როგორ ეგუება ორგანიზმი თავის საარსებო გარემოს? » www.idealuri.ge
ეს საინტერესოა

როგორ ეგუება ორგანიზმი თავის საარსებო გარემოს?

გააზიარეთ:

 

ცოცხალი ორგანიზმი თავისი შინაგანი და გარეგანი აგებულებით, ინსტიქტებითა და ქცევებით შეგუებულია საარსებო გარემოს. გარემო პირობების ცვლილებების შემთხვევაში, დროთა განმავლობაში ორგანიზმი ეჩვევა, ეგუება ახალ პირობებს. ამ პროცესს ადაპტაცია ეწოდება.

ადაპტირება შეიძლება გამოიხატოს სწრაფი ცვლილებით ან გარკვეული დროის შემდეგ. ასე გამომუშავდა რიგი შეგუებულობანი საარსებო გარემოსთან. კერძოდ: წყალში, ხმელეთზე, ჰაერსა და ნიადაგში ცხოვრებასთან დაკავშირებით.

განსაკუთრებით მკაფიოდ ჩანს ცოცხალი ორგანიზმების და გარემოს ურთიერთშესაბამისობა ციკლურ ცვლილებებზე დაკვირვებისას. იგულისხმება პერიოდულად განმეორებადი წელიწადის დრომ დღე-ღამის მონაცვლეობა და ა.შ.

რაც გამოიხატება მაგალითად, მცენარეებში ყოველწლიური ფოთოლცვენით, მწერებში ზამთრის სვენების მდგომარეობით, ძუძუმწოვრებში ბეწვის შეფერილობის ცვლილებით სეზონის მიხედვით და ა.შ.

ზოგ ცხოველს, იმისათვის რომ ნაკლებად შესამჩნევი იყოს, გამოუმუშავდა გარემოს კონკრეტულ პირობებთან შეგუებულობა. მაგალითად, მწერების შეფერილობა ხშირად მწვანე (ფოთლების შესაფერისი) ან რუხი (ღეროს ან მიწის შესაფერისი) გვხვდება. ფსკერის თევზებს ქვიშისგან ვერ გამოარჩევთ. ხშირად ფონის შესაბამისად მათ პიგმენტაციის შეცვლაც შეუძლიათ.

ახალი ამბები

  • სომხეთი, საზღვრის დემარკაციის ფარგლებში, საქართველოსთვის სოფელ ჯილიზას დაბრუნებას გეგმავს. ინფორმაციას სომხური გაზეთი, „ჟოხოვურდი“ ავრცელებს. სოფელი ჯილიზა ორი ქვეყნის საზღვარზე, სომხეთის ლორის ოლქის ...
  • ტიტანიკი გამოიწერეთ ჩვენი არხი: https://goo.gl/eLYQVj მეორე არხი H1Ta : https://goo.gl/RLuxNu დონაციის ლინკი. https://streamlabs.com/h1ta (კოლაბორაცია/ბიზნესი/შეკითხები) ...
  • ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ, რომ აღდგომის წინა კვირაში მომხდარი საოცრებები – ეს ზენაარის მიერ მიცემული მინიშნებები იყო, რომელთა იგნორირება არაფრით არ შეიძლებოდა. არადა, საოცრებები ვნების კვირაში ...
  • The post ❔🏆 How many UCL titles has Benzema won? #shorts #realmadridshorts appeared first on SKYSPORT.GE.
  • კატეგორიები

    ვინ მოიგებს ომს?

    ტეგების ღრუბელი