როგორ გამოვიყენოთ გათბობის სისტემა ნაკლები დანახარჯით? » www.idealuri.ge
რჩევები

როგორ გამოვიყენოთ გათბობის სისტემა ნაკლები დანახარჯით?

გააზიარეთ:

 

“ამ გათბობის სისტემებს სერიოზული მიდგომა ესაჭიროება. მარტო რადიატორების წყლის ტემპერატურის დაყენება არ კმარა. ისე 60 გრადუსზეა მიზანშეწონილი მისი დაყენება, ოღონდ სახლში კიდე უნდა გაგაჩნდეთ ჰაერის ტემპერატურის გაზომვის თერმოსტატი, სადაც დააყენებთ მაგალითად 20-22 გრადუსზე. ის წყალი რადიატორებში კი ავა მაგალითად 60 გრადუსზე, მაგრამ თერმოსტატი გათიშავს მას, როგორც კი ჰაერი ავა 20-22 გრადუსზე. მაგრამ აქ იწყება უკვე სხვა ამბები- უკვე ჩანს რომ ორი რეგულატორი მონაწილეობს სქემაში: რადიატორის წყლის ტემპერატურის, რაც ქვაბზე დგას და თერმოსტატი, რომელიც სადმე კედელზე გაქვთ მიმაგრებული. საქმე იმაშია, რომ თუ გაზის წნევა დაბალია და ალი ვერ გამოყოფს ოპტიმალურ კალრიებს, ის წყალი ნელა ხურდება და თან ახლავს გაციების კოეფიციენტიც, რომელიც აციებს სითბოგადაცემის ხარჯზე, რაც თავი მხრივ დამოკიდებულია რადიატორების ფართზე და ბინის თუ სახლის კუბატურობაზე, პლიუს ამას მისი კედლების, იატაკის, ჭერის დათბუნებაზე და ამავე კედლების, იატაკის, ჭერის სითბოგადაცემაზე, რაც სასურველია 0-სკენ მიისწრაფოდეს.

თუ ქვაბის დახარჯული კალორიები ბევრად ნაკლებია რადიატორების მიერ გაცემულ კალორიებზე, მაშინ ის საერთოდ შეიძლება ან გვიან გაითიშოს, ან საერთოდ არ გაითიშოს, რადგან საკუთარი წყლის ტემპერატურა ვერ აღწევდეს მოცემულ გრადუსს, ჩვენ შემთხვევაში 60-ს და ეს გამოიწვევს გაზის უაზროდ დიდ დანახარჯს.

არის მეორე მხარეც, ანუ თუ გაზის წნევა მაღალია, მაშინ კალორიები დიდი რაოდენობით გადაეცემა წყალს, ის მალევე ადის მოცემულ ტემპერატურაზე (ჩვენთან 60-ზე) და ქვაბი გაითიშება, ოღონდ ამ დროს რადიატრები ვერ ასწრებენ სითბოს საკმარის გადაცემას სახლში და ეფექტურობა ამ შემთხვევაშიც არის უაზროდ დაბალი და გაზი ასევე არაეფექტურა იხარჯება.

მივედით კიდევ ერთ რეგულატორამდე – გაზის ავტომატური სარქველი, რომელიც ქვაბში დგას და ის უნდა ახერხებდეს ყველაფერი ამის რეგულირებას. პრაქტიკამ მიჩვენა, რომ ეს ასე არაა. იცვლება წნევა გაზის მილებში, ეს სარქველი ახერხებს რეგულირებას, ოღონდ მცირედ შუალედებში და მეტ წილად გადის რეჟიმიდან, ამიტომ საჭიროა მაგ სარქველებით მანიპიულირება ყოველ საკუთარ სახლზე თუ ბინაზე. იყიდე ქვაბი, მიიტანე სახლში დაკიდე და ჩართე არაა საკმარისი თურმე – სამივე რეგულატორს, ქვაბზე რადიატორების წყლის ტემპერეტურის, სახლში თერმოსტატის და ქვაბში გაზის ავტომატური სარქველის ურთიერთ შეთანხმება აუცილებელი პირობაა მაქსიმალური ეფექტურობისათვის, შესაბამისად წვის ოპტიმიზაციისათვის და საბოლოო ჯამში გათბობაზე დახარჯული ფულისათვის.

ისე კი დავამატებ, რო გაზის ავტომატური სარქველის რეგულირება არაა იოლი საქმე. მანდ რეგულირების დროს წვის ვიზუალი იცვლბა თითქოს უმნიშვნელოდ, მაგრამ ეს აისახება ხოლმე ერთი ორად კალორიებში. პრეციზიული საქმეა ეს ყველაფერი. წესით, კარგი გათბობის კომპანია უნდა ფლობდეს შესაბამის საზომ ტექნიკას და სპეციალისტებსაც, რომლებიც დაყენებისას გაზომავენ ყველაფერს და მიაღწევენ სისტემის (სახლი, რადიატორები, თერმოსტატი, ქვაბი, გაზის ავტომატური სარქველი) მაქსიმალურ ურთიერთ შეთანხმებას.”

ახალი ამბები

  • სომხეთი, საზღვრის დემარკაციის ფარგლებში, საქართველოსთვის სოფელ ჯილიზას დაბრუნებას გეგმავს. ინფორმაციას სომხური გაზეთი, „ჟოხოვურდი“ ავრცელებს. სოფელი ჯილიზა ორი ქვეყნის საზღვარზე, სომხეთის ლორის ოლქის ...
  • კავეაპლუსზე ახალი სერიალი და სრული ვარსკვლავთცვენა იწყება! The post უხილავი თამაში – თრეილერი appeared first on Mediumi.Ge.
  • ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ, რომ აღდგომის წინა კვირაში მომხდარი საოცრებები – ეს ზენაარის მიერ მიცემული მინიშნებები იყო, რომელთა იგნორირება არაფრით არ შეიძლებოდა. არადა, საოცრებები ვნების კვირაში ...
  • Serge Gnabry & Aleks Pavlovic duel in the Passing Challenge – the whole video now on our channel! #shorts The post Serge 🆚 Aleks in our passing challenge 👀 appeared first on SKYSPORT.GE.
  • კატეგორიები

    ვინ მოიგებს ომს?

    ტეგების ღრუბელი