„თუ გინდა იყო ბედნიერი დასახეთ მიზანი, რომელიც დაეუფლება მთელს თქენს აზრებს, გამოანთავისუფლებს ენერგიას და გამოაფხიზლებს იმედებს“ ენდრიუ კარნეგი
როცა გაერკვევით თქვენს ცხოვრებისეულ
დანიშნულებაში, როცა შეგექმნებათ წარმოდგენა თქვენს სურვილებზე და მოთხოვნებზე უნდა შესძლოთ მისი გარდასახვა კონკრეტულ, გაზომვად მიზნებად, ამოცანებად და საფეხურებად. მხოლოდ ამის შემდეგ – რწმენით, რომ მიზანს მიაღწევთ, შეუდგეთ მის რეალიზებას.
წარმატების ექსპერტებმა კარგად იციან, რომ ტვინი არის „ინსტრუმენტი“ – მიზანმიმართული ძიებაზე. რა მიზანიც არ უნდა დაუსახოთ თქვენს ქვეცნობიერს, ის იმუშავებს, დღე და ღამე, მიზნის მისაღწევად.
დასახულმა მიზანმა, რომ მოახერხოს ქვეცნობიერის ძალების გამონთავისუფლება, ის უნდა აკამაყოფილებდეს ორ რამეს: მკაფიოდ განსაზღვრული მიზანი და იყოს ჩასმული დროში.
„მე დავიკლებ 10 კილოს“ არ არის ისეთი მკაფიო, როგორც „1 თებერვლის დილის 09.00-თვის ჩემი წონა არის 58 კგ.“ მეორე ვარიანტი უფრო ნათელია, რადგან 1 თებერვლის დილის 9.00 თქვენ დადგებით სასწორზე და თქვენი წონა აღმოჩნდება 58 კგ როგორც გინდოდათ ან არ აღმოჩნდება(მარტო სურვილი არ კმარა). დააკვირდით რა ანსხვავებს ამ ორს ერთმანეთისაგან?
რამდენი?(რაოდენობრივი ცვლლება) და როდის? (განსაზღვრული დრო და თარიღი).
როცა არ არის კონკრეტულად მიზანი გაზომვადი, მაშინ ეს არის უბრალოდ სურვილი და მეტი არაფერი – ის რაც გინდათ, რასაც ანიჭებთ უპირატესობას ან უბრალოდ კარგი იდეა. თქვენ რომ შეუთანხმდეთ ქვეცნობიერს ითანამშრომლოს მიზნის განხორციელებაზე, მას უნდა მისცეთ უკვე მომზადებული, დამუშავებული და დროში მითითებული ამოცანა. არანაირი წვრილმანი არ უნდა გამოგრჩეთ. რაც შეიძლება დეტალური სიზუსტით უნდა წარმოიდგინოთ მიზანი: ფერი, მოდელი, დამახასიათებლები, ზომა, წონა, ფორმა, შეხედულება… თუ თქვენ გინდათ სახლი – რამდენადაც შესაძლებელია ზუსტად უნდა აღწეროთ თვისებურებები – არქიტექტურა, ადგილმდებარეობა, ხედი, ავეჯი, სურათები, ტექნიკა.. შექმენით სურათების კოლაჟი, თქვენი ოცნების დაფა. ნათვამია – ერთი სურათი ათას სითყვაზე მეტად მეტყველებსო. ამის მერე დააფიქსირეთ თარიღი, როდისთვისაც ფიქრობთ მის ფლობას. როცა ამას დაწერთ, შექმნით ვიზუალურადაც და ჩასვამთ დროში, თქვენს ქვეცნობიერს ეცოდინება საით უნდა ისწრაფოს. ის თავად ამოიცნობს რა შესაძლებლობებზე გაგიყვანოთ, რათა მიიღოთ შედეგი.
კარგად დაიმახსოვრეთ:
გაურკვეველ მიზნებს მივყავართ, გაურკვევლ შედეგებამდე.
პირველი ნაბიჯი გავიგეთ. მხოლოდ ეს, საკმარისი არ არის. მიზნამდე გზა არის გასავლელი და ამ გზის გავლა მთელი ცვლილებების პროცესს მოითხოვს თქვენგან. ეს ცვლილებები შინაგანად და გარედანაც მიმდინარეობს.
თქვენ მიეცით ქვეცნობიერს დანიშნულების რუკა. იმ წუთიდან ის მუშაობს იმაზე რომ არჩეული კურსისკენ მოგმართოთ. გადაუხვევთ? ვერ გაუგებთ? არ მიიღებთ შემოთავაზებებს? მოგატრიალებთ სწორი კურსისკენ – იმედგაცრუებებით, მარცხით, წინააღმდეგობებით, სირთულეებით, ავადმყოფობებით… თქვენ ხომ მას მიანდეთ, თქვენი წარმართვა და ისიც პირნათლად ასრულებს ყველაფერს, თქვენდა სასიკეთოდ. ის „ცხვირწინ“ გიშლით ახალ შესაძლებლობებს, რომელიც წარმოიშობა თქვენს ცხოვრებაში – მოულოდნელი ცვლილებების, ახალი ადამიანების თუ უცნაური გარემოებების (რომელსაც თქვენ ბედს და შემთხვევითობას ეძახით) სახით.
მიზნისკენ სვლა ჰგავს შობის მტკივნეულ პროცესს. ტკივილებს და ცვლილებებს ბევრი ვერც უძლებს. ზოგმა იცის რომ უნდა „გაინძრეს“ და გამოვიდეს თავისი კომფორტის ზონიდან, რადგან ხედავს, რომ სადაც იმყოფება იქ მისი სურვილები არ ხორციელდება. ეზარება, ეშინია, არ იცის… ამიტომაც საერთოდ ამბობს უარს ოცნებაზე და მიზანზე. ზოგს საერთოდ არა აქვს წარმოდგენა რაზე ვსაუბრობ და სისულელდ მიიჩნევს. სისულელე გონების უაზრო, გაუგებარი ინფორმაციით გამოტენვა და ქვეცნობიერის პროცესების დინებაზე მიშვებაა. მერე გვიკვირს რა ხდება გარშემოო? ჩვენი შინაგანი სამყარო პროექცირდება რეალობაში და ის ხდება!
გარდა იმისა რომ საჭიროა ქვეცნობიერის შემოთავაზებების მიღება, ამოცნობა და მოქმედება, არსებობს ბევრი წყლისქვეშა ქვები და ლოდები რომელიც ხელს გიშლით, გიჯანჯლებთ ან სრულიად უარს გათქმევინებთ მიზნზე. სანამ ქვეცნობიერი ბოლომდე არ „მოგარგებთ“ ცვლილებების სახით თქვენს მიზანს, ნაკლებ სავარაუდოა – რამე შეიცვალოს ცხოვრებაში. შესაბამისობაში მიჰყავს რეალობა, თქვენს შეკვეთასთან. ამიტომ ამბობენ: ფრთხილად იყავით აზრებთან, მათ აქვთ უცნაური თვისება – რეალიზდება!
ეს დიდი თემაა. სწორედ ამიტომაც ტარდება ტრენინგები რათა ის, რასაც არსად არ ასწავლიან და ის შეხედულებები რომლებიც ხელს გიშლიან ხედვის გახსნაში და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხების განხორციელებაში აღმოაჩინოთ, მიიღოთ და შეცვალოთ. რათა თქვენი ქვეცნობიერის მუშაობა მიმართოთ თქვენდა სასიკეთოდ.
ეს ყველაფერი ადვილი არ არის, მაგრამ შესაძლებელია!
ცვლილებებს სჭირდება მხოლოდ და მხოლოდ თქვენი მზაობა. თუ გინდათ იცხოვროთ ბედნირების განცდით – ცხოვრებისეული დანიშნულების პოვნის შემდეგ, გადადგით პირველი თამამი ნაბიჯები მის განსახორციელებლად (მცირედ მიზნებად დაყოფის ხარჯზე), ირწმუნეთ საკუთარი ძალების, გამოანთავისუფლეთ თქვენში არსებული შინაგანი ენერგია, მიმართეთ ის თქვენდა სასიკეთოდ და შედეგიც მოვა. თქვენი თავის შეცვლით შეგიძლიათ, შეცვალოთ გარემო და სრულიად სამყარო. საიდუმლო მხოლოდ თქვენშია.
გისურვებთ წარმატებებს!
კომენტარები
ახალი ამბები
კატეგორიები
- ავტო და მოტო0
- განათლება0
- თამაშები და გართობა0
- თვითგანვითარება0
- ტექნომანია0
- კულინარია0
- ცნობილი ადამიანები0
- რჩევები0
- ქალებისათვის0
- ელექტრონული წიგნები0
- ასტრონომია0
- ეს საინტერესოა0
- სპორტი და ფიტნესი0
- გასაოცარი ფაქტები0
- რელიგია და ფილოსოფია0
- მეცნიერება0
- ფსიქოლოგია0
- ფლორა და ფაუნა0
- ხელოვნება და ჰობი0
- ჯანმრთელობა0
- ლიტერატურა და პოეზია0
- ჩანახატები0
- ქალი და მამაკაცი0