ბებიაჩემისგან ყელის ტკივილის საწინააღმდეგო ერთი უებარი საშუალება ვისწავლე. ჩვენს ოჯახში მას წარმატებით ვიყენებთ » www.idealuri.ge
ჯანმრთელობა

ბებიაჩემისგან ყელის ტკივილის საწინააღმდეგო ერთი უებარი საშუალება ვისწავლე. ჩვენს ოჯახში მას წარმატებით ვიყენებთ

გააზიარეთ:

ბებიაჩემისგან ყელის ტკივილის საწინააღმდეგო ერთი უებარი საშუალება ვისწავლე. ჩვენს ოჯახში
მას წარმატებით ვიყენებთ გაციების დროს: 2-3 ნაჭერი კანგაცლილი ლიმონი ერთიმეორის
მიყოლებით ჩაიდეთ პირში და დააყოვნეთ. შეეცადეთ, ლიმონის ნაჭერი ყელთან რაც შეიძლებაახლოს იყოს. წოვეთ და წვენი ყლაპეთ. ეს პროცედურა ყოველ საათში გაიმეორეთ, ვიდრე შვებას
არ იგრძნობთ. მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ იგი ეფექტიანია დაავადების დაწყებისას. ხოლო თუ
მკურნალობა დაგვიანებულია, ლიმონი უძლურია და მის ნაცვლად ლიმონის მჟავა უნდა
გამოიყენოთ - საათში ერთხელ ყელში გამოივლეთ მისი 30% - იანი ხსნარი. ექიმის კომენტარი:
ლიმონი მართლაც უებარი საშუალებაა გაციების დროს. იგი დიდი რაოდენობით შეიცავს C
ვიტამინს, რომელიც ორგანიზის ბრძოლისუნარიანობას (იმუნიტეტს) ზრდის ინფექციის დროს.
ამავე დროს მნიშვნელოვანია ისიც, რომ ლიმონმჟავას აქვს ბაქტერიოციდული თვისება (ხოცავს
ბაქტერიებს). ამიტომ ლიმონის ნაჭრის წოვის დროს ხდება ორმაგი ზემოქმედება ინფექციაზე -
ხელი ეშლება ბაქტერიების (ვირუსების) გამრავლებას და იზრდება ორგანიზმის
თავდაცვისუნარიანობა. აქედან გამომდინარე, აღნიშნული რეცეპტი სავსებით რეალურია და
ეფექტიანი უნდა იყოს ზემო სასუნთქი გზების რესპირატორული დაავადებების, ლარინგიტის
(სასის ანთება), ფარინგიტის (ხახის ანთება), ანგინის (ნუშურა ჯირკვლების ჩირქოვანი ანთება)
დროს. თუმცა აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: ვისაც აქვს
მომატებული მჟავიანობა, შესაძლოა, ლიმონმჟავას ჭარბად მიღებამ გაუღიზიანოს კუჭის
ლორწოვანი გარსი

ახალი ამბები

  • სომხეთი, საზღვრის დემარკაციის ფარგლებში, საქართველოსთვის სოფელ ჯილიზას დაბრუნებას გეგმავს. ინფორმაციას სომხური გაზეთი, „ჟოხოვურდი“ ავრცელებს. სოფელი ჯილიზა ორი ქვეყნის საზღვარზე, სომხეთის ლორის ოლქის ...
  • The post minecraft bed wars qartulad appeared first on Mediumi.Ge.
  • დაჯავშნე ქორწილის ვიდეო და ფოტო მომსახურება ჩვენთან შეარჩიე სასურველი თარიღი ჩაეწერეთ ჩვენთან სასურველ ლოკაციაზე გადაღება. ინდივიდუალური მიდგომა მომხმარებლის მოთხოვნების გათვალისწინებით და რაც ...
  • पूरी तरह से Ipl suspended अब यहां होंगे Match | #ipl2025 #iplsuspended #cricket #shorts The post पूरी तरह से Ipl suspended😳 अब यहां होंगे Match 🤯😱 | #ipl2025 #iplsuspended #cricket #shorts appeared ...
  • კატეგორიები

    ვინ მოიგებს ომს?

    ტეგების ღრუბელი