ორსულობის 10 ადრეული და ნაკლებად ცნობილი ნიშანი. მათ შესახებ თითქმის არავინ იცის » www.idealuri.ge
ქალებისათვის

ორსულობის 10 ადრეული და ნაკლებად ცნობილი ნიშანი. მათ შესახებ თითქმის არავინ იცის

გააზიარეთ:

ორსულობის კლასიკური ნიშნები ყველასთვის ცნობილია. თქვენ თვიური აღარ გაქვთ. მკერდი
უფრო მგრძნობიარე გახდა და ყოველთვის ძილი გსურთ.

ორსულ ქალებს ხშირად უჩნდებათ კითხვები იმის შესახებ, თუ რა ხდება მათ თავს, მაგრამ
ექიმები უბრალოდ ეუბნებიან: "ეს ნორმალურია"!. მაგრამ როცა მუდმივად გაზები გიგროვდებათ
და კანზე უცნაურ ნაწიბურს ხედავთ "ნორმალურია" - ეს უკანასკნელია, რასაც გრძნობთ! (ექიმიგინეკოლოგი ტრიშ ბუტი).
ეს უცნაური სიმპტომები ესტროგენის და პროგესტერონის ჰორმონების დონის გაზრდით არის
გამოწვეული და სინამდვილეში ნორმალურია.
აი 10 ადრეული ნიშანი, რომლებიც შესაძლო ორსულობაზე მიგვანიშნებს და მათ შესახებ თითქმის
არავინ იცის.

ზოგიერთ ქალს (არა ყველას!) ეს სიმპტომი კვერცხუჯრედის იმპლანტაციისთანავე აღენიშნება.
ჩვეულებრივ, გაზრდილი გაზების რაოდენობით მეორე ან მესამე ბავშვის მომავალი დედები
იტანჯებიან. სამწუხაროდ, მეტეორიზმი შეიძლება ორსულობის ბოლომდე გაგყვეთ!
2. უცნაური გამონადენი
ყველა ვაგინალური გამონადენი ორსულობასთან კავშირში არაა. მაგრამ ბევრი ქალი პირველი
სამი თვის დასაწყისში წებოვან თეთრ ან ღია ყვითელ ლორწოს ამჩნევენ.
3. გულძმარვა
ორსული ქალის სხეულის ყველაზე ადრეული ცვლილება საჭმლის მომნელებელ სისტემაში
ხდება. მჟავა რეფლექსი ორსულობის დაწყების ადრეული ნიშანი შეიძლება იყოს. თუ ჩვეული
პროდუქტები მოულოდნელად გულძმარვას იწევს, თქვენ შეიძლება ფეხმძიმედ იყოთ.

თუ თქვენი საქორწილო ბეჭედს ვეღარ იხსნით, შარვალი კი მჭიდროდ გეკვრით, ეს შეიძლება
ორსულობის ადრეული ნიშანი იყოს. მაგრამ ხშირად ეს სიმპტომი მენსტრუაციის დაწყებამდე
რამდენიმე დღით ადრეც ჩნდება.

ორსულობის დროს ჰორმონები ქალის სხეულს მთლიანად ცვლის, მათ შორს კანის
მდგომარეობასაც. ასეთ გამონაყარს ჩვეულებრივ დამახასიათებელი სახე აქვს, რომელიც
ექიმებისთვის კარგად ცნობილია. თუ თქვენ მოულოდნელად გამონაყარი ან აკნე გაგიჩნდათ
(მიუხედავად იმისა, რომ ეს თქვენთვის დამახასიათებელი არაა), დიდი ალბათობით, თქვენს
მუცელში ბავშვი იზრდება.
6. ძალიან ცხადი სიზმრები ან ღამის კოშმარები
თუ მოულოდნელად დაიწყეთ დეტალური სიზმრების ნახვა ან კოშმარებს ვერ იშორებთ,
შესაძლოა, ორსულად ხართ. რა თქმა უნდა, თუ ეს რეგულარულად არ ხდება!

ორსულობის ეს ადრეული ნიშანი ბევრს მხედველობიდან რჩებათ, თუ ადრე არ გქონიათ.
შესაძლოა, ეს სიმპტომი ვერ შენიშნოთ, თუ ორსულად პირველად ხართ. მაგრამ ქალები,
რომლებმაც უკვე გააჩინეს, ცვლილებას იმ წამსვე შეამჩნევენ. ჩვეულებრივ მენსტრუაციის
დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე მადა მატულობს და ყველაფერს ჭამთ. თუ ორსულად
ხართ, ყველაფერი პირიქით ხდება. ჩასახვის შემდეგ საკვები სისტემა ნელდება. ეს მკვებავ
ნივთიერებებს საკმარის დროს აძლევს, რომ ნაყოფამდე მიაღწიოს. ზოგიერთ ქალს ასევე
აღენიშნება პერიოდული კრუნჩხვები მუცლის ქვედა ორივე მხარეს.
8. სხეულის ტემპერატურის შესამჩნევი ცვლილება
ხან ძალიან გცხელათ და ხან გცივათ? სასწრაფოდ თერმომეტრი მოძებნეთ! თუ სხეულის
ტემპერატურა მომატებული 2 კვირაზე მეტ ხანს იქნება, შეიძლება ორსულად იყოთ.

ორსულობის დროს ჰორმონალური ფონის და სისხლის მოცულობის ცვლილება თავის
ტკივილის მიზეზი შეიძლება გახდეს. შესაძლოა, გქონდეთ განცდა რომ ოთახი პერიოდულად
ბრუნავს. ასე იმიტომ ხდება, რომ ორსულობა არტერიულ წნევას და სისხლძარღვების
გაფართოებას ამცირებს.
10. მეტალის გემო პირში
ორსულობის ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო სიმპტომი - ეს უცნაური გემო პირში, რომელსაც
ქალების უმრავლესობა "მეტალისებრს" უწოდებს.
ზოგიერთმა ზემოთ მოხსენებულმა სიმპტომმა შეიძლება დაგაფიქროთ, რომ ავად ხართ, მაგრამ
გამოცდილ ქალს ორსულობაზე ეჭვი დაუყონებლივ გაუჩნდება.
მიაქციეთ ყურადღება იმას, თუ თქვენი სხეული რას გეუბნებათ. შესაძლოა ორსულობის ტესტის
ყიდვის დრო მოვიდა!


ახალი ამბები

  • სომხეთი, საზღვრის დემარკაციის ფარგლებში, საქართველოსთვის სოფელ ჯილიზას დაბრუნებას გეგმავს. ინფორმაციას სომხური გაზეთი, „ჟოხოვურდი“ ავრცელებს. სოფელი ჯილიზა ორი ქვეყნის საზღვარზე, სომხეთის ლორის ოლქის ...
  • The post Call of cthulhu : #1 სერია ‘შეშლილი დეტექტივი’ appeared first on Mediumi.Ge.
  • დიდი ფასდაკლება ფოტო და ვიდეო მომსახურებაზე იჩქარეთ ადგილები შეზღუდულია დასაჯავშვნათ დაგვირეკეთ ან მოგვწერეთ 599336011 https://topwed.ge https://www.youtube.com/@topwed932/videos
  • #shorts #ytshorts #viralshorts #viralshorts #youtubeshorts #viral #Hearttouching_Story #Hearttouching #emotional_video #emotional_Story #viralvideo2021 #shortvideo #shortfilm #shortsyoutube ...
  • კატეგორიები

    ვინ მოიგებს ომს?

    ტეგების ღრუბელი