სტატისტიკის მიხედვით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყოველი მეოთხე ადამიანი მეხსიერებასთან
დაკავშირებული პრობლემებისგან იტანჯება. როგორც წესი, ეს უსიამოვნო მოვლენა დაბერების
პროცესითაა განპირობებული, თუმცა ჩვენს დროში მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემები
ახალგაზრდების საკმაოდ დიდ ნაწილსაც აწუხებს, რაც ძალზედ სამწუხაროა. არასწორი კვება, ჟანგბადის უკმარისობა, უძილობა - თითოეული ეს ფაქტორი აქვეითებს თავის
ტივინის შრომისუნარიანობას და აქვს უარყოფითი გავლენა ჩვენს მეხსიერებაზე. მოცემული
უსიამოვნო პრობლემის პროვოცირებაში საკმაოდ დიდი წილი მიუძღვის მოწევას, ჭარბი
რაოდენობით ალკოჰოლის მიღებას და სტრესულ სიტუაციებსაც კი. ''გადაღლილი'' ტვინის აღდგენა და მისი ფუნქციონირების გაუმჯობესება - არც თუ ისე მარტივი
დავალება, რომელსაც არაჩვეულებრივად ართმევს თავს ლუდის საფუარი. შუასაუკუნეების
მკურნალები, რომლებიც ნებისმიერი დაავადების სამკურნალოდ რეკომენდაციას ლუდს უწევდნენ,
ჭეშმარიტებისგან არც თუ ისე შორს იყვნენ. თანამედროვე მედიცინა აღიარებს, რომ ლუდის
საფუარი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ბიოტანამატია და ის უნიკალური შემადგენლობით
გამოირჩევა. B ჯგუფის ვიტამინებით მდიდარი ლუდის საფუარი არეგულირებს ცენტრალური და
პერიფერიული ნერვული სისტემის მუშაობას, თავიდან გვარიდებს პარკინსონის დაავადებას,
აჩქარებს უჯრედების რეგენერაციის პროცესს, აუმჯობესებს მხედველობას და ანელებს
დაბერების პროცესს.
ეს პროდუქტი მდიდარია C, D, E, F და PP ვიტამინებით, რომელთაც მნიშვნელოვანი როლი
ენიჭება მთელი ორგანიზმის გამართული ფუნქციონირებისთვის.
ლუდის საფუარი მდიდარია 17 სახის ამინომჟავით.
ის წარმოადგენს მონოგაუჯერებელი ცხიმოვანი მჟვების საკმაოდ დიდ წყაროს.
ლუდის საფუარი მდიდარია კალიუმით, ქრომით, კალციუმით, გოგირდით, ფოსფორით,
თუთიით, რკინით, ნატრიუმით, სელენით და სხვა სასარგებლო მიკროელემენტებით. გარდა ყოველივე ზემოთ თქმულისა, ეს საოცრად სასარგებლო პროდუქტი უწყობს ორგანიზმს ხელს უჯრედების განახლებაში, ქოლესტერინის დონის დარეგულირებაში, შაქრის დონის
შემცირებაში. ის აჯანსაღებს გულ-სისხლძარღვთა სისტემასაც.
დღევანდელ სტატიაში ჩვენი რედაქცია გთავაობთ ერთ გასაოცარ საშუალებას, რომელიც
დაგეხმარებათ თავის ტვინის ფუნქციონირების გაუმჯობესებაში, მეხსიერების აღდგენაში და
ტვინის ბუნებრივი დაბერების პროცესის შეფერხებაში. გამოცადეთ ის საკუთარ თავზე და
სასიამოვნო ცვლილებები არ დააყოვნებს! საშუალება მეხსიერების გასაუმჯობესებლად
ორი 500 მილიგრამიანი ლუდის საფუარი (შეძენას შეძლებთ აფთიაქებში);
1 მწიფე ბანანი;
1 ვაშლი;
2 ს.კ. შვრიის ფანტელები;
1 ჭიქა გაფილტრული წყალი;
1 ს.კ. სეზამის თესლი;
კაკლის 5 ბირთვი.
1. დაფქვით ბლენდერის გამოყენებით სეზამი, შვრიის ფანტელები და ნიგოზი.
2. დაამატეთ წყალი და კიდევ ერთხელ კარგად გადაურიეთ.
3. წარმოქმნილ მასაში ჩაამატეთ დარჩენილი ინგრედიენტები და ურიეთ მაღალ სიჩქარეზე
ერთგვაროვანი კონსისტენციის მიღებამდე.
4. გემოს გაუმჯობესებით მიზნით შეგიძლიათ ნარევში მცირეოდენი თაფლის, ფინიკის ან ქიშმიშის
ჩამატება.
მზა ნარევი უნდა მიიღოთ მთლიანად სადილობამდე დაახლოებით 1 საათით ადრე. კურსის
ხანგრძლივობა - 1 თვე. ყოველი დღისთვის თქვენ უნდა დაამზადოთ ახალი ულუფა.
კომენტარები
ახალი ამბები
კატეგორიები
- ავტო და მოტო0
- განათლება0
- თამაშები და გართობა0
- თვითგანვითარება0
- ტექნომანია0
- კულინარია0
- ცნობილი ადამიანები0
- რჩევები0
- ქალებისათვის0
- ელექტრონული წიგნები0
- ასტრონომია0
- ეს საინტერესოა0
- სპორტი და ფიტნესი0
- გასაოცარი ფაქტები0
- რელიგია და ფილოსოფია0
- მეცნიერება0
- ფსიქოლოგია0
- ფლორა და ფაუნა0
- ხელოვნება და ჰობი0
- ჯანმრთელობა0
- ლიტერატურა და პოეზია0
- ჩანახატები0
- ქალი და მამაკაცი0