაღაცები…
-
რაც უფრო გვეშინია მარცხის, მეტია მისი შანსი.
კიდევ ერთი ცხოვრებისეული უსამართლობა. ზემოთაც იგივე ვთქვით, რაც მეტად გვსურს, ნაკლებად გამოგვდის ხოლმე.
-
ორმაგი სტანდარტები.
“საკუთარ თავებს გეგმებით და მისწრაფებებით განვსჯით, სხვებს კი მოქმედებებით.” – სტივენ კოვეი.
გამართლების პოვნა მარტივია, თუ რაღაცას გავაფუჭებთ, ამის მიზეზს ვიპოვით, სხვამ თუ გააფუჭა იდიოტი ყოფილა და არ უნდა ვაპატიოთ. ჩვენც ასე ვართ და სხვა ყველაც.
კომენტარები
ახალი ამბები
კატეგორიები
- ავტო და მოტო0
- განათლება0
- თამაშები და გართობა0
- თვითგანვითარება0
- ტექნომანია0
- კულინარია0
- ცნობილი ადამიანები0
- რჩევები0
- ქალებისათვის0
- ელექტრონული წიგნები0
- ასტრონომია0
- ეს საინტერესოა0
- სპორტი და ფიტნესი0
- გასაოცარი ფაქტები0
- რელიგია და ფილოსოფია0
- მეცნიერება0
- ფსიქოლოგია0
- ფლორა და ფაუნა0
- ხელოვნება და ჰობი0
- ჯანმრთელობა0
- ლიტერატურა და პოეზია0
- ჩანახატები0
- ქალი და მამაკაცი0