ნამდვილი გემრიელი კივის გაზრდა ფანჯრის თაროზე - მარტივია! აი, როგორ უნდა მოიქცეთ. » www.idealuri.ge
ცნობილი ადამიანები

ნამდვილი გემრიელი კივის გაზრდა ფანჯრის თაროზე - მარტივია! აი, როგორ უნდა მოიქცეთ.

გააზიარეთ:

 

კივის გაზრდა არა მხოლოდ რეალური, არამედ სასიამოვნოა და დიდ ხარჯს არ მოითხოვს. თქვენ
უბრალოდ უახლოეს სურსათის მაღაზიაში ყველაზე მწიფე კივი უნდა შეარჩიოთ. ის რბილი და
ხარვეზების გარეშე უნდა იყოს. კივის რამდენიმე პოპულარული ჯიში არსებობს, მაგრამ ყველა მათგანის
გაზრდა და განვითარება სახლის პირობებში არ შეუძლიათ.
კივს ძალიან უყვარს სინათლე და სითბო, ამიტომ მის დასარგავად და გასაზრდელად მზიანი ფანჯრის
რაფაზე გამოყავით ადგილი, ორპირი ქარის გარეშე. დასათესად საუკეთესო დროა მარტიდან მაისამდე. 

როგორ გავზარდოთ კივი სახლის პირობებში

 

გარეცხეთ ხილი და რამდენიმე ნაწილად დაჭერით. რბილობი დასრისეთ. მიღებული ფაფა თბილი
წყლით სავსე ჭიქაში ჩადეთ, აურიეთ და ცოტა გაგრილება აცადეთ.
კარგად გარეცხეთ, ისე რომ რბილობი მოაშოროთ და თესლები დარჩეს. თესლები სალფეთქზე ან
ქაღალდის ხელსახოცზე დადეთ და გააშრეთ. 2-4 საათის შემდეგ კივის თესლები ბინტში ან ნაჭერში
გაახვიეთ და თეფშზე დადეთ. დაუმატეთ ცოტა ცხელი წყალი ისე, რომ მან თესლი გაჟღინთოს ისე, რომ
თეფშის დახრის დროს წყალი არ გადმოიღვაროს.
თესლს თხელი ფენა დააფარეთ და თბილ მზიან ადგილას დადგით. ღამით ფენა გადახსენით ან
საერთოდ მოაშორეთ. დილით საჭირო რაოდენობის წყალი დაასხით. 7-10 წუთის შემდეგ კივის განვითარება შენელდება. კარგ პირობებში ყვავილები და ნაყოფი მე-3 და მე-4 წელს გამოდის. 

აირჩიეთ მცენარის შესაბამისი ქოთანი. უმჯობესია თუ ტროპიკული ლიანისთვის განკუთვნილ
გამზადებულ ნიადაგს გამოიყენებთ. წყლის აბანოში ორი საათის განმავლობაში გააჩერეთ. 5-10 მმ-ს
დაშორებით 2-3 თესლი დარგეთ. მსუბუქად მიწით დაფარეთ. დაასხით ოთახის ტემპერატურის წყალი
და ქსოვილით მჭიდროდ შეახვიეთ. ქოთანი თბილ მზიან ადგილას დადეთ.

 

პროცესი ნელდება და თვეში 2-3-ჯერ მორწყვა საკმარისია. ვეგეტაციის პერიოდში (გაზაფხული და
ზაფხული) მცენარეებს უფრო მეტი ტენი სჭირდებათ, ასე რომ თქვენ უფრო ხშირად, კვირაში 2-ჯერ
უნდა მორწყათ. გარდა ამისა, ცხელ ზაფხულში კივი უნდა დანამოთ. რეგულარულად გამოახშირეთ მცენარე, რომ მათ ერთმანეთს ხელი არ შეუშალონ. საწყის ეტაპზე
შეგიძლიათ უბრალოდ მიწიდან ამოიღოთ. მოგვიანებით უმჯობესია ასე არ მოიქცეთ, რადგან კივის
ფესვების სისტემა ძალიან სწრაფად იზრდება. ყველაზე სწორი ვარიანტი არასასურველი წამონაზარდის
გადაჭრა იქნება. თავად სცადეთ კივის სახლში გაზრდის მეთოდი და ეს ტროპიკული მცენარე ყოველდღე გულს
გაგიხარებთ. რამდენიმე წელში მისი ნაყოფითაც პირს ჩაიტკბარუნებთ!
უამბეთ მეგობრებს, თუ სახლის პირობებში ნამდვილი ტროპიკული მცენარე როგორ გაზარდოთ!


 

ახალი ამბები

  • სომხეთი, საზღვრის დემარკაციის ფარგლებში, საქართველოსთვის სოფელ ჯილიზას დაბრუნებას გეგმავს. ინფორმაციას სომხური გაზეთი, „ჟოხოვურდი“ ავრცელებს. სოფელი ჯილიზა ორი ქვეყნის საზღვარზე, სომხეთის ლორის ოლქის ...
  • ტიტანიკი გამოიწერეთ ჩვენი არხი: https://goo.gl/eLYQVj მეორე არხი H1Ta : https://goo.gl/RLuxNu დონაციის ლინკი. https://streamlabs.com/h1ta (კოლაბორაცია/ბიზნესი/შეკითხები) ...
  • ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ, რომ აღდგომის წინა კვირაში მომხდარი საოცრებები – ეს ზენაარის მიერ მიცემული მინიშნებები იყო, რომელთა იგნორირება არაფრით არ შეიძლებოდა. არადა, საოცრებები ვნების კვირაში ...
  • The perfect ball handling, even while blindfolded The post Robert Lewandowski – I trickshot I appeared first on SKYSPORT.GE.
  • კატეგორიები

    ვინ მოიგებს ომს?

    ტეგების ღრუბელი