დილაობით, ხშირად მაწუხებს გულძმარვა, რომელსაც ახლობლის რჩევით ასე ვშველი... » www.idealuri.ge
ჯანმრთელობა

დილაობით, ხშირად მაწუხებს გულძმარვა, რომელსაც ახლობლის რჩევით ასე ვშველი...

გააზიარეთ:

უკვე 10 წელია, ქრონიკული გასტრიტი მაქვს. პერიოდულად ვმკურნალობ, მაგრამ
ახალნამკურნალევზეც კი, განსაკუთრებით - დილაობით, ხშირად მაწუხებს გულძმარვა, რომელსაც
ახლობლის რჩევით ასე ვშველი: ყოველდღე, ჭამამდე რამდენიმე წუთით ადრე, 2-3 სადილის კოვზ უმი კარტოფილის წვენს ვსვამ და
ვდილობ, კვირაში სამჯერ მაინც მივირთვა საუზმედ წყალში მოხარშული წიწიბურას უცხიმო ფაფა.
კვირაში სამჯერ მაინც ვსვამ ასისთავას ნაყენს, რომელსც კუჭიდან აირები გამოაქვს, არეგულირებს
კუჭის წვენის მჟავიანობას და კარგად მოქმედებს ღვიძლსა და თირკმელებზე.
ასევე კარგია ფარსმანდუკისმ კრაზანას, პიტნისა და გვირილის ნაყენი. აიღეთ თანაბარი რაოდენობის
მცენარეთა ნარევი, 1 სადილის კოვზს დაასხით 1 ჩაის ჭიქა წყალი, წამოადუღეთ და გადაწურეთ.
ნაყენის ნახევარი დალიეთ სადილის წინ, ჭამამდე 15 წუთით ადრე, ნახევარი კი - სამხრის ან ვახშმის
წინ.
ქრონიკული გასტრიტის, წყლულის ასევე მსხვილი ნაწლავის ანთების დროს სასარგებლოა
ყოველდღე, 1 თვის განმავლობაში 8 გრამი დინდგელის მიღება (უმჯობესია მშიერ კუჭზე) კარგად
უნდა დაიღეჭოს.
მწვავე და ქრონიკული გასტრიტის დროს ერთმანეთში აურიეთ 35 გრ აბზინდას ბალახი და 35 გრ
ასისთავას ბალახი, 1ჩ/კ ნაკრები მოხარშეთ 1 ჭ წყალში გააგრილეთ, გაწურეთ. მიიღეთ 1 ჭ ნაყენი 1-
ჯერ დღეში. ნაყენი გამოიყენება კუჭის სპაზმის დროსაც.
20-20 გრ ფორთოხლის ქერქი, წყლის სამყურა, აბზინდას ბალახი და ასისთავა აურიეთ ერთმანეთში.
1 ჩ/კ ნაკრებს დაასხით 1ჭ მდუღარე, დააყენეთ 2 სთ და გაწურეთ. მიიღება 1 ჭ დღეში 1-ჯერ.
გასტრიტის დროს სასარგებლოა შტოში.  გასტრიტისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვა დაავადების დროს სასარგებლოა დილით უზმოზე 1 ჭ
კარტოფილის წვენის მიღება, შემდეგ 30 წუთის განმავლობაში საჭიროა დაწოლა, მიღებიდან 1 სთ-ის
განმავლობაში, შემდეგ შესვენება 10 დღე და კვლავ უნდა განმეორდეს პროცედურა 10 დღე. ეს
რეცეპტი გამოიყენება ასევე გულძმარვის დროს არეგულირებს ნაწლავთა ფუნქციონირებას, ანელებს
ტკივილს.  

ახალი ამბები

  • სომხეთი, საზღვრის დემარკაციის ფარგლებში, საქართველოსთვის სოფელ ჯილიზას დაბრუნებას გეგმავს. ინფორმაციას სომხური გაზეთი, „ჟოხოვურდი“ ავრცელებს. სოფელი ჯილიზა ორი ქვეყნის საზღვარზე, სომხეთის ლორის ოლქის ...
  • The post ვისი ნახვა გაგიხარდა ყველაზე მეტად ,,უხილავ თამაშში”? @cavea+ #22გრადუსი #უხილავითამაში #გართობა appeared first on Mediumi.Ge.
  • ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ, რომ აღდგომის წინა კვირაში მომხდარი საოცრებები – ეს ზენაარის მიერ მიცემული მინიშნებები იყო, რომელთა იგნორირება არაფრით არ შეიძლებოდა. არადა, საოცრებები ვნების კვირაში ...
  • #livescore #cricketlive #livestream Kolkata vs Rajasthan , IPL 2025 5th Match Live| Today Cricket Match Live | KKR vs RR | KKR Batting Preview By Shahid : Rajasthan Royals (RR) and Kolkata Knight ...
  • კატეგორიები

    ვინ მოიგებს ომს?

    ტეგების ღრუბელი