როგორი ადამიანი ვარ » www.idealuri.ge
თვითგანვითარება

როგორი ადამიანი ვარ

გააზიარეთ:

 

მოდი ერთი წუთით დავფიქრდეთ, რომ გვქონდეს არჩევანის საშუალება, როგორი ადამიანი ვიქნებოდი?

დააკვირდით, არ ვსვამ კითხვას- ვინ  ვიქნებოდი?

არა, არავის ვეუბნები, გახდეს სხვა ადამიანი… უბრალოდ გთხოვთ, გავხდეთ უკეთესები რამდენადაც ეს არის შესაძლებელი.

ამ რამდენიმე დღის წინ, ვიყავი ერთ-ერთ წვეულებაზე და შეკრებილი საზოგადოების ნაწილთან ურთიერთობის შედეგად გამიჩნდა ამ თემის დაწერის სურვილი.

საერთოდ ბევრი თვლის რომ თუ მუშაობს მაღალ ანაზღაურებად სამსახურში, თუ  არის პრესტიჟული პროფესიის წარმომადგენელი ან თუნდაც ჩვეულებრივი რიგითი მოსამსახურე ან ბიზნესის სფეროშია დაკავებული ან თუნდაც მოგზაურობს…. — ის უკვე შემდაგრი ადამიანია(თუმცა შესაძლებელია ასეც იყოს).

მეთანხმებით? 

 

ზემოთ ხსენებულ კითხვაზე პასუხის გაცემა, ალბათ, ბევრს გაუჭირდება. საზოგადოების ნაწილს, არასდროს აქვს დრო რომ გაერკვიოს, რა ხასიათის თვისებებს ფლობენ.  არიან თუ არა ისინი მისაბაძნი და თუ არიან, რა თვისებით?

როგორ შეიძლება რომ განვსაზღვროთ, თუ როგორი პიროვნება გვინდა ვიყოთ?

პრაქტიკულ ფსიქოლოგიაში არსებობს სვხადასვა მეთოდები და სავარჯიშოები. მე შემოგთავაზებთ ყველაზე მარტივს. დაახლოებით არსებობს სამი „მეთოდი“ ამის განსაზღვრისთვის. თუმცა, ისინი ერთი მეორეს ხელს არაფერში უშლის (ანუ ეს დაყოფა პირობითია).

პირველი გამოდგებ ყველასთვის;  მეორე — ვისაც სწამს უფლის, შემოქმედის;  მესამე კი — ათეისტებისთვის.

პირველი —  თქვენს ცხოვრებაში, ყოველდღე ხვდებით ადამიანებს, რომლებშიც ხედავთ ხასიათის ისეთ შტრიხებს, რომელთაც ისურვებდით რომ ფლობდეთ. შეიძლება რომელიმე თვენთაგანს ჰყავს ახლობელი, რომლის დანახვაზეც გაგიფიქრიათ: „ნეტავი მეც ასეთი ვიყოო“ამიტომ, როცა აღმოაჩენთ თქვენთვის მისაღებ თვისებას, გადმოიღეთ თამამად და იფიქრეთ — თქვენ უკვე გევხართ მას. იმ შემთხვევაში, თუ ეს ფასეული თვისებაა, მიიღეთ ის როგორც საკუთარი და შეიტანეთ თქვენი ინდივიდუალიზმი.

მეორე  მორწმულე ადამიანები მიმართავენ ბიბლიას და წმინდა წერილებს. ეცნობიან, სწავლობენ და ცხოვრობენ მოცემული პრინციპებით.

მესამე — ათეისტებს, შეუძლიათ შეხედონ ყველა დროის გამოჩენილ ადამიანების ცხოვრებას, იპოვონ ის მარცვალი მათში, რაც უნდათ განავითარონ საკუთარ თავში და იმოქმედონ, როგორც პირველ შემთხვევაში.

რა ხასიათის თვისებას აიღებდით დედა ტერეზასგან? თანადგომას… უანგარობას… უსაზღვრო სიყვარულს… სათნოებას.

დონალდ ტრამპისგან? საქმიანი ინტუიცია..

უოლტ დისნეისგან? წარმოსახვას..

უილსტონ ჩერჩილისგან?  სიბრძნეს…

ილია ჭავჭავაძისგან?  აზროვნების  სიღრმეს…

 

ვინ არის და რა თვისებით გიზიდავთ, ნებისმიერი თქვენთვის მისაბაძი ადამიანი? (ჩამოწერეთ სია)

1. ——————-

2. ——————-

ჩვენ გვინდა თუ არა ყოველ დღე გვიტევს ტელევიზია საინფორმაციო საშუალებებით, არაფრის მომცემი შოუ-პროგრამებით, სერიალებით. ქვეცნობიერში ილექება ყველა მოწოდებული ამბავი, მისაღები თუ მიუღებელი სტერეოტიპებით, რომელიც შემდეგ ვლინდება ჩვენს ქმედებებში და მეტყველებაში. ის ამავე დროს მოქმედებს ჩვენს ფასეულობებზე. ამიტომ  გამოჩინეთ სიფრთხილე… სიფხიზლე… 

შეეცადეთ თავად აირჩიოთ (არ გიკარნახოთ ტელევიზორმა — სერიალებით…..) ვინ და როგორი ადამიანი იყოთ, შექმენით საკუთარი თავი, გამოიყენეთ აზრების ძალა.

ამ მეთოდით თავისუფლად შეგიძლიათ შექმნათ ხედვა იმისა, თუ როგორი პიროვნება გინდათ რომ იყოთ. ჩამოწერეთ სასურველი პიროვნებების და მათში მოსაწონი ხასიათის თვისებების სია. მიბაძეთ მათ, დაამატეთ თქვენი შტრიხი, შესძინეთ ინდივიდუალობა და იმოქმედეთ შესაბამისად.

გისურვებთ წარმატებებს!

ახალი ამბები

  • სომხეთი, საზღვრის დემარკაციის ფარგლებში, საქართველოსთვის სოფელ ჯილიზას დაბრუნებას გეგმავს. ინფორმაციას სომხური გაზეთი, „ჟოხოვურდი“ ავრცელებს. სოფელი ჯილიზა ორი ქვეყნის საზღვარზე, სომხეთის ლორის ოლქის ...
  • ტიტანიკი გამოიწერეთ ჩვენი არხი: https://goo.gl/eLYQVj მეორე არხი H1Ta : https://goo.gl/RLuxNu დონაციის ლინკი. https://streamlabs.com/h1ta (კოლაბორაცია/ბიზნესი/შეკითხები) ...
  • ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ, რომ აღდგომის წინა კვირაში მომხდარი საოცრებები – ეს ზენაარის მიერ მიცემული მინიშნებები იყო, რომელთა იგნორირება არაფრით არ შეიძლებოდა. არადა, საოცრებები ვნების კვირაში ...
  • The perfect ball handling, even while blindfolded The post Robert Lewandowski – I trickshot I appeared first on SKYSPORT.GE.
  • კატეგორიები

    ვინ მოიგებს ომს?

    ტეგების ღრუბელი