სოციალურ ქსელში ოდრი ჰეპბერნის მიერ საზოგადოებისადმი მიმართვა ვრცელდება. მსახიობის ძველ ჩანაწერში საუბარი ქალის ბუნებას და ადამიანის კეთილშობილებას შეეხება.
„მე მჯერა ვარდისფერი ფერის. მჯერა, რომ სიცილი კალორიების დაწვის საუკეთესო საშუალებაა. მჯერა კოცნის, ბევრი კოცნის. მჯერა ძლიერად დარჩენის მაშინაც კი, როცა ყველაფერი ცუდად მიდის. მჯერა, ბედნიერი გოგონები ყველაზე ლამაზები არიან. მჯერა, რომ ხვალინდელი დღე კიდევ ერთი ლამაზი დღეა და მე მჯერა სასწაულების. მაკიაჟს შეუძლია დაგვეხმაროს, რომ ლამაზად გამოვიყურებოდეთ, მაგრამ იგი შინაგან სიმახინჯეს ვერ დამალავს.
მიმზიდველი ტუჩებისათვის, საჭიროა, მხოლოდ კარგზე ისაუბროთ.
ლამაზი თვალებისათვის, საჭიროა, ეძებოთ კარგი ადამიანები.
უნაკლო ფიგურისათვის, საჭიროა, გაუნაწილოთ ღარიბებს საკვები.
მშვენიერი თმებისათვის, საჭიროა, დღეში ერთხელ მაინც მისცეთ ნება ბავშვებს, შეეხონ მათ.
წონასწორობისათვის, საჭიროა, ცოდნით იაროთ. თანაც არასდროს მოგიწევთ მარტო სიარული.
ადამიანები საგნები არ არიან და მათ ბევრად მეტი შესაძლებლობა აქვთ, რომ შეიცვალონ. არასდროს არაფერზე და არავისზე ჩაიქნიოთ ხელი. როდესაც გაიზრდებით აღმოაჩენთ, რომ ორი ხელი გაქვთ: ერთი იმიტომ, რომ საკუთარ თავს დაეხმაროთ და მეორე კი იმისთვის, რომ სხვებს გაუწიოთ დახმარება… ქალის სილამაზე მის ტანსაცმელში არ იმალება, არც მის უნაკლო ფიგურასა და ვარცხნილობაში. ქალის სილამაზე შეიძლება დაინახოთ მის თვალებში, რადგან თვალები გულის გასაღებია, იმ ადგილის გასაღები, სადაც სიყვარული სუფევს. ქალის ნამდვილი სილამაზე მის სულში აირეკლება, იმ მზრუნველობასა და სიყვარულში, რომელსაც იგი გასცემს“, – წერდა ოდრი ჰეპბერნი.
კომენტარები
ახალი ამბები
კატეგორიები
- ავტო და მოტო0
- განათლება0
- თამაშები და გართობა0
- თვითგანვითარება0
- ტექნომანია0
- კულინარია0
- ცნობილი ადამიანები0
- რჩევები0
- ქალებისათვის0
- ელექტრონული წიგნები0
- ასტრონომია0
- ეს საინტერესოა0
- სპორტი და ფიტნესი0
- გასაოცარი ფაქტები0
- რელიგია და ფილოსოფია0
- მეცნიერება0
- ფსიქოლოგია0
- ფლორა და ფაუნა0
- ხელოვნება და ჰობი0
- ჯანმრთელობა0
- ლიტერატურა და პოეზია0
- ჩანახატები0
- ქალი და მამაკაცი0