ჩვეულებრივი სოდა ალბათ შენც გამოგიყენებია სამზარეულოში, მაგრამ თუ იცი, როგორ გამოიყენო ის, როგორც კოსმეტიკური საშუალება? თუ არა – ჩვენ გეტყვით.
1. სახის სკრაბი
შეურიე სოდა წყალს პროპორციით 3:1 და გამოიყენე როგორც სახის სკრაბი. შედეგი გაგაოცებს.
2. გაწმინდე სავარცხელი
სავარცხლიდან თმის მოცილება ძნელია, მით უმეტეს, თუ სავარცხელი მრგვალია. შეურიე სოდა და წყალი ისე, რომ მიიღო სქელი ფაფისებრი მასა. მოათავსე სავარცხელზე და ნელა გაწმინდე.
3. მოიშორე ნუნები
თუ ნუნების მოშორება გიჭირს, სოდისა და წყლისგან გააკეთე ფაფისებრი მასა. აიღე ძველი კბილის ჯაგრისი და მისი საშუალებით მსუბუქად გაიწმინდე ნუნები.
4. რბილი ფეხები
3 სუფრის კოვზი სოდა გახსენი წყალში და ჩააწყვე ფეხები წყლის გაგრილებამდე. სოდა დაარბილებს და დაამშვიდებს კანს.
5. გამონაყარი
ოდესმე გამოგიყენებია სოდა გამონაყარზე? სცადე. შეურიე სოდა ლიმნის წვენს ისე, რომ მიიღო ფაფისებრი მასა. მოათავსე გამონაყარზე, დაელოდე გაშრობას და ჩამოიბანე. სიწითლე მალე გაქრება. გაითვალისწინე, ლიმონი კანს აშრობს.
6. შავი წერტილები
სოდა არაჩვეულებრივად აცილებს შავ წერტილებს. შეურიე 1 სუფრის კოვზი სოდა და ¼ ჭიქა რძე. წაისვი სახეზე წრიული მოძრაობით და ჩამოიბანე. უკეთესი შედეგისთვის შეგიძლია პროცედურა გაიმეორო.