ყველასათვის ცნობილია როგორი სასარგებლოა სუფთა ჰაერზე სეირნობა. განსაკუთრებით კი ბავშვებისათვის.
ახლა ზამთარია და ზოგიერთი მშობელი ფიქრობს, რომ ბავშვის სუფთა ჰაერზე გაყვანა საშიშია მისი ჯანმრთელობისათვის. ექიმები გვარწმუნებენ, რომ ბავშვის გასეირნება ყველანაირ ამინდშია შესაძლებელი. მთავარია მათ ამინდის შესაფერისად ჩავაცვათ და გასვლის წინ აუცილებლად შევხედოთ თერმომეტრს. ქარიან და წვიმიან ამინდში მაინცდამაინც სასიამოვნო არ არის სეირნობა. აქ დედობრივი ინტუიციით უნდა გადაწყვიტოთ ღირს თუ არა სასეირნოდ წასვლა.
სანამ ჩასაცმელს ავარჩევთ, უნდა გვახსოვდეს, რომ, ყველაფერში ზომიერებაა საჭირო. დაკვირვებები აჩვენებს, რომ ძალიან ჩათბუნებული ბავშვები უფრო ხშირად ავადმყოფობენ. არ უნდა დავივიწყოთ, რომ ბავშვებისათვის გადახურება და გაოფლიანება უფრო საშიშია, ვიდრე ცოტათი შეციება. ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ პატარები ჩვენზე მეტად აქტიურები არიან და მუდმივი მოძრაობა უფრო ათბობს ორგანიზმს, ვიდრე ქურქი.
სპეციალისტები გვირჩევენ, რომ აქტიურ ბავშვებს ისე ჩააცვათ, როგორც თქვენ იცვამთ. თუ ბავშვი ეტლით, მჯდარ მდგომარეობაში სეირნობს, მაშინ მას ტანსაცმლის კიდევ ერთი ფენა უნდა დაამატოთ.
ზოგიერთი დედა ფიქრობს, რომ ქუჩაში ყოფნა 1 საათზე მეტ ხანს არ შეიძლება. არც ესაა სწორი. მკაცრი წესები დროის შეზღუდვის შესახებ არ არსებობს. ძალიან ბევრია დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად გაკაჟებულია თქვენი შვილი. მნიშვნელოვანია ბავშვის ასაკიც და ამინდიც. ასე, რომ,… აქაც არ გაწყენთ დედობრივი ინტუიცია. ყველა შემთხვევაში ორიენტირებული უნდა იყოთ ბავშვის მდგომარეობაზე. თუ მას შესცივდა, უხასიათოდაა და დისცომფორტს განიცდის, დაუყოვნებლივ უნდა წაიყვანოთ სახლში, მაგრამ თუ თბილად გრძნობს თავს და მხიარულადაა, შეიძლება გაახანგრძლივოთ სეირნობის დრო.
სიცივე უკეთესი ასატანია, როცა მუცელი სავსეა. ამიტომ სახლიდან გასვლის წინ კარგად უნდა მიირთვათ და სეირნობა უფრო სასიამოვნო იქნება თქვენთვის!
კომენტარები
ახალი ამბები
კატეგორიები
- ავტო და მოტო0
- განათლება0
- თამაშები და გართობა0
- თვითგანვითარება0
- ტექნომანია0
- კულინარია0
- ცნობილი ადამიანები0
- რჩევები0
- ქალებისათვის0
- ელექტრონული წიგნები0
- ასტრონომია0
- ეს საინტერესოა0
- სპორტი და ფიტნესი0
- გასაოცარი ფაქტები0
- რელიგია და ფილოსოფია0
- მეცნიერება0
- ფსიქოლოგია0
- ფლორა და ფაუნა0
- ხელოვნება და ჰობი0
- ჯანმრთელობა0
- ლიტერატურა და პოეზია0
- ჩანახატები0
- ქალი და მამაკაცი0