როგორ ავარჩიოთ მზის სათვალე » www.idealuri.ge
რჩევები

როგორ ავარჩიოთ მზის სათვალე

გააზიარეთ:

 

სათვალის შერჩევისას მრავალი ჩვენგანი ერთსა და იმავე შეცდომას უშვებს, როცა ორიენტაციას იღებს მოდელის ,,მოდურობასა” და ზოგად ქალურ კრიტერიუმზე-,,მიხდება-არ მიხდება”. არადა მზისგან დამცავი ოპტიკისთვის ეს სულაც არ არის არსებითი.

მთავარია, სათვალემ თვალები ულტრაიისფერი სხივებისგან დაიცვას. სხვაგვარად ისინი უფრო მეტ ზიანს მოგვიტანენ ვიდრე სარგებელს: მუქი მინების მიღმა გუგები ფართოვდება, სხივებიც, რომელთაც წინ არ ეღობებათ UV-ფილტრი, ღრმად აღწევენ და ბადურას აზიანებენ. ამიტომ ყურადღებით დააკვირდით ეტიკეტს: წარწერა Meets ANSI UV Requirements, Special Purpose, UV-400 იმაზე მიგვანიშნებს, რომ სათვალე პრაქტიკულად მთლიანად შთანთქავს ულტრაიისფერ სხივებს; წარწერა Cosmetic საუკეთესო შემთხვევაში 70%-იან დაცვას გვპირდება-კოსმეტიკური სათვალე ფაქტობრივად მხოლოდ სილამაზისთვის არის განკუთვნილი; ზოგადი დანიშნულების სათვალისთვის (General) კი ულტრაიისფერი სხივებისგან დამცავი ფაქტორი აუცილებელია. UV-ფაქტორი ლინზების დაბურულობაზე არ არის დამოკიდებული. სრულიად გამჭირვალე სათვალესაც კი, რომელიც 100%-იან ხილვადობას ინარჩუნებს, შეუძლია მზისგან დაგვიცვას.
ევროპული სტანდარტით, ლინზების დაბურულობის ხარისხის მიხედვით სათვალეები ხუთ ჯგუფად იყოფა. ხარისხის კოეფიციენტი ეტიკეტზეა მითითებული.

  • ნულოვანი ჯგუფი უზრუნველყოფს სინათლის პრაქტიკულად 100%-იან გატარებას. განკუთვნილია ღრუბლიანი ამინდისთვის.
  • 1 ჯგუფი, ხილვადობა 43-80%, განკუთვნილია არააქტიური მზისთვის. სწორედ ასეთი სათვალეების ტარებას ურჩევენ მძღოლებს.
  • მე-2 ჯგუფი, ხილვადობა 18-დან 43%-მდე, შეესატყვისება ნაკლებად ცხელ კლიმატს.
  • მე-3 ჯგუფი, ხილვადობა 8-18%, განკუთვნილია ძალიან აქტიური მზისთვის, საკურორტო ზონებისთვის.
  • მე-4 ჯგუფი, ხილვადობა 3-8%, განკუთვნილია სამთო-სათხილამურო და საზღვაო დასვენებისთვის. ავტომანქანის მძღოლებისთვის ასეთი სათვალის ტარება უსაფრთხო არ არის.

ბოლო ხანს მინის ,,ოკულარებმა” ადგილი პლასტიკს დაუთმო.
მინის მთავარი ღირსება, ულტრაიისფერი სხივებისთვის სრულყოფილი წინააღმდეგობის გაწევა, სავსებით ხელეწიფებათ თანამედროვე პოლიმერულ მასალებსაც. გარდა ამისა, პლასტიკის ლინზები ნაკლებად ტრავმულია (პოტენციური ტრავმულობის გამო მინის სათვალეების ტარება დაუშვებელია ავტომანქანის მართვისას, სპორტული დატვირთვისას, ბავშვებისთვის), თანაც გაცილებით მსუბუქი და მოხერხებულია. თუმცა მინის სათვალეების ჩამოწერა ჯერ ადრეა. არსებობს ახალი ტექნოლოგიები, რომელთა დახმარებითაც ეს ფაქიზი მასალა მსუბუქდება და იხვეწება, ეს კი გვაფიქრინებს, რომ მინის მოდელები მაინც არ დატოვებს ბაზარს.
ყველაზე ეკონომიური ვარიანტია აკრილის ლინზები. ისინი პრაქტიკულად უწონოა, თუმცა ადვილად იკაწრება, რაც მხედველობისთვის ძალიან საზიანოა. დიდი კომპანიები აკრილის ნაცვლად პოლიკარბონატს იყენებენ. ის მსუბუქია, მაგრამ პრაქტიკულად არ ტყდება, არ იკაწრება და არ ამახინჯებს გამოსახულებას. თუმცა გაცილებით ძვირი ღირს, ვიდრე აკრილი.

სათვალის არჩევა ლინზების ფერის მიხედვით

  • ყვითელი, სტაფილოსფერი
  1. თავისებურება: მატებს კონტრასტულობას,ბლოკავს ლურჯ ფერს.
  2. გამოყენების შესაძლებლობა: ღრუბლიან ამინდში ვარჯიშის დროს.
  • ღია იასამნისფერი, ცისფერი
  1. თავისებურება:  არ არის რეკომენდირებული ბავშვებისთვის.
  2. გამოყენების შესაძლებლობა: არ გამოიყენოთ კითხვისას, ავტომანქანის მართვისას.
  • მუქი მწვანე, ნაცრისფერი
  1. თავისებურება: არ ამახინჯებს ფერს, ამცირებს თვალის დაღლას.
  2. გამოყენების შესაძლებლობა: გამოყენება შეუზღუდავია
  • მუქი ყავისფერი
  1. თავისებურება: იძლევა ფერთა მაღალ კონტრასტულობას.
  2. გამოყენების შესაძლებლობა: განსაკუთრებით მოხერხებულია მკვეთრ სინათლეში, თოვლში.
  • სარკისებრი ეფექტით
  1. თავისებურება: ირეკლავს სინათლეს.
  2. გამოყენების შესაძლებლობა: მთაში დასვენებისას, ზღვის სანაპიროზე კაშკაშა მზეში.
  • გრადიენტის ეფექტით (ერთი ფერი მეორეში გადადის)
  1. თავისებურება: აქვს კარგი ხილვადობა
  2. გამოყენების შესაძლებლობა: განკუთვნილია მძღოლებისთვის, ასევე მზეზე საკითხავად.
  • პოლარიზებული
  1. თავისებურება: ბლოკავს წყლიდან, ლითონიდან, თოვლიდან არეკლილ სხივებს
  2. გამოყენების შესაძლებლობა: მთაში, ზღვაზე, ავტომანქანის მართვისას, მზეზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებისას.

ახალი ამბები

  • სომხეთი, საზღვრის დემარკაციის ფარგლებში, საქართველოსთვის სოფელ ჯილიზას დაბრუნებას გეგმავს. ინფორმაციას სომხური გაზეთი, „ჟოხოვურდი“ ავრცელებს. სოფელი ჯილიზა ორი ქვეყნის საზღვარზე, სომხეთის ლორის ოლქის ...
  • ტიტანიკი გამოიწერეთ ჩვენი არხი: https://goo.gl/eLYQVj მეორე არხი H1Ta : https://goo.gl/RLuxNu დონაციის ლინკი. https://streamlabs.com/h1ta (კოლაბორაცია/ბიზნესი/შეკითხები) ...
  • ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ, რომ აღდგომის წინა კვირაში მომხდარი საოცრებები – ეს ზენაარის მიერ მიცემული მინიშნებები იყო, რომელთა იგნორირება არაფრით არ შეიძლებოდა. არადა, საოცრებები ვნების კვირაში ...
  • The perfect ball handling, even while blindfolded The post Robert Lewandowski – I trickshot I appeared first on SKYSPORT.GE.
  • კატეგორიები

    ვინ მოიგებს ომს?

    ტეგების ღრუბელი