ყველამ ვიცით, რომ მამაკაცები გაცილებით უფრო პოლიგამიური არსებები არიან ვიდრე მსოფლიოს
სუსტი მეორე ნახევარი, თუმცა ყველაფერში და ყველგან მამაკაცების დადანაშაულებაც არ შეიძლება -
ხშირად ცოლები თავად არიან ქმრების მხრიდან ღალატის ფაქტის მიზეზი. ამის ერთ-ერთი
წინაპირობა კი ისაა, რომ ქალი დაოჯახების მერე წყვეტს ქმართან "ფლირტაობას" ან ცხოვრებისეული
პრობლემებით დაღლილს ავიწყდება, რომ თავს ძველებურად და აქტიურად უნდა მოუაროს
ფიზიკურად. ასტროლოგები თვლიან, რომ მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით კონკრეტული
თვისებები და ვიზუალური იმიჯი აღაფრთოვანებს მეუღლეში. ამიტომ საიმისოდ, რომ ამ
უკანასკნელმა გვერდზე არასოდეს გააპაროს თვალი ჩვენი რჩევები გაითვალისწინეთ, ძვირფასო
ცოლებო.
ვერძ, ლომ და მშვილდოსან ქმართან აქტიური და დინამიკური უნდა იყოთ. თავის დროზე მას
ზუსტად ამ სიცოცხლისუნარიანობისა და მჩქეფარე ენერგიის გამო მოეწონეთ. ასეთი კაცი აფასებს
ცოლს, რომელსაც მისთვის გვერდში დგომა შეუძლია როგორც მეგობარს. იყავით მისი მეგობარი,
არასოდეს შეწყვიტოთ პიროვნული თუ პროფესიული განვითარება თუ გინდათ, რომ თქვენმა
"ცეცხლოვანმა" ქმარმა დიდხანს შეინარჩუნოს ინტერესი თქვენ მიმართ.
კუროს, ქალწულსა და თხის რქას სიმშვიდის, ემოციური სტაბილურობისა და ოჯახის "ბურჯობის"
გამო მოეწონებოდით თავიდან. ამიტომ რაც არ უნდა ბევრი პრობლემა გქონდეთ, ნუ გახდებით
ქაოსური, ნერვული და არაპროგნოზირებადი ემოციური კუთხით მეუღლის მიმართ. შეინარჩუნეთ
სიმშვიდე და გწამდეთ, თქვენ და თქვენი ქმარი ნებისმიერ სირთულეს დაამარცხებთ ერთად.
კირჩხიბ, მორიელ და თევზ ქმრებს თქვენში ემოციური, სენტიმენტალური და რომანტიკული ქალი
მოსწონთ. ამიტომ ქორწინების მრავალი წლის მერეც არ შეწყვიტოთ მისთვის სიყვარულში
გამოტყდომა, არ მოადუნოთ ყურადღება და მუდამ იზრუნეთ ქმარზე ემოციურად. ხშირად ესაუბრეთ
გულახდილად იმაზე რა აწუხებს. იგი თქვენში პირველ რიგში კარგ მესაიდუმლეს უნდა ხედავდეს.
დაბოლოს ტყუპ, სასწორ და მერწყულ ქმარს თქვენში თავიდანვე მრავალმხრივობა, ინტელექტი და
მენტალური კომუნიკაციის კარგი უნარი მოეწონებოდა. ამიტომ რამდენ წელსაც არ უნდა ითვლიდეს
თქვენი ქორწინება მუდმივად იქონიეთ კომუნიკაცია ქმართან. ხშირად დაურეკეთ, ებაასეთ
სხვადასხვა თემაზე, განიხილეთ მისი პროფესიული საქმეები თუ კარიერა. ეს ის ძაფია, რომელიც
ჰაერის სტიქიის მამაკაცს თქვენთან ხანგრძლივი ვადით მოაჯაჭვავს თუ მთლიანად ცხოვრების
ბოლომდე არა.
კომენტარები
ახალი ამბები
კატეგორიები
- ავტო და მოტო0
- განათლება0
- თამაშები და გართობა0
- თვითგანვითარება0
- ტექნომანია0
- კულინარია0
- ცნობილი ადამიანები0
- რჩევები0
- ქალებისათვის0
- ელექტრონული წიგნები0
- ასტრონომია0
- ეს საინტერესოა0
- სპორტი და ფიტნესი0
- გასაოცარი ფაქტები0
- რელიგია და ფილოსოფია0
- მეცნიერება0
- ფსიქოლოგია0
- ფლორა და ფაუნა0
- ხელოვნება და ჰობი0
- ჯანმრთელობა0
- ლიტერატურა და პოეზია0
- ჩანახატები0
- ქალი და მამაკაცი0