ვაშლის ნამცხვარი ფრანგულად » www.idealuri.ge
კულინარია

ვაშლის ნამცხვარი ფრანგულად

გააზიარეთ:

 

მასალა:

500 გრამი ფქვილი

100 გრამი კარაქი

+

5 ცალი ვაშლი

100 გრამი შაქარი

ვანილი (გემოვნებით)

დარიჩინი (გემოვნებით)

 

მომწადების წესი:

დარბილებული კარაქი და ფქვილი კარგად ავურიოთ, ამის შემდეგ დავამატოთ წყალი და მოვამზადოთ საშუალო სისქის ცომი. 15 წუთის შემდეგ, ცომი გავაბრტყელოთ.

საქმის გასაიოლებლად, შეგიძლიათ იყიდოთ წინასწარ მომზადებული, გაბრტყელებული ცომი.

ვაშლი გავთალოთ და დავჭრათ ნახევარმთვარის ფორმებად.

ტაფაზე დავაფინოთ ფოლგის ქაღალდი, დავდოთ ზედ ცომი და ტაფის გვერდებზე ამოვკეცოთ.

შემდეგ წრიულად, ვაშლის ნაჭრები დავალაგოთ, ისე რომ ცარიელი ადგილი არ დარჩეს. მოვაყაროთ შაქარი. თუ ვაშლი ტკბილია, შაქრის რაოდენობა შეზღუდეთ, თუ  ცოტა მჟავეა, სიტკბოს მოსამატებლად, შაქრის რაოდენობა გაზარდეთ.

 ალაგ ალაგ, შეგვიძლია კარაქის პატარა კუბიკების მოვაყაროთ. ბოლოს კი, ვანილი ან დარიჩინის პუდრა მოვაყაროთ მთელს ზედაპირზე.

 

თუ ვანილის არომატიც გხიბლავთ და დარიჩინისაც, შეგიძლია ერთი პეროგი ორივე არომატით მოამზადოთ. ამისათვის, ტაფაზე ცომისაგან გააკეთეთ ისეთი ტიხარი, როგორსაც სურათზე ხედავთ. ნახევარს დარიჩინი მოაყარეთ და მეორე ნახევარს ვანილი. 

ტაფა შედგით წინასწარ გაცხელებულ ქურაში და 30 წუთის შემდეგ ვაშლის პეროგი მზადაა.

პეროგი არაჩვეულებრივია შავ ჩაისთან ერთად

 

გემრიელად მიირთვით

ახალი ამბები

  • სომხეთი, საზღვრის დემარკაციის ფარგლებში, საქართველოსთვის სოფელ ჯილიზას დაბრუნებას გეგმავს. ინფორმაციას სომხური გაზეთი, „ჟოხოვურდი“ ავრცელებს. სოფელი ჯილიზა ორი ქვეყნის საზღვარზე, სომხეთის ლორის ოლქის ...
  • The post ვისი ნახვა გაგიხარდა ყველაზე მეტად ,,უხილავ თამაშში”? @cavea+ #22გრადუსი #უხილავითამაში #გართობა appeared first on Mediumi.Ge.
  • ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ, რომ აღდგომის წინა კვირაში მომხდარი საოცრებები – ეს ზენაარის მიერ მიცემული მინიშნებები იყო, რომელთა იგნორირება არაფრით არ შეიძლებოდა. არადა, საოცრებები ვნების კვირაში ...
  • #livescore #cricketlive #livestream Kolkata vs Rajasthan , IPL 2025 5th Match Live| Today Cricket Match Live | KKR vs RR | KKR Batting Preview By Shahid : Rajasthan Royals (RR) and Kolkata Knight ...
  • კატეგორიები

    ვინ მოიგებს ომს?

    ტეგების ღრუბელი