20 ფრაზა, რომელიც მოტივაციას აგვიმაღლებს და სირთულეებს დაგვაძლევინებს » www.idealuri.ge
თვითგანვითარება

20 ფრაზა, რომელიც მოტივაციას აგვიმაღლებს და სირთულეებს დაგვაძლევინებს

გააზიარეთ:

 

ცხოვრებაში ხშირად გამოუვალ სიტუაციაში ვვარდებით, ამ დროს მნიშვნელოვანია, არ დავეცეთ სულით და ვიპოვოთ საკუთარ თავში ძალა, რომ განვაგრძოთ სვლა წინ.
უცხოური მედია მოტივაციის ასამაღლებელ 20 ფრაზას გვთავაზობს, რომელიც სხვადასხვა მძიმე ვითარების გადალახვაში დაგეხმარებათ.

1. მე არ შემიძლია ვაკონტროლო ყველაფერი, რაც ჩემს თავს ხდება. მე შემიძლია მხოლოდ ის, რომ ვაკონტროლო საკუთარი თავი, თუ როგორ ვრეაგირებ მომხდარზე. ჩემი ძალა ჩემს რეაქციაშია.

2. მე ბევრს არ ვიფიქრებ იმაზე, რა უნდა მომხდარიყო. ამის ნაცვლად მე დავაფასებ იმას, რაც დღეს მაქვს.

3. მე უნდა მივიღო ის, რაც ჩემს ცხოვრებაში ხდება.

4. ჯობია დაუშვა შეცდომები, ვიდრე თავი მოიკატუნო, თითქოს სრულყოფილი და შეუმცდარი ხარ.

5. მე არასდროს ვიქნები იმდენად კარგი, როგორც ამას ჩემზე გარშემომყოფი ახლობელი ადამიანები ჩემი გამარჯვებების შემდეგ ფიქრობენ და მე არასდროს ვიქნები იმდენად ცუდი, როგორიც მე ჩემივე თავის წინაშე დამარცხებისას ვარ.

6. ვეცდები, მეტი ყურადღება მივაქციო შინაგან სირთულეებს, მაგრამ უფრო მეტად კი ვეცდები, საკუთარი აზრები ვაკონტროლო. მე პოზიტიურად ვიფიქრებ!

7. ცხოვრებისეული გამოცდა პრობლემა მხოლოდ მაშინ ხდება, როდესაც მე ვაძლევ მას ამის უფლებას.

8. რაც მალე ვეცდები, რომ წარუმატებლობიდან გამოვძვრე, მით მალე მივაღწევ იმას, რისკენაც ვისწრაფვი.

9. მე არ დავემალები საკუთარ ტკივილს. მე ვიცი, რომ ტკივილი ჩემს შესაშინებლად კი არ არსებობს, არამედ იმისთვის, რომ შემახსენოს, ჩემს ცხოვრებაში არსებობს იმდენად მნიშვნელოვანი რამეები, რის გამოც ვალდებული ვარ, ეს ტკივილი გადავლახო.

10. არსებობს უდიდესი განსხვავება დაღლილობასა და სასიამოვნო დაღლილობას შორის. ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა იმისთვის, რომ ის უინტერესო რამეებზე ვფლანგოთ.

11. თუკი მე ვერ გამოვნახავ დროს იმისთვის, რაც ჩემთვის მართლა მნიშვნელოვანია, მე შევწყვეტ ამით იმის კეთებას, რაც ჩემთვის, მართლაც, ღირებულია.

12. მე არ შემიძლია შევქმნა საკუთარი რეპუტაცია, მაგრამ მე შემიძლია შევქმნა ჩემი ბედი.

13. მომავალი შესაძლოა, განსხვავდებოდეს აწმყოსგან და მე შემიძლია პირდაპირ ახლა შევცვალო იგი.

14. ბედნიერება და სიხარული ჩემთან მაშინ მოვა, როდესაც მე გავცემ მას სხვებისთვის.

15. არასდროს გადავუსწრებ არავის, მათ შორის არც საკუთარ თავს.

16. ვეცდები, რეალურად გავხდე უკეთესი, ვიდრე ახლა ვარ და არა უბრალოდ ვიფიქრო, რომ უკეთესი ვარ.

17. მე იმდენად დაკავებული ვიქნები ჩემი გაზონის მოვლით, რომ ჩემს სიმწვანეს ყურადღება აუცილებლად მიაქცევენ.

18. მე გამოვიკვებები იმით, რაც მიყვარს, ვიმოძრავებ ისე, როგორც მიყვარს, ვილაპარაკებ იმაზე, რაც მიყვარს და ვიცხოვრებ ისე, როგორც მე მიყვარს და მსურს, დღეს რომ ვიცხოვრო.

19. შემდეგი გაჩერება სწორი მიმართულებით, დროში არ უნდა გავაჭიანუროთ.

20. მე უნდა აღვნიშნო ყველა პატარა გამარჯვება. საერთო ჯამში, ცხოვრებას ხომ სწორედ ისინი ხდიან საინტერესოს და ამაღელვებელს.

ახალი ამბები

  • XML error: at line 0
  • The post უხილავი თამაში: სერია 3 appeared first on Mediumi.Ge.
  • ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ, რომ აღდგომის წინა კვირაში მომხდარი საოცრებები – ეს ზენაარის მიერ მიცემული მინიშნებები იყო, რომელთა იგნორირება არაფრით არ შეიძლებოდა. არადა, საოცრებები ვნების კვირაში ...
  • “Pijos fuera”. Con este mensaje Arran cuelga un vídeo en redes donde muestra como vandaliza la segunda residencia del exfutbolista Gerard Piqué. La Cerdeña sufre también problemas con la ...
  • კატეგორიები

    ვინ მოიგებს ომს?

    ტეგების ღრუბელი