სიგარეტის მიტოვება, ზედმეტი კილოგრამების გარეშე, შესაძლებელია! » www.idealuri.ge
ჯანმრთელობა

სიგარეტის მიტოვება, ზედმეტი კილოგრამების გარეშე, შესაძლებელია!

გააზიარეთ:

 

თამბაქოს მოწევისათვის თავის დანებება, არც ისეთი მარტივია, თუმცა შესაძლებელი. თუ დავუჯერებთ, მითს, რომ მოწევისთვის თავის დანებება წონაში მომატებას უწყობს ხელს, ეს პროცესი იდევ უფრო რთული აღმოჩნდება.


სინამდვილეში, თუ სწორად მოიქცევით, არც წონაში მოიმატებთ და სიგარეტის მომაკვდინებელი ჩვევისაგანაც განთავისუფლდებით.
სიგარეტის მიტოვებასთან ერთად, შეეცადეთ არ შეცვალოთ კვების წესი. ყურადღების გადასატანად, არ მიეძალოთ ტკბილეულს და ათასგვარ სასუსნავს.


თუ სიგარეტის თავის დანებებას გადაწყვეტთ, იმავე დღეს სახლიდან მოაშორეთ სიგარეტის ყუთები, სანთებელები. ასევე, გადანახული კანფეტები, ტკბილეული, რძიანი შოკოლადები.


გახსოვდეთ, სიგარეტის თავის დანებება კი არ ასუქებს, არამედ, ყურადღების გადასატანად სასუსნავის დიდი დოზით მიღება!


მწეველთა 60 პროცენტს (უმრავლეობა ქალია) ურჩევნია განაგრძოს მოწევა, ვიდრე წონაში მომატებას შეეგუოს. და მაინც, რა იწვევს გასუქებას? ნიკოტინის შეზღუდვის შემდეგ, ორგანიზმს შაქრის მოთხოვნილება ეზრდება. ადამიანი ტკბილეულით ცდილობს დანაკლისის შევსებას და შედეგიც არ აყოვნებს.


მათ ვისაც მყარად სწამს, რომ სიგარეტი წონაში აკლებინებს, შევახსენებთ: სულ რაღაც 200 კალორიის დაწვას, მთელი ყუთი სიგარეტის მოწევა დასჭირდება. თუ დაფიქრდებით, მიხვდებით, რომ 200 კალორიის დაწვა, სხვა, უფრო უსაფრთხო გზითაც შეიძლება.

თუ როგორ, ამის გასაგებად, იხილეთ სტატია ,,ცოტა რამ კოცნაზე,, რუბრიკაში ქალი და მამაკაცი

ახალი ამბები

  • სომხეთი, საზღვრის დემარკაციის ფარგლებში, საქართველოსთვის სოფელ ჯილიზას დაბრუნებას გეგმავს. ინფორმაციას სომხური გაზეთი, „ჟოხოვურდი“ ავრცელებს. სოფელი ჯილიზა ორი ქვეყნის საზღვარზე, სომხეთის ლორის ოლქის ...
  • The post უხილავი თამაში: სერია 1 appeared first on Mediumi.Ge.
  • ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ, რომ აღდგომის წინა კვირაში მომხდარი საოცრებები – ეს ზენაარის მიერ მიცემული მინიშნებები იყო, რომელთა იგნორირება არაფრით არ შეიძლებოდა. არადა, საოცრებები ვნების კვირაში ...
  • The post Never make Ronaldo angry 😎 appeared first on SKYSPORT.GE.
  • კატეგორიები

    ვინ მოიგებს ომს?

    ტეგების ღრუბელი